საკუთარი სიცოცხლის ფასად დაამოწმეს ჯვარცმული ღმერთის რწმენა ევსტათი პლაკიდამ და მისი ოჯახის წევრებმა.
ევსტათიმ სამსახურზე ხელის აღება და ოჯახთან ერთად იმ მხარეში გადასახლება გადაწყვიტა, სადაც თავის რწმენას თავისუფლად აღიარებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვიდრე განზრახვას განახორციელებდა, ოჯახის წევრებიც დაკარგა და ქონებაც. თავს დატეხილ უბედურებას ევსტათიმ რწმენის წყალობით გაუძლო, რისთვისაც უფალმა დააჯილდოვა - ოჯახიც იპოვა და სამეფო კარზე მდგომარეობაც დაიბრუნა. ერთხელ, დიდი გამარჯვების შემდეგ, მეფემ იგი მსხვერპლის შესაწირად ტაძარში მიიწვია, რაზეც უარი მიიღო.
იმპერატორი გააოცა ევსტათის უმადურობამ ღმერთების მიმართ, რომელთაც მას ოჯახის წევრებიც აპოვნინეს და მტრებზე სახელოვნად გაამარჯვებინეს. პასუხად პლაკიდამ აუხსნა, რომ იგი მადლობას ჭეშმარიტ ღმერთს, ქრისტეს სწირავდა და უსულო კერპების სამსახური და თაყვანისცემა არ შეეძლო. ევსტათიმ, მისმა მეუღლემ და შვილებმა წამებულის გვირგვინები დაიდგეს და სამუდამო სასუფეველი დაიმკვიდრეს.
ზურაბ მანწკავას ხატი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი