ბადრაგის უფროსმა სერგო ორჯონიკიძის ნაჩუქარი მაუზერით პირველი სწორედ მამა პანტელეიმონი ჩაცხრილა...
ბადრაგის უფროსმა სერგო ორჯონიკიძის ნაჩუქარი მაუზერით პირველი სწორედ მამა პანტელეიმონი ჩაცხრილა...
კავთისხეველი დეკანოზის, პანტელეიმონ გედევანიშვილის სახელს ხმამაღლა დიდხანს არავინ ახსენებდა, მხოლოდ ჩურჩულით ჰყვებოდნენ მისი თავგანწირვის ამბავს - სასიკვდილოდ გამეტებულ საცოდავ გლეხებს ანუ "მშრომელი ხალხის კლასობრივ მტრებს" მოძღვარმა კალთა გადააფარა და პირველი ტყვიის სამიზნე თვითონ გახდა...

ზოგი ამბობდა, - ხომ ვთხოვდით, თავს გაფრთხილებოდა და არსად წასულიყოო, ზოგიც პირიქით, საქციელს უწონებდა, მაგრამ ჩუმად, თავისთვის...

ყველამ, ვინც ცოტათი მაინც იცნობს საქართველოს ეკლესიის ისტორიას თუ არა, უახლოეს ისტორიას მაინც, იცის, რა მძიმე იყო მისთვის 1924 წელი: დამოუკიდებლობანაგემი მოსახლეობა ბოლშევიკურ ბორკილებს ვეღარ ეგუებოდა და შურისძიებისთვის ემზადებოდა.

გორის მაზრის სოფელ კავთისხევის ეკლესიის დეკანოზმა, პანტელეიმონ გედევანიშვილმა ეს იცოდა და ისიც, რომ ამბოხი უეჭველად დამარცხდებოდა - იქაურ ახალგაზრდებს გული და ჯანი კი ერჩოდათ, მაგრამ არც ხეირიანი იარაღი ჰქონდათ და არც სამზადისისთვის საკმარისი დრო...

ხანდაზმული მოძღვარი ქვათახევის მონასტრის მესვეურებს შეევედრა, - ამ უღვთო ბოლშევიკებს ქრისტიანთა სისხლს ნუ დააღვრევინებთო, საფრანგეთიდან ფარულად ჩამოსულ ემისრებსაც ემუდარა, - ნუ დაიდებთ ამ საწყალი, ფეხშიშველი ბიჭების ცოდვასო, მაგრამ ვინ მოუსმინა?!

საშინელება დატრიალდა: - ფილთა თოფებით შეიარაღებულ მეამბოხეებს ბოლშევიკებმა რეგულარული არმია, არტილერია და ჯავშნოსანი მატარებელი დაახვედრეს... სისხლიანი კალო გაილეწა...

მეამბოხეთა მცირე ნაწილმა თავს კი უშველა, მაგრამ უმრავლესობა ბოლშევიკებს ჩაუვარდა ხელში...

წითელმა ტერორმა, რომლისთვისაც უბრალო და ბრალიანი ერთი იყო, კავთისხევამდეც ჩააღწია და განურჩევლად დაერია საბრალო, უდანაშაულო გლეხებს: ოქტომბრის ერთ წვიმიან და მოჟამულ განთიადს ჩეკისტებმა ისინი ვითომდა მორიგი მტყუან-მართლის გასარჩევად, სინამდვილეში კი დასახვრეტად, სოფლის გადაღმა გარეკეს.

სოფელი შიშით დაიზაფრა.

იმხანად ხურვებით შეპყრობილი მამა პანტელეიმონი ლოგინად იყო ჩავარდნილი, მაგრამ ეს ამბავი რომ შეიტყო, ადგა, შეიმოსა და იმათ კვალს დაადგა... ევედრნენ სულიერი შვილები - იმათ აღარაფერი ეშველებათ, შენ კი ხიფათს გადაეყრებიო, მაგრამ მოძღვარმა არ დაიშალა და დატყვევებულ მეამბოხეებს გამოუდგა.

მღვდლის გამოჩენამ ბადრაგის მეთაურიც კი გააკვირვა:

- ასეთ ამინდი საით გაგიწევიაო? - ჰკითხა.

- მოძღვარი ჭირშიც და ლხინშიც თავის სულიერ შვილებთან უნდა იყოს, ამ უბედურებმა მაინც რა დაგიშავეს ასეთი, რას ერჩითო? - მამა პანტელეიმონმა.

- ესენი მშრომელი ხალხის მტრები არიან და კანონის წინაშე მკაცრად უნდა დაისაჯონო, - ცივად უპასუხეს.

- არა, შვილო, არ დაიჯეროთ, ამ საცოდავებს რა მტრობა შეუძლიათ, ხვნა-თესვის მეტი არა იციან რაო, - უმტკიცებდა მამა პანტელეიმონი.

- გორში რომ ჩავალთ, მტყუან-მართალიც იქ გაირკვევა. უდანაშაულოებს ხვალვე უკან დავაბრუნებთო, - დაჰპირდნენ.

მოძღვარი მიხვდა, ატყუებდნენ, ჯალათებს ტალახში დაუჩოქა და შეევედრა: - მაგათ თუ რაიმე ცოდვა აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ და როგორც ამათი მოძღვარი, მე დამსაჯეთო...

- რა გააჭირა საქმე, თუ ასე უნდა, შეაგდეთ ეგეც მაგათთანო, - ბრძანეს.

რა გორი, რის გორი! დაღამებისთანავე სოფლის გადაღმა, ერთ ბიამან ადგილას ჩაამწკრივეს საბრალონი და "მშრომელი ხალხის სახელით" გამოუცხადეს, უნდა დაგხვრიტოთო...

ბადრაგის უფროსმა სერგო ორჯონიკიძის ნაჩუქარი მაუზერით პირველი სწორედ მამა პანტელეიმონი ჩაცხრილა...

P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.
საკონტაქტო ტელეფონებია: 899-93-48-40; 899-54-82-29
წინასწარ გიხდით მადლობას.
ბეჭდვაელფოსტა
19.12. 2015
deme
წმინდანია!
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat