ამ მოწამის ცხოვრებისა და მარტვილობის შესახებ, სამწუხაროდ, მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი.
კონსტანტინე აკროპოლიტისი (XIV ს.) მოგვითხრობს: წმინდა ბარბაროსი დაიბადა VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ აფრიკის მუსლიმანურ ოჯახში. ტომით არაბი მუსლიმანური არმიის წევრი იყო, ნიკოპოლზე ლაშქრობაშიც მონაწილეობდა, ქრისტიანებს ხოცავდა. მაჰმადიანთა არმია მაშინ დამარცხდა, ბევრი დაიხოცა, ზოგმა თავს გაქცევით უშველა. ერთი მათგანი ვენახში ჩაიმალა. როცა სამალავიდან გამოვიდა, თავის გაქცეულ ჯარს ვერ დაეწია, დარჩა მტრის მიწაზე და ავაზაკობდა. დაძრწოდა, ძარცვავდა და ხოცავდა მარტოხელა ქრისტიან მგზავრებს. იმ მხარის ხალხი დაშინებული ჰყავდა. ასე გაგრძელდა ერთხანს. მისი ფანატიზმი (როგორც ისლამის ჯარისკაცისა) ერთგვარად დაცხრა. ერთხელ ეთოლიის მხარეში ბარბაროსი შევიდა წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლის მოსაკლავად. წირავდა ნიკოპოლელი მღვდელი იოანე. ალაჰის მარტოხელა, სიძულვილით აღსავსე მეომარი კუთხეში მომწყვდეული მხეცივით იდგა მტრის მიწაზე, ტაძარში და წირვის დამთავრებას ელოდა... ამ დროს უფალმა სასწაული მოახდინა, ბარბაროსს აეხილა სულიერი თვალნი და დაინახა ბრწყინვალე ანგელოზები, რომლებიც მთელი დიდებულებით მსახურებდნენ მღვედლთან ერთად, ის რომ მოკვლას უპირებდა. განცვიფრებული ავაზაკი მუხლებზე დაემხო, წირვის დასრულების მერე მივიდა მღვდელთან, აღიარა ჩადენილი ცოდვები და მონათვლა სთხოვა. მამა იოანემ შეუსრულა სურვილი.
ქრისტიანმა ავაზაკყოფილმა მთებს მიაშურა, იქ მარტოდმარტომ თორმეტი წელი დაჰყო, გაურბოდა მოსახლეობასთან ურთიერთობას. მარხვაში, ლოცვასა და სინანულში განლევდა დღეებს. ეპიტიმიის სახით კისერსა და ხელ-ფეხზე ჯაჭვი მოიდო. "ამგვარი სახით, სინანულის ღვაწლით ცხოვრობდა მთებში, ბალახს ძოვდა, დაითმენდა სიცხეს და სიცივეს, მხეცივით მიწაზე ოთხით დადიოდა". დასტიროდა საკუთარ ცოდვებს და თავის მიერ ქრისტიანთა დაღვრილ სისხლს სინანულის ცრემლით აღხოცდა.
მიუხედავად ამხელა ღვაწლისა, წმინდანს მაინც ქრისტესთვის მოწამეობა ენატრებოდა, მაგრამ ის ხომ ქრისტიანებს შორის ცხოვრობდა, როგორ აისრულებდა სურვილს!
ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება. ერთხელ, გვიან ღამით ნიკოპოლელი მონადირეები ღამის გასათევად შეჩერდნენ. შორიდან თვალი მოჰკრეს უცნაურ "მხეცს". ისარი ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. ღიმილი დასთამაშებდა მომაკვდავს სახეზე. მან შეუნდო თავის უნებურ მკვლელებს, რომლებიც მწარედ სტიროდნენ თავიანთ შეცდომას.
მოგვიანებით მისმა სულიერმა მამამ ამოიცნო წმინდა ბარბაროსი, მისი ცხედარი ეკლესიაში გადაასვენეს. მალე უხვად წარმოადინა სასწაულმოქმედი და კურნებისმომნიჭებელი სურნელოვანი მირონი. წმინდანის ცხოვრების აღმწერელს, კონსტანტინე აკროპოლიტის პატარა ქალიშვილი სნეულებისგან წმინდა ბარბაროსის სხეულიდან წარმოდენილმა მირონმა განკურნა. წმინდა ბარბაროსი ჩრდილოეთ საბერძნეთში, კელის მთების სავანეში განისვენებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი