სანამ ყელს გამოსჭრიდნენ, პირჯვრის გამოსახვა უცდია, მაგრამ ვეღარ მოუსწრია...
სანამ ყელს გამოსჭრიდნენ, პირჯვრის გამოსახვა უცდია, მაგრამ ვეღარ მოუსწრია...
ძალიან ჰყვარებია ხალხს მამა მიხეილი - ქრისტიანებსაც და სხვა რჯულისებსაც. საზღვრის გადაღმა რომ ქვეყანაა, საინგილოდ წოდებული, საქართველოს დაკარგული და გათათრებული მიწა, თავადაც დიდად შეიყვარა და რაც გააჩნდა, სიყვარულითვე ამსახურა. ის კი არა, ერთადერთი ვაჟი, სემინარიადამთავრებული ნიკოლოზი, კახეთს რომ დაფუძნდა, აღარ გააჩერა: - ჩემს შვილს მანდ რა გინდა, გადმოდი და გვერდით დამიდექიო.

მართლაც გადასულა ნიკოლოზი. ცოტა ხანში ნათლობიდან დაბრუნებულს სველ ბალახზე მიუძინია, სენი აჰყოლია და მალევე გამოსცლია ხელიდან მამას...

ერთი შვილი კიდევ დარჩა მიხეილ ყულოშვილს - ალექსანდრა, რომელიც თბილისის არტილერიის სარდალს, პოლკოვნიკ კოტე ტარტარაშვილს მისთხოვდა.

მიხეილ ყულოშვილი, მამა მიხეილ ყულოშვილის ნათესავი:

- მიხეილ მღვდელი 1825 წელს დაბადებულა საინგილოში, სოფელ კაკში (კახში) (როგორც იცით, ეს ტერიტორია 1921 წლიდან აზერბაიჯანს გადაეცა და საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩა). მაშინ იქ გამაჰმადიანებული ქართველი თავადები ბატონობდნენ: ხან - ვახვახიშვილები და ხან - გურამიშვილები. იმ დროს ხალხს ერთი ქართული სახელი ჰქონდა, მეორე კი თათრული.

მიხეილ ყულოშვილს ახლობლების დახმარებით უსწავლია წერა-კითხვა, მშვენივრად ფლობდა რუსულს, აზერბაიჯანულს, სომხურს და ამ ენებზე წერა-კითხვაც შეეძლო.

საინგილოში 1858 წელს სკოლა რომ გაიხსნა, მამა მიხეილის დამსახურებაც გახლდათ. ხსენებული სკოლა, მართალია, ორკლასიანი იყო, მაგრამ, თავად განსაჯეთ, ამ ფაქტს რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მამა მიხეილმა წიგნები თავად უყიდა მოსწავლეებს, სკოლის შენობად კი საკუთარი სახლი გამოიყენა. მანვე აღადგინა იმ დროს დაქცეული კასრის საყდარი (ეს ტაძარი წმინდა სამების სახელობის გახლავთ). ამ ფაქტის შესახებ მოსე ჯანაშვილი წერს: "კასრის საყდარი არჩილ მეფემ 718 წელს ააშენა, განაახლა ამ რამდენიმე წლის წინათ, 1912 წელს, ინგილო მღვდელმა მიხეილ ყულოშვილმა".

- თუ იცით, კასრის საყდარი დღესაც არსებობს?

- სამწუხაროდ, აღარ, ნანგრევებიღაა. 1947 წელს მიწისძვრისას დანგრეულა.

ამ ტაძრის ეზოში უზარმაზარი ქვევრია, რომელსაც გვერდიდან მღვიმე აქვს. ეკლესიის ეზოდან კი მთელი საინგილო ჩანს.

კასრის საყდრის დასავლეთით ადამიანის ძვლებით სავსე დიდი აკლდამაა, რომელსაც 1940 წლამდე კარი ჰქონდა და მისი ნახვაც შეიძლებოდა. ცოტა ხანში ალბათ ტაძრის ნანგრევებიც გაქრება და მისი ნაკვალევი სამუდამოდ წაიშლება.

1918 წელს საქართველოს წარმომადგენლებმა შიშიანობის გამო დატოვეს ზაქათალის ოლქი და ამ მიწასთან კავშირი გაწყვიტეს. გზები ჩაიკეტა. სოფლიდან კი არა, საკუთარი ბინიდან გამოსვლაც სახიფათო იყო. იქაურობა მუსავატელებმა დაიპყრეს, რომლებსაც თურქი ასკერები უმაგრებდნენ ზურგს. მათი რაზმები სოფელ-სოფელ დადიოდნენ, თურქულ სიმღერებს გაჰყვიროდნენ და ხალხს თავიანთ რაზმებში ჩაწერისკენ მოუწოდებდნენ. აღარც ძარცვა-გლეჯას ერიდებოდნენ და აღარც მკვლელობას, იმუქრებოდნენ - გაგანადგურებთო. ხალხი დაიზაფრა, ბევრმა იქაურობა მიატოვა და თავს უშველა.

სწორედ ამ დროს იყო, მამა მიხეილს ხალხი რომ მოუგზავნეს - გამაჰმადიანდიო. ის კი გათათრებულ ქართულ სოფლებში დადიოდა და ხალხს აქრისტიანებდა.

მამა მიხეილს ძმისშვილი ვანო ყულოშვილი ასე იხსენებს: - მის სახლში ვიზრდებოდი. ძალიან თავმდაბალი და მოსიყვარულე კაცი იყო, ახოვანი და შეხედული. უვიცობას ებრძოდა. საექიმო საქმეც ეხერხებოდა და დახმარების გარეშე ხომ არავის გაუშვებდა.

სწორედ მამა მიხეილის დამსახურება იყო, საინგილოს სხვა პატრონებიც რომ გამოუჩნდნენ, მაგალითად, მისი სიძე, მეფის რუსეთის პოლკოვნიკი, თბილისის არტილერიის ლეგიონის უფროსი კოტე ტარტარაშვილი, ინგილო ისტორიკოსი, მოსკოვის არქეოლოგიის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი მოსე ჯანაშვილი და სხვები.

მოსე ჯანაშვილი მამა მიხეილზე წერდა: "ჭეშმარიტ მღვდელს უყვარდა თავისი სამწყსო და ერსაც უყვარდა თავისი კეთილი მწყემსიო". ასეთ კაცს რომ ეტყვი, გამაჰმადიანდიო, ცხადია, რა პასუხსაც მიიღებ.

- რა ვითარებაში გარდაიცვალა მამა მიხეილი?

- მამაოს ერთი დიაკვანი ჰყავდა. ერთ მშვენიერ დღეს მოძღვრისთვის უთქვამს: ძალიან ცუდი დროა, მამაო, ავდგეთ და საქართველოში გავიპაროთო. რასაკვირველია, უარი მიიღო. ვეღარ გაუძლო დიაკვანმა იქაურობას და კახეთს შეეხიზნა.

როგორც გითხარით, მიხეილ მღვდელს მოლები მიუგზავნეს, - ქრისტე უარყავი, გამაჰმადიანდი და სხვებიც გაამაჰმადიანეო, ის კი თავისას არ იშლიდა და ყოველდღიურად საინგილოს ხან რომელ სოფელში დადიოდა წირვა-ლოცვის აღსავლენად და ხან რომელში.

კახიდან ოც კილომეტრში არის სოფელი მარსანი. ჰოდა, ერთ დღესაც მამა მიხეილი იქ თავისი ცხენით მისულა. იმ დროს დიაკვანი უკვე აღარ ჰყოლია, ამიტომ სოფლის ეკლესიის ზარი თავად ჩამოურეკავს. ხალხი წირვაზე კანტიკუნტად გამოსულა. მამა მიხეილს უფიქრია, - მტერი აქტიურობს და ალბათ მათი აგიტაციის შედეგია მლოცველის ასეთი სიმცირეო.

ღვთისმსახურება რომ დასრულებულა, ცხენი შეუკაზმავს და შინისკენ გამობრუნებულა. მარსანის ხიდთან ერთი დაღონებული კაცი შეხვედრია, რომლისთვისაც უკითხავს, - რა შეგემთხვაო. კაცს უთქვამს, - მამა მიკვდება და იქნებ გვიშველო რამეო. ამდგარა მამა მიხეილი და დანდობილად გაჰყოლია.

სახლს რომ მიუახლოვდნენ, არავინ გამოეგებათ. მღვდელს რომ შეუნიშნავს, ეზო ცარიელი იყო, უფიქრია, - ალბათ, ავადმყოფი ძალიან მძიმედაა და იმიტომო.

დერეფანში რომ შესულა, იატაკისთვის ფეხი დაუდგამს თუ არა, ქვემოთ ჩავარდნილა, - ფიცარი აეყარათ და ზედ მზაკვრულად ფარდაგი გადაეფინათ. ამ ფარდაგიანად ჩავარდნილა სარდაფში, სადაც მოსყიდული მკვლელები დახვდნენ და ეს ახოვანი მოხუცი მყისვე შებოჭეს.

ჯერ ტკბილად ეუბნებოდნენ, - გადმორჯულდი და შენიანებიც გადმოარჯულეო, მერე კი ძალადობაზე გადასულან, მაგრამ აქაც ხელი მოსცარვიათ. ბოლოს ამდგარან და ხანჯლებით დასდგომიან, - თუ გადმორჯულდები, ხომ კარგი, თუ არადა სიკვდილს შეგამთხვევთო.

- ამ ხნის კაცი ვარ, თან მღვდელი, ადრე თუ გვიან მაინც მოვკვდები და თუ მკლავთ, მომკალით, ჩემი სული უფალთანააო...

უწამებიათ მამა მიხეილი. ბოლოს, სანამ ყელს გამოსჭრიდნენ, პირჯვრის გამოსახვა უცდია, მაგრამ ვეღარ მოუსწრია. მისი ოქროს ჯვარი კი ჯალათებს დაუმტვრევიათ და გაუნაწილებიათ...

რომ შებინდებულა, მისი გვამი სუდარაში გაუხვევიათ, ურემზე დაუგდიათ, უღრან ტყეში წაუღიათ და დიდი მუხის ქვეშ დაუფლავთ, კვალის დასაფარად კი საფლავზე ცეცხლი დაუნთიათ.

მამა მიხეილის სიძე, პოლკოვნიკი კოტე ტარტარაშვილი ვახსენე. სოფელმა შეატყობინა, მღვდლის ასავალ-დასავალი დაიკარგაო. მთელი ტყე გადაჩხრიკა ტარტარაშვილის ოცეულმა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. მერე დაიმუქრნენ - თუ სამარეს საღამომდე ვერ ვიპოვით, სოფელს გადავბუგავთო.

- როგორ მიაგნეს საფლავს?

- ბოლოს ერთ ჯარისკაცს შემთხვევით (?!) მიწაში ფეხი ჩავარდნია, დაუხედავს და... რას ხედავს! სისხლით მორწყულ მიწაშია ჩაფლული...

ერთი სიტყვით, სამხედროებმა ამოთხარეს მამაოს ცხედარი, დიდი პატივით გადმოასვენეს და კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში მიაბარეს მიწას.

უკანასკნელ გზაზე, 9 კილომეტრიან მანძილზე, მამა მიხეილს მთელი საინგილო გაჰყვა - ქრისტიანიც და არაქრისტიანიც. გულიდან ამოტანილი დიდი სიყვარული ცრემლად დაადინეს 93 წლის მოძღვარს.

P.S. მკითხველს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე. საკონტაქტო ტელეფონებია: 899-93-48-40; 899-54-82-29
წინასწარ გიხდით მადლობას.
ბეჭდვაელფოსტა
06.07. 2019
ქათმისხეველი
მიხეილ ყულოშვილის მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ,ქრისტიანი ინგილოებს ბევრჯერ უცდიათ შური ეძიათ მუსავატების წარმომადგენელ მოლებზე. რომელიც განახორციელეს კიდეც. ასევე შეიტყუეს მოლა ავადმყოფს "წიგნი" დაუწერეო,სოფლამდე სანამ მიიყვანდნენ გზად მინდორში ხეზე ჩამოკიდეს შემდეგ ამ მინდორს "ჩამოკიდული მოლას" მინდორი დაერქვა.
05.07. 2016
ნინო
ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვისურვებდი, ბევრი ყოლოდეს საქართველოს ასეთი პატრიოტები.
05.07. 2016
თენგო
მისი სული ნათელში ამყოფოს უფალმა! ასეთი ქრისტიანების მადლით და ლოცვით თუ გადარჩება საქართველო, თორებ ახლანდელ თაობას სულ სხვა ფასეულობები(მაპატიეთ, არაფასეულობები) აქვთ...
08.07. 2015
დათო
ნათელში ყოფილიყოს მამა მიხეილის სული.ამინ!
05.07. 2015
ლაშა
ყველა ქართველს ვენაცვალე სულსა და გულში ერისა თუ ბერის წარმომადგენლებს ვინც მართლა ასრულებდა და მომავალში შეასრულებს ილია მართლის მცნებას ენა მამული სარწმუნოება
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat