წმინდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსი (+821) - 23 მაისი (5 ივნისი)
წმინდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსი (+821) - 23 მაისი (5 ივნისი)
წმინდა მიქაელ აღმსარებელს, სინაიდელ ეპისკოპოსს ეკლესია ძველი სტილით 23 მაისს (ახალი სტილით 5 ივნისს) იხსენიებს. მიქაელი ჯერ კიდევ ყრმა ესწრაფოდა მონასტრულ ცხოვრებას. ღირსი მიქაელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროს ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო პავლე - კეთილი, მაგრამ უნებისყოფო ადამიანი, რომელიც ყველაფერს უთმობდა ხატთმბრძოლ იმპერატორს, ლეონ II, კოპრონიმოსის ძეს. იგი სინდისის ქენჯნას განიცდიდა, ამიტომ მიატოვა პატრიარქის ტახტი და ღარიბულ სენაკში დასახლდა. იმპერატორი ლეონ II მამისა და პაპის მსგავსად განაგრძობდა მორწმუნეთა დასჯას, მონასტრების ნგრევას, სახლების ჩხრეკას და გადამალული ხატების წვას; ცეცხლში ყრიდნენ წიგნებსაც, რომლებშიც რაიმე ხატს იპოვნიდნენ. საბედნიეროდ, ლეონი სულ ხუთი წელი იყო იმპერატორი, მემკვიდრის მცირეწლოვნების გამო მმართველობა გადავიდა მისი ქვრივი დედოფლის - ირინეს ხელში, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა. ირინეს ამაო ხვეწნას - ემართა ეკლესია, ყოფილი პატრიარქი პავლე პასუხობდა, რომ უნდოდა მთელი სიცოცხლე ლოცვასა და სინანულში გაეტარებინა. მისი აზრით, ხატთმბრძოლობითა და დასავლეთთან ქიშპობით არეულ ეკლესიაში მშვიდობის აღდგენის ერთადერთი საშუალება მსოფლიო კრების მოწვევა იყო. მანვე ურჩია, პატრიარქად დაედგინათ ტარასი, სულის სიმტკიცითა და ღვთისმოშიშებით ცნობილი საერო მოხელე. ტარასი დიდხანს უარობდა, ბოლოს დაემორჩილა საერთო სურვილს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ მოიწვევდა მსოფლიო კრებას. "მე ვხედავ დარღვეულ და განყოფილ ეკლესიას ღვთისას; ვხედავ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ქიშპობას, ურთიერთმტრობას ნაცვლად მშვიდობითა და სიყვარულით ერთობისა", - ამბობდა იგი. წმინდანმა მოკლე ხანში გაიარა იერარქიის ყველა საფეხური და 784 წელს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა.

სწორედ პატრიარქმა ტარასმა მიქაელი გაგზავნა შავი ზღვის ნაპირზე მდებარე მონასტერში. მასთან ერთად მონასტერში მოვიდა წმინდა თეოფილაქტე, ნიკომიდიის მომავალი მღვდელმთავარი. ორივე ბერი მხურვალედ მოღვაწეობდა მონასტერში. მათ მოშურნე ცხოვრებისათვის უფლისგან მადლი მიიღეს. ერთხელ, მკის დროს, წმინდა ბერთა ლოცვით ცარიელი ჭურჭელი წყლით აივსო.

მონასტერში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ პატრიარქმა წმინდა მიქაელი - სინადის ეპისკოპოსად, წმ. თეოფილაქტე კი - ნიკომიდიის ეპისკოპოსად აკურთხა. მიქაელი მთელი გულით შეიყვარა მისმა სამწყსომ. 787 წელს წმინდა მიქაელი ესწრებოდა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებას. კრებამ წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ნაწერებზე დაყრდნობით უარყო ხატმბრძოლობის ერესის ყველა დებულება და დაადგინა ხატთა თაყვანისცემა; ჯეროვანია "პატივი მივაგოთ წმინდა ხატებს და თაყვანი ვცეთ მათ არა როგორც ღმერთს, არამედ როგორც ღვთისა და მისი წმინ-დანების გამოსახულებას.

ბიზანტიის საიმპერატორო ტახტი ლეონ სომეხმა (813-820) დაიკავა და საშინელმა ერესმა ახალი ძალით იფეთქა. იმპერატორზე გავლენა ვერ მოახდინა წმ. ტარასის შემცვლელმა წმინდა ნიკიფორემ, რომელიც ეპისკოპოსებთან ერთად არწმუნებდა იმპერატორს, არ დაერღვია ეკლესიის სიმშვიდე. იმპერატორმა კათედრებიდან განდევნა მართლმადიდებელი მღვდელმთავრები და მათ ადგილზე დაადგინა თავისი თანამოაზრე მწვალებლები. ლეონი ყველა ღონისძიებას მიმართავდა ხატთმბრძოლობის აღსადგენად, მოიწვია თავის მომხრეთა კრება, 814 წელს გააუქმა მსოფლიო კრების განჩინებანი და ისევ შეავიწროვა ხატთა თაყვანისმცემლები.

ლეონ სომეხმა წმინდა მიქაელ ეპიკოპოსის დასჯა გადაწყვიტა, მან კი უპასუხა: "თაყვანს ვსცემ წმინდა ხატებს მაცხოვრისა ჩემისა იესო ქრისტესი და დედისა მისისა, ყოვლადწმინდა ქალწულისა და ყოველთა წმინდათა. ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, ვერ გავასვენებ ტაძრიდან წმინდა ხატებს". ლეონ სომეხმა წმინდა მიქაელი ევდოკიაში გადაასახლა, სადაც აღესრულა 821 წელს. წმინდა მიქაელის თავი ინახება ათონის წმინდა ათანასეს ლავრაში, წმინდა ნაწილები კი - ივერთა მონასტერში.

წმინდა მიქაელ აღმსარებლის, სინაიდელი ეპისკოპოსის კონდაკი

კონდაკი

ვითარცა მღვდელმთავარი ყოვლადპატიოსანი და ღმრთისმსახურებისა მღვდელმოწამე, ზახებასა ბოროტად მადიდებელთასა არა შეშინდი და მწვალებლობისა მისისა წინააღმდგომობასა სძლიენ, და ტკბილად ხმითა მაღალად ღაღად-ჰყავ და სთქუ: თაყვანს ვცემ ხატსა ქრისტესსა და ყოვლადწმინდისა დედისა მისისასა; ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, მიქაელ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat