casino siteleri 2023
ღირსმოწამე თეოფანე (+1588) - 08 ივნისი (21 ივნისი) - კარიბჭე
ღირსმოწამე თეოფანე (+1588) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ღირსმოწამე თეოფანე (+1588) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ქრისტეს ეს რჩეული XVI საუკუნეში ცხოვრობდა, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, სოფელ ზაპანტში იშვა და ნათლობისას სახელად თეოდორე მიიღო.

სიჭაბუკეს რომ მიაღწია, მშობლებმა კერვის შესასწავლად კონსტანტინოპოლს გაგზავნეს, მაგრამ პატრონი ისე ცუდად ექცეოდა, იქიდან გაიქცა.

ერთხელ ქალაქში სულთნის ვაჟის წინადაცვეთასთან დაკავშირებით სახალხო სეირნობა მოაწყვეს, რომლის დროსაც თეოდორემ უნებურად თავის რწმენაზე უარი თქვა, რის შემდეგაც სულთნის სასახლესთან არსებულ იანიჩართა სკოლაში, ბავშვთა კორპუსში მიიღეს.

საღვთისმეტყველო საკითხთა შესწავლისას სინდისის ქენჯნა იგრძნო, ხოლო როდესაც ამის ატანა ვეღარ შეძლო, ყოვლადწმინდა სამებას და ღვთის დედას უხმო და იქაურობა დატოვა.

მრავალი ადგილი მოვლო, სანამ იმ ადამიანს არ იპოვიდა, ვინც ჭეშმარიტ გზაზე დაადგენდა და ჰპოვა კიდეც ვენეციაში მცხოვრები ფილადელფიის ბრძენი მიტროპოლიტის, გაბრიელის სახით.

მეუფემ დამოძღვრა, ბერად თეოფანეს სახელით აღკვეცა და მძიმე ცოდვის გამოსასყიდად იქ ურჩია დაბრუნება, სადაც ქრისტე უარყო, რომ საჯაროდ დაემოწმებინა თავისი მოქცევა.

საღვთო შურით აღვსილი თეოფანე მაშინვე დაბრუნდა კონსტანტინოპოლს, რამდენიმემ მაშინვე იცნო, თუმცა, საჯარო აღსარებისათვის შესაფერისი დრო მაინც ვერ პოვა.

ათენს სამი დღის განმავლობაში ცრემლით ილოცვიდა, შემდეგ იქაურ მსაჯულს წარუდგა და აღიარა, - ქრისტიანი ვიყავ, ჩემს ღმერთს განვუდექი, შემდეგ კი შევინანე და კვლავ გავქრისტიანდიო, მაგრამ, მისდა გასაოცრად, მსაჯულმა მაშინვე გააგდო.

მაშინ სხვა, სისასტიკით განთქმულ მსაჯულს წარუდგა, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, მანაც ბრძანა, - ახლავე აქედან გააგდეთო და სასჯელად ოდენ ექვსასი მათრახი აკმარა.

ათონს რომ მიადგა და იქაურ მამებს თავისი განაზრახი გაუმხილა, მათგან მხარდაჭერა მიიღო, კონსტანტინოპოლს დაბრუნდა და სულიერი მოძღვრის, ექვთიმესა და მამათაგან განმტკიცებულმა საჯაროდ დაამოწმა თავისი რწმენა და მოწამებრივი აღსასრულისთვის მოემზადა.

თეოფანეს აღიარებით განრისხებულმა მსაჯულმა სასჯელად ჯერ შვიდასი მათრახი განუწესა, შემდეგ - ციხეს უკრა თავი.

საპყრობილის მცველები შეურაცხყოფდნენ და დასცინოდნენ, - აბა, ჩვენთვის სასწაული მოახდინეო, ის კი სამი საათის მანძილზე, ვითარცა სვეტი, გაუნძრევლად იდგა და ლოცულობდა, ხოლო ოდეს წარმოთქვა: - ამინ! - მიწა იძრა, საპყრობილის საძირკველი შეირყა, თეოფანე კი ერთიანად დაბზარულ კედლებში შემოღწეულმა უჩვეულო ნათელმა მოიცვა, - ხელნი ზეცად აღეპყრო, ფერხთაგან ბორკილები დასცვენოდა და ანგელოზებრივი იერი მიეღო...

მაშინ კი შეშინდნენ მცველნი, მის ფეხებთან განერთხნენ, პატიება სთხოვეს და მათგან ზოგი მოინათლა კიდეც.

როგორც კი ამ ამბავმა უმაღლეს ხელისუფალთა ყურამდე მიაღწია, პრეფექტმა მაშინვე უხმო თეოფანეს და ათასგვარი დაპირებით ეცადა მის გადმობირებას, თუმცა, თეოფანემ, რომელმან წამებაი იგი მაცხოვნებელი შეიტკბო, მტკიცედ იუარა.

მაშინ კი გაუწყდა მოთმინების ძაფი პრეფექტს და მისი წამება ბრძანა: - ჯერ ჯვრისებრად ამოაჭრევინა ზურგსა და მკერდზე კანი, შემდეგ უნაგირს მიალურსმეს და ასე ატარეს ქუჩა-ქუჩა.

სასჯელის აღსრულების ადგილას ჯალათებნა გააშიშვლეს და კაუჭზე ისე ჩამოკიდეს, ბრბომ კი - ქვათა სროლა და სარებით გვემა უწყო.

თეოფანე კი კვლავ ადიდებდა და ჰმადლობდა უფალს და შესთხოვდა, უსჯულოთა მოსაქცევად სასწაული მოევლინა.

ლოცვა დასრულებული არ ჰქონდა, საიდანღაც მტრედის მსგავსი, სპეტაკი ფრინველი რომ გამოჩნდა და ნეტარს თავზე დააჯდა, გული ღვთაებრივი ნუგეშით და სიხარულით აღუვსო და ტკივილი განუქარვა.

ამის მხილველმა მრავალმა მოწმემ წამოიძახა:

- ჭეშმარიტად ღმერთია ის, ვისაც თეოფანე ესავს!

მოსაღამოვდა და მარტვილმა დაიძახა:

- მწყურის!

- ჩვენს რწმენაზე გადმოდი და წყალსაც ეღირსები!

- მე ქრისტე დამარწყულებს, თქვენი მოქცევა მწყურის!

დაღამდა და საშინელმა ქუხილმა გაანათა მარტვილის სხეული. მის ირგვლივ შემოჯარულთაგან მრავალმა ირწმუნა ქრისტე, რამაც ისე გაამწარა დანარჩენი თურქნი, ნეტარს მისცვივდნენ და წვერწამახული საგნებით უწყეს გვემა, ხოლო როდესაც თვალნი დასთხარეს, წმინდა თეოფანემ სული უფალს შეჰვედრა.

ეს ამბავი 1588 წლის 8 ივნისს მოხდა.

ქრისტიანებმა თეოფანეს სხეული გამოისყიდეს, ხოლო ის მიწა, სადაც მისი წმინდა სისხლი დაეპკურა, სასოებით შეკრიბეს. წმინდა ნაწილთა და ამ მიწის მეოხებით მრავალი სასწაული და კურნება აღსრულდა.

ხოლო მარტვილის მტანჯველებმა ღვთისგან დამსახურებული სასჯელი მიიღეს: - მათგან ზოგმა თვალის ჩინი დაკარგა, ზოგი - ჭკუიდან შეიშალა და ზღვაში ჩაიხრჩო, სხებს კი - ხელები გაუხმა.

იმათ კი, ვინაც შეინანა და საშველად ნეტარს მოუხმო, განმრთელდნენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
02.09.2023
წმინდა ათანასე XVIII საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა და წარჩინებულ და კეთილმსახურ ქრისტიან მშობელთა შვილი გახლდათ.
07.07.2023
წმინდა მოწამე ელისაბედი ჰესენ-დერმშტადტის ჰერცოგ ლუდვიგ IV-ისა და პრინცესა ალისას (ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილის) მეორე შვილი გახლდათ.
07.07.2023
წმინდა კვიპრიანე XVII საუკუნეში ცხოვრობდა, წარმოშობით საბერძნეთის გულიდან, სოფელ კლიცოსიდან გახლდათ.
14.06.2023
ქრისტესთვის წამებულნი, გამოიცდებოდნენ რა ცეცხლით, მახვილითა და მრავალგვარი სატანჯველით, თავიანთი მოწამებრივი სიკვდილით ღმერთს ადიდებდნენ,
14.06.2023
წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი დაიბადა დაახ. 1592 წელს, იგი ქართლის მეფე გიორგი X-ის უფროსი ვაჟიშვილი იყო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri