მღვდელმოწამე თეოდორე, კვირინელი (ლიბანელი) ეპისკოპოსი და მის თანა დედანი: კვიპრილა, აროა და ლუკია (+310) - ხს. 4 ივლისი (17 ივლისი)
მღვდელმოწამე თეოდორე, კვირინელი (ლიბანელი) ეპისკოპოსი და მის თანა დედანი: კვიპრილა, აროა და ლუკია (+310) - ხს. 4 ივლისი (17 ივლისი)
ეს საკვირველი მოღვაწე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა, კვირინის ეპისკოპოსი გახლდათ - წმინდა სვიმეონ კვირინელის (ხსენება 27 თებერვალს) ქალაქისა.

უფლისგან მრავალი სულიერი ნიჭი ებოძა, უბადლო კალიგრაფმა მრავალი წელი შეალია საეკლესიო წიგნთა გადაწერას, მადლმოსილი სიტყვით კი მრავალი წარმართი მოაქცია.

მტარვალ დიოკლეტიანეს ზეობისას, დაახლოებით 299 წელს, მმართველ დიოგნიანეს შვილთან ერთად წარუდგინეს. სამსჯავროზე უამრავი ქრისტიანის თანხლებით მივიდა, რომელთა შორისაც იყვნენ წმინდა კვიპრილა, აროა და ლუკია.

მმართველმა საეკლესიო წიგნთა გადაცემა და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო.

მაშინ ჯოხებზე გამობმული ქამრებით გვემეს, რომელთა ბოლოებზე რკინის ბურთები იყო მიმაგრებული, თავის ქალა გაუხეთქეს, ნეტარმა კი ძალა მოიკრიბა და იქვე მდგომი წარმართული ბომონი ფეხით ძირს დასცა.

განრისხებულმა მსაჯულმა თეოდორეს მუხაზე ჩამოკიდება და ტყავის გაძრობა, იარებზე კი - მარილის დაყრა და ძმრის დასხმა, შემდეგ კი - ჭრილობათა ცხენის ძუით მოფხეკა ბრძანა, შემდეგ - ენა წარკვეთა და დილეგში გამოკეტა.

წმინდა კვიპრილამ, აროამ და ლუკიამ ნეტარის ენა კრძალვით აღიღეს და საპყრობილეში მიიტანეს, ხოლო ოდეს თეოდორემ თავის გასისხლიანებული ენა გულზე მიირქვა, საიდანღაც მტრედი გაჩნდა, იქაურობა მიმოიფრინა და ნეტარს ისე მიუახლოვდა, თითქოს ამბორყოფა სურსო, შემდეგ სარკმელთან ფარშავანგი გამოჩნდა, ხოლო ოდეს ფრინველნი უჩინო იქმნენ, წმინდანს წარკვეთილი ენა ისევ მიეზარდა.

ამ სასწაულის მოწმე გახლდათ სენატის ერთ-ერთი მრჩეველი, სახელად - ლუკია და მოიქცა, მოკლე ხანში კი მარტვილი მიიცვალა.
როგორც კი მმართველმა საპყრობილეში აღსრულებული სასწაულის შესახებ შეიტყო, ბრძანა, იქვე დაესაჯათ სამი ქალი - კვიპრილა, აროა და ლუკია და ყველა, ვინც წმინდა მღვდელმთავრის წყალობით მოიქცა და ნათელ იღო.

სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად, ლუკიამ ნათელ იღო და მოკლე ხანში მოწამებრივი სიკვდილი მიიღო.

აქ კი იმ სამი მოწამის შესახებ უნდა გიამბოთ, ნეტარ თეოდორესთან ერთად რომ იყვნენ:

წარმოშობით კვიპრილაც კვირინიდან გახლდათ, გათხოვებიდან ორ წელიწადში, 28 წლისა დაქვრივდა, წმინდა თეოდორეს ლოცვით საშინელი და გამუდმებული თავის ტკივილებისაგან გათავისუფლდა და აროასთან და ლუკიასთან ერთად ემსახურებოდა მღვდელმთავარს.

მისი მოწამებრივი აღსასრულის შემდგომ, როგორც ზემოთ ვთქვით, სამივე შეიპყრეს.

პირველი კვიპრილა წარდგა სამსჯავროს წინაშე და ოდეს მტკიცედ იუარა კერპისთვის მსხვერპლის შეწირვა, ძალით დააჭერინეს ხელში გავარვარებული ნახშირი, რომ "ღმერთთათვის" ეკმია, ნეტარმა კი თქვა:

- ძალით შეწირული მსხვერპლად არ ჩაითვლება!

მეომრებს კი იქამდე ეჭირათ იგი, სანამ ხელი სრულიად არ დაეწვა, შემდეგ - ბოძზე გააკრეს და სხეული დაუსერეს, ჭრილობათაგან სისხლი სდიოდა, მკერდიდან კი - რძე..

აროამ და ლუკიამ მმართველისაგან მის ნაწილთა დაფლვის ნება გამოითხოვეს და როგორც კი გალობით მიაბარეს მიწას, სამარიდან მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.

მოკლე ხანში აროა და ლუკიაც სიკვდილს მისცეს.

ასე შეჰვედრეს სული უფალს სამმა მოწამემ. მეოხ გვეყოს მათი წმინდა ლოცვა ღვთის წინაშე!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat