წმინდა ბარბაროსი (ავაზაკყოფილი, +362) - 15 მაისი (28 მაისი)
წმინდა ბარბაროსი (ავაზაკყოფილი, +362) - 15 მაისი (28 მაისი)
ერთი გარდამოცემით, წმინდა ბარბაროსი IV საუკუნეში ცხოვრობდა, იგი რომის არმიის მეომარი იყო. მან უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, რისთვისაც ის აწამეს. წმინდა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყველა ტკივილისგან სასწაულებრივად განკურნა, რამაც დიდად იმოქმედა ორ მეომარზე კალიმახსა და დიონისეზე - მათ ქრისტე აღიარეს, რისთვისაც თავები წარკეთეს. წმინდა ბარბაროსი მეორე დღეს აწამეს ჯერ ბორბალით და შემდეგ ცეცხლით, ბოლოს კი ქალაქ მეფონში 362 წლის 8 მაისს თავი წარკვეთეს.

ახლა კი წმინდა ბარბაროსის ცხოვრების სხვა ვერსიას გაგაცნობთ: კონსტანტინე აკროპოლიტი (XIV ს.) მოგვითხრობს: "წმინდა ბარბაროსი დაიბადა VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ აფრიკის მუსლიმანურ ოჯახში. ტომით არაბი მუსლიმანური არმიის წევრი იყო, ნიკოპოლზე ლაშქრობაშიც მონაწილეობდა, ქრისტიანებს ხოცავდა. მაჰმადიანთა არმია მაშინ დამარცხდა, ბევრი დაიხოცა, ზოგმა თავს გაქცევით უშველა. ერთი მათგანი ვენახში ჩაიმალა. როცა სამალავიდან გამოვიდა, თავის გაქცეულ ჯარს ვერ დაეწია, დარჩა მტრის მიწაზე და ავაზაკობდა. დაძრწოდა, ძარცვავდა და ხოცავდა მარტოხელა ქრისტიან მგზავრებს. იმ მხარის ხალხი დაშინებული ჰყავდა. ასე გაგრძელდა ერთხანს. მისი ფანატიზმი (როგორც ისლამის ჯარისკაცისა) ერთგვარად დაცხრა. ერთხელ ეთოლიის მხარეში ბარბაროსი შევიდა წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლის მოსაკლავად. წირავდა ნიკოპოლელი მღვდელი იოანე. ალაჰის მარტოხელა, სიძულვილით აღსავსე მეომარი კუთხეში მომწყვდეული მხეცივით იდგა მტრის მიწაზე, ტაძარში და წირვის დამთავრებას ელოდა... ამ დროს უფალმა სასწაული მოახდინა, ბარბაროსს აეხილა სულიერი თვალნი და დაინახა ბრწყინვალე ანგელოზები, რომლებიც მთელი დიდებულებით მსახურებდნენ მღვედლთან ერთად, ის რომ მოკვლას უპირებდა. განცვიფრებული ავაზაკი მუხლებზე დაემხო, წირვის დასრულების მერე მივიდა მღვდელთან, აღიარა ჩადენილი ცოდვები და მონათვლა სთხოვა. მამა იოანემ შეუსრულა სურვილი.

ქრისტიანმა ავაზაკყოფილმა მთებს მიაშურა, იქ მარტოდმარტომ თორმეტი წელი დაჰყო, გაურბოდა მოსახლეობასთან ურთიერთობას. მარხვაში, ლოცვასა და სინანულში განლევდა დღეებს. ეპიტიმიის სახით კისერსა და ხელ-ფეხზე ჯაჭვი მოიდო. "ამგვარი სახით, სინანულის ღვაწლით ცხოვრობდა მთებში, ბალახს ძოვდა, დაითმენდა სიცხეს და სიცივეს, მხეცივით მიწაზე ოთხით დადიოდა". დასტიროდა საკუთარ ცოდვებს და თავის მიერ ქრისტიანთა დაღვრილ სისხლს სინანულის ცრემლით აღხოცდა.

მიუხედავად ამხელა ღვაწლისა, წმინდანს მაინც ქრისტესთვის მოწამეობა ენატრებოდა, მაგრამ ის ხომ ქრისტიანებს შორის ცხოვრობდა, როგორ აისრულებდა სურვილს!

ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება. ერთხელ, გვიან ღამით ნიკოპოლელი მონადირეები ღამის გასათევად შეჩერდნენ. შორიდან თვალი მოჰკრეს უცნაურ "მხეცს". ისარი ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. ღიმილი დასთამაშებდა მომაკვდავს სახეზე. მან შეუნდო თავის უნებურ მკვლელებს, რომლებიც მწარედ სტიროდნენ თავიანთ შეცდომას.

მოგვიანებით მისმა სულიერმა მამამ ამოიცნო წმინდა ბარბაროსი, მისი ცხედარი ეკლესიაში გადაასვენეს. მალე უხვად წარმოადინა სასწაულმოქმედი და კურნებისმომნიჭებელი სურნელოვანი მირონი. წმინდანის ცხოვრების აღმწერელს, კონსტანტინე აკროპოლიტის პატარა ქალიშვილი სნეულებისგან წმინდა ბარბაროსის სხეულიდან წარმოდენილმა მირონმა განკურნა. წმინდა ბარბაროსი ჩრდილოეთ საბერძნეთში, კელის მთების სავანეში განისვენებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat