წმინდა მარკოზი დაიბადა და გაიზარდა კუნძულ კრეტაზე. დედა კრეტელი ჰყავდა, ხოლო მამამისი ანდრია კუნძულ ზაკინთოსიდან იყო.
დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და ის მამას სმირნაში გაჰყვა. მამა სასტიკად ეპყრობოდა, მისი მდგომარეობა თურქებმა გამოიყენეს, დაიყოლიეს და ისლამი მიაღებინეს, მუსტაფა უწოდეს. ოთხი წლის შემდეგ მარკოზი სინანულში ჩავარდა, და კუნძულ ზაკინთოსზე გაიქცა, იქიდან კი კრეტაზე ჩავიდა, სადაც მან გარკვეული ხანი მარხვასა და ლოცვაში დაყო. მერე კი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც ის ბრძენმა მოძღვარმა მელეტი სირიგამ დაარიგა. ყმაწვილი სმირნაში ჩავიდა, რათა მოწამეობის ღვაწლით აღეხოცა ქრისტეს რწმენის ღალატი. მან საჯაროდ აღიარა თავი ქრისტიანად. იგი შეიპყრეს და ათასგვარი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1643 წელს, მაშინ 17 წლის იყო. წმინდანის სხეული წმინდა ფოტინეს ტაძარში დაასვენეს და შემდგომ მისგან მრავალი სასწაული აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი