წმინდა დიმფნა ირლანდიის წარმართი მეფის ასული იყო, რომელიც ქრისტიანმა დედამ ჩუმად მონათლა.
ქალიშვილმა მთელი გულით შეიყვარა ქრისტე და უმანკოების აღთქმა დადო. როცა დიმფნა 15 წლის გახდა, დედა გარდაეცვალა. მამამ ძალზე იდარდა ცოლის სიკვდილი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. მსახურები მეფის შესაფერის სარძლოს დიდი ხანი ეძებდნენ, ბოლოს მოახსენეს, შენს სამეფოში ასეთი ქალწული მხოლოდ შენი ქალიშვილიაო. გონარეულმა მეფემ საკუთარი ქალიშვილის ცოლად შერთვა მოინდომა. ეს რომ დიმფნამ შეიტყო, თავის მოძღვართან, მღვდელ გერებერნთან ერთად მატერიკისკენ გაიქცა. როცა ქალიშვილის გაუჩინარება გაიგო, მეფე მეომრებთან ერთად დაედევნა. დღევანდელი ანტვერპენის სიახლოვეს, სოფელ გეელთან წამოეწივნენ, შეიპყრეს. როცა წმინდა დიმფნამ უარი განუცხადა ბილწი სურვილის შესრულებაზე, მათ ორივეს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა დაახლოებით 620-სა და 640 წლებს შორის, 15 მაისს. მალე წმინდა ქალწულმოწამის საფლავზე მრავალი სასწული აღესრულა. განსაკუთრებით სულიერად ავადმყოფებს შეეწეოდა წმინდა დიმფნა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი