"თოკგამობმულ ხატს, რომელიც კომკავშირელებმა სოფლის ცენტრამდე თრევით მიიტანეს, უკან აცრემლებული მოძღვარი მიჰყვებოდა გულში ჩახუტებული სახარებითურთ"
"თოკგამობმულ ხატს, რომელიც კომკავშირელებმა სოფლის ცენტრამდე თრევით მიიტანეს, უკან აცრემლებული მოძღვარი მიჰყვებოდა გულში ჩახუტებული სახარებითურთ"
მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართველ მამათა ცხოვრება, ისევე როგორც ყოველი დროის ქრისტიანისა, მზიან ღამეს ჰგავს, ბნელზე გამარჯვებულ სინათლეს. ერთი შეხედვით, მათი ცხოვრებანი, შესაძლოა, ვინმეს იმ დროის ტიპურ ბიოგრაფიებად მოეჩვენოს, მათი ბედი და აღსასრული ხომ ერთმა ეპოქამ განაპირობა, მაგრამ მათ თითოეულს განსხვავებული ჯვარი და გზა ჰქონდა, უმძიმესი, მაგრამ ჩვენთვის - ძალზე სანუგეშო. მამა ნესტორის ამბავიც ამის ცხადი დასტურია...

გურიაში, სოფელ ლიხაურში ექვს საუკუნეზე მეტია დგას გურიისა და სვანეთის ერისთავთერისთავის, კახაბერ ვარდანისძის მიერ აგებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. თანამედროვე იქაურებს ძველებისაგან გაუგონიათ, რომ მის წიაღში გასული საუკუნის ოციან წლებში ერთ-ერთ უკანასკნელ ქართველ ათონელს, მამა ნესტორ კონტრიძეს უმოღვაწია...

მამა ნესტორის ათონელობა თავისთავად იწვევს დიდ ინტერესს, თუმცა არანაკლებ საგულისხმოა მისი დანარჩენი ცხოვრება და თავად აღსასრულიც.

კონტრიძეებმა მრავალი სასულიერო პირი მისცეს ქართულ ეკლესიას - მონაზონი გახლდათ მამა ნესტორის და - ელენე და ბიძაშვილი - მარინე, ღვთისმშობლის ტაძრის დიაკონის, ლუკას და. მოგვიანებით ეს გზა აირჩია მისი ნათესავის, ქაქუთის ტაძრის მღვდლის, მამა გიორგი კონტრიძის ქალიშვილმა მატრონამაც.

ჩვენდა სამწუხაროდ, მამა ნესტორის ცხოვრების შესახებ არცთუ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მასზე მხოლოდ თვითმხილველთა მცირერიცხოვანი გადმოცემანი და თედო სახოკიას ორი ნაშრომი: "მოგზაურობანი" და "ეთნოგრაფიული გურია" გვიამბობს.

მამა ნესტორი ლიხაურშივე, მრავალშვილიან ოჯახში შობილა. მამამისი, ბესარიონიც სასულიერო პირი ყოფილა. ალბათ, ამ გარემომაც განაპირობა მისი გზა და სულიერი არჩევანი და არც ის იყო შემთხვევითი, რომ იგი მეოცე საუკუნის უკანასკნელ ქართველ ათონელთაგანია. წმინდა მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში, სადაც სრულიად ახალგაზრდა მოხვდა და მონასტრულ ყოფას ეზიარა, დიდხანს არ დაჰყო: რამოდენიმე წლის შემდგომ წმინდა გაბრიელ ქიქოძისა და ათონის ქართველთა სავანის წინამძღვრის, ბენედიქტე ბარკალაიას კურთხევით საქართველოს დაუბრუნდა და სანამ მშობლიურ ლიხაურში განაგრძობდა მოღვაწეობას, მცირე ხნით თბილისში, ანჩისხატის ტაძარში იმსახურა.

ისინი, ვისაც ეს მადლმოსილი და ნათელი კაცი ახსოვს, იგონებენ, რომ ძალზე სათნო, მუდამ მოწესრიგებული, ობოლთა და უპოვართა დიდი შემწე და ყველას მიმართ მზრუნველი იყო, გამორჩევით ჰყვარებია სოფლის გლეხობა.

მამა ნესტორმა გაბედა და პირველმა გააუქმა საეკლესიო გადასახადი, ეგრეთ წოდებული დრამის ფული, რის შედეგადაც ზემდგომთა გულისწყრომა დაიმსახურა. იგი თურმე ქუთაისში დაიბარეს და გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვეს, რის შემდეგაც მამა ნესტორი იძულებული გახდა, ხსენებული გადასახადი მხოლოდ ქვრივთათვის, ობოლთა და უკიდურესად ღატაკთათვის გაეუქმებინა, საშუალო შეძლების მქონე ოჯახთათვის - გაენახევრებინა და ოდენ შეძლებულთათვის დაეტოვებინა.

საეკლესიო შემოსავლებს იგი ისევ სოფელს ახმარდა. მდიდარი ვაჭრის, ნოე თოიძის ინიციატივითა და შემოწირულობით, მეოცე საუკუნის დასაწყისში მდინარე აჭისწყალზე რკინის ხიდი აუგიათ, რის მონაწილეც მამა ნესტორიც ყოფილა.

ცალკე საუბრის თემაა მისი ღვაწლი ქართული საეკლესიო გალობის და ხალხური სიმღერის გადარჩენის საქმეში: იგი ჩინებული მგალობელი და ლოტბარი გახლდათ. გურიაში განთქმული იყო მისი ბანი. ბაბილოძის, ჩავლეიშვილისა და კონტრიძის შესახებ ხალხმა ლექსიც კი შექმნა, სადაც მათ საოცარ ხმებს შეასხა ხოტბა.

იმდროინდელმა გაზეთმა "შინაური საქმეებმა" ამგვარი ცნობა შემოგვინახა: "ეკლესია სავსე იყო ხალხით და ტკბებოდა მღვდელ ნესტორ კონტრიძისა და მელქისედეკ ნაკაშიძის გუნდთა გალობით... ნესტორ კონტრიძე იშვიათი მოსაუბრეა და ზედმიწევნით მცოდნე სამშობლო ენისა. ამასთან, დიდი მოსიყვარულე ყოფილა გურული გალობისა".

ცნობილი ლოტბარი მიხეილ შავიშვილი თავის მოგონებებში სიყვარულით იხსენებს მამა ნესტორს, როგორც ჩინებულ მომღერალსა და მოგალობეს.

მამა ნესტორსვე შეუქმნია მეჩონგურეთა გუნდი, რომელსაც მოსე ჭელიძე ხელმძღვანელობდა და ამით არაერთი ხალხური სიმღერა გადაურჩინა საქართველოს. თუმცა თავადაც გახლავთ ავტორი რამოდენიმე სიმღერისა. როგორც მიხეილ შავიშვილი გვაუწყებს, სწორედ მამა ნესტორს შეუქმნია ცნობილი გურული "ოთხი ნანა", რომელსაც დღეს ტრანსფორმირებული სახით ასრულებენ. მისივე ტექსტსა და მელოდიაზე შექმნილა "აჭისწყალო ანკარა", დღემდე გურულთათვის უსაყვარლესი სიმღერა.

თუ რაოდენ პატივდებული და საყვარელი იყო მამა ნესტორი ლიხაურში, ერთი იქაური უხუცესი მასწავლებელი, მიხეილ ვაშაყმაძე გვიამბობს: "ერთხელ სოფლის მკვიდრისთვის, გვარად ვასაძისთვის, ხარები მოუპარავთ. სოფლის ყრილობას ქურდის ვინაობა ვერ დაუდგენია და მამა ნესტორისათვის მიუმართავთ დახმარებისთვის, რომელსაც ასე გადაუწყვეტია: მის მიერ დასახელებული ადამიანები რამდენიმე დღის მანძილზე მარხვით უნდა განწმენდილიყვნენ, რომ ღვთისმშობლის ხატთან მიახლოების უფლება ჰქონოდათ, შემდეგ ხატი სოფლის ცენტრში უნდა გადმოესვენებინათ და ყოველ ლიხაურელს მის წინ დაეფიცა, რომ დამნაშავე არ იყო.

თედო სახოკიასა და დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, ლიხაურის ღვთისმშობლის ხატი "საზაროდ" იხსენიებოდა. "მოგზაურობანი" კი გვაუწყებს, რომ "ვინც მის წინაშე ტყუილად დაიფიცებდა, ხატი გარისხავდა და თავზარს დასცემდა", სწორედ ამის გამო ეწოდა თურმე "საზარო".

როდესაც იგი სოფლის ცენტრში დააბრძანეს, მამა ნესტორმა იმგვარი სიტყვებით მიმართა ხალხს, რომ ცრემლმორეული დამნაშავენი მოძღვრის ფერხთით დაეცნენ და ყოველივე აღიარეს.

რკინის საუკუნემ გურიასაც დაუნდობლად გადაუარა. მიხეილ ვაშაყმაძის ნაამბობიდან: "იმ დროს რევკომის თავმჯდომარე იყო თედორე შავიშვილი, ლიხაურიდან უზნეო საქციელისთვის განკვეთილი პიროვნება. ეს შავიშვილი და მისი ბანდა აჭისწყლის ხეობაში ჩაუსაფრდა აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარს, იოსებ კონტრიძეს, რომელიც გათოკეს, ანაფორა შემოახიეს, შემდეგ ტაძრის გასაღები წაართვეს და ეკლესია დაარბიეს. იქიდან გამოტანილი წმინდა ნივთები ცეცხლს მისცეს, მამა იოსებს კი ჯვარი აჰყარეს და ისიც ცეცხლში ჩააგდეს...

ადამიანებს ტაძარში მისვლა აუკრძალეს...

შემდეგ დაარბიეს ხიტილაურის ხის ეკლესია, სასტიკად შეურაცხყვეს მედავითნე ეგნატე გორდელაძე, წმინდა ნივთები აქაც დაწვეს, ეკლესია კი დაშალეს.

იგივე ბედი ეწია ქაქუთის ფერისცვალების სახელობის ტაძარსაც, რომლის დარბევასაც კომკავშირელი კოლია ღლონტი მეთაურობდა. მხცოვანი მოძღვარი, მამა გიორგი კონტრიძე ტაძრიდან ძალით გამოიყვანეს, ჯვარი აჰყარეს, ანაფორა გახადეს და წვერი შეკრიჭეს. მოძღვარი თვალზე ცრემლმომდგარი უმზერდა, როგორ გამოჰქონდათ უღმერთო ადამიანებს ტაძრიდან სიწმინდეები, რომელთაც თავად კრძალვით ეხებოდა ხოლმე და ცეცხლში ყრიდნენ...

იმავე დღეს კომკავშირელ ლომჯარიას ხელმძღვანელობით დაარბიეს ჭანიეთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, მღვდელი, გვარად ქავთარაძე შეურაცხყვეს, ეკლესიის სიწმინდეები კი გაანადგურეს..."

მალე ლიხაურის ღვთისმშობლის ტაძარსაც მიადგნენ, რომლის დარბევასაც კარგა ხანს ვერ ბედავდნენ - სოფლის შიში ჰქონდათ, რომელიც უსაყვარლესი მოძღვრის შეურაცხყოფასა და ტაძრის დარბევას არ დაანებებდა...

მიხეილ ვაშაყმაძე: "იმ დროს პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ლიხაურის ტაძრის დარბევა გუშინდელივით მახსოვს:

1924 წლის აგვისტო იდგა, ,,მაუზერისტებმა" თავიანთი ძალები გააორმაგეს, რადგან ხალხის წინააღმდეგობის ეშინოდათ. ტაძრის ტერიტორიას ალყა შემოარტყეს, მამა ნესტორი სენაკიდან გამოიყვანეს, ხელები გაუთოკეს, ტაძრის გასაღები წაართვეს და მის ძარცვას შეუდგნენ...

მის წიაღში უთვალავი ძვირფასი ნივთი და სიწმინდე ინახებოდა. ყველაფერი გარეთ გამოიტანეს და მოძღვრის თვალწინ ცეცხლში ჩაყარეს... თვალცრემლიანი მამა ნესტორი შეჰყურებდა ამ ყოველივეს და ღმერთს ევედრებოდა: "შეუნდე, უფალო, რამეთუ არა იციან, რასა იქმანო".

გარეთ გამოტანილ სიწმინდეთა შორის იყო ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება, რომლის შესახებაც თედო სახოკია გვაუწყებს: ,,ლიხაურის ეკლესიაში შენახულია ტყავზე დაწერილი ოთხთავი ასომთავრული ხუცურით. აქაურ მღვდელ კონტრიძეს დაუკაზმინებია ეს განძი და საკმაოდ სისუფთავით შეუნახავსო".

კომკავშირელებმა მას ყდა გადააძრეს და ცეცხლს მისცეს... ამ დროს ერთ-ერთ კომკავშირელს მამა ნესტორისათვის ხელები გაუხსნია, ამ უკანასკნელს ცეცხლიდან აუტაცია სახარება და გულში ჩაუკრავს... მისთვის ხელის ხლება ვეღარავის გაუბედავს...

თუმცა ტაძრის დარბევა ამით არ დასრულებულა: გამოუბრძანებიათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ძვირფასი ჩარჩო მოუხსნიათ, ხატისთვის თოკი გამოუბამთ და ტაძრიდან ვიდრე სოფლის ცენტრამდე თრევით მიუტანიათ, უკან კი აცრემლებული მოძღვარი მიჰყვებოდა თურმე გულში ჩახუტებული სახარებითურთ...

"მაუზერისტებმა" ხატი დაბლა ჩამოიტანეს, თოკზე გამობმულს მუხის გარშემო ატარებდნენ და მამა ნესტორს დასცინოდნენ: - აბა, ახლა მოახდინოს სასწაულიო, მამა ნესტორს კი უპასუხია: - მეტი რაღა სასწაული გინდა, გაგაგიჟათ და მუხის გარშემო გარბენინებთო...

უღმერთოებმა მას ვერც ანაფორის გახდა გაუბედეს და ვერც ჯვრის ახსნა...

ამ ამბიდან არ გასულა დიდი ხანი, რომ სოფლის ცენტრში, ათასწლოვანი მუხის ქვეშ, თანასოფლელებთან ერთად მჯდომი მამა ნესტორისთვის ცხენზე ამხედრებულ კომკავშირელს, გვარად მეგრელაძეს, მათრახი გადაუკრავს, რის შედეგადაც მოძღვრის თავიდან სისხლს უფეთქია...

დაჭრილი და სისხლმდინარე მამა ნესტორი თავის სენაკში აუყვანიათ, საიდანაც ძმის, ანტონის ოჯახში გადაუყვანიათ, მაგრამ ჭრილობა ძალზე გამიზეზებია და იგი მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებულა...

მისი წმინდა სხეული თავის სახელობის ტაძარში შეიფარა დედა ღვთისამ...

მასალის მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებთ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურ ზაქარია მარგალიტაძეს და ქალბატონ დოდო დონაძეს.

P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.
საკონტაქტო ტელეფონია: 899 93-48 40. წინასწარ გიხდით მადლობას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat