წმინდა მოწამე ისიდორე ქიოსელი (+251) - 14 (27) მაისი
წმინდა მოწამე ისიდორე ქიოსელი (+251) - 14 (27) მაისი
იმპერატორ დეციუსის (მეფ: 249-251 წწ.) მეფობის პირველსავე წელს გამოიცა ბრძანება რომის მთელ იმპერიაში აღერიცხათ მეომრები და შეეკრიბათ.

აღმრიცხველნი იმ კუნძულზეც მივიდნენ, სადაც წმინდა ისიდორე ცხოვრობდა. ისიდორე წარმოშობით ალექსანდრიიდან იყო, მეტად ძლიერი აღნაგობის და მტკიცე სულის ადამიანი. ქრისტიანობას განუხრელად იცავდა, ამიტომ მისთვის უცხო იყო ამ ქვეყნის ამაოება და ყოველგვარი ბიწიერება. ისიდორე სარდალ ნუმერიუსის არმიაში ჩარიცხეს.

ცოტა ხანში იმპერატორმა ახალი ბრძანება გამოსცა - ყველა ქრისტიანს რომაელების ღმერთები უნდა ეღიარებინა. მოწინააღმდეგეებს სასტიკად აწამებდნენ. განსაკუთრებულად მეთვალყურეობდნენ მეომრებს.

ერთმა ასისთავმა, სახელად იულიუსმა, თავადს მოახსე¬ნა, ისიდორე ქრისტიანიაო. თავადმა მაშინვე მისი მიყვანა ბრძანა:

- რა გქვია? - ჰკითხა მან ჭაბუკს.

- ისიდორე, - იყო პასუხი.

- ეს შენ არ ემორჩილები იმპერატორის ბრძანებას და ღმერთებს მსხვერპლს არ სწირავ?

წმინდა ისიდორემ უპასუხა:

- ვინ არიან თქვენი ღმერთები, რომ მე, ქრისტიანმა, მათ მსხვერპლი შევწირო? განა კერპები ყრუ, ბრმა და უგრძნობი ქანდაკებები არ არიან?

- ამისთვის სიკვდილით დასჯას იმსახურებ, - განრისხდა თავადი.

წმინდანმა თქვა:

- უფლის გულისთვის მზად ვარ ნებისმიერი ტანჯვისთვის. მისთვის სიკვდილისაც არ მეშინია, რადგან ისურვა იმ წამებულების რიცხვს შევუერთდე, რომლებიც ჩემამდე შეეწირნენ მის წმინდა სახელს. მჯერა, რომ ყველა, ვისაც კი მისი სწამს და სჯერა, არასოდეს მოკვდებიან, რადგან თავად უფალმა ბრძანა: "ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს" (იოან. 6:47), "მე აღდგომა ვარ და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს" (იოან. 11:25).

- შესწირავ თუ არა მსხვერპლს ღმერთებს? - იკითხა თავადმა.

წმინდანმა უპასუხა:

- თუნდაც მომკლათ, ჩემს სულს ვერ დაიმორჩილებთ. ამიტომ მაწამეთ, თუ გსურთ, რადგან არ უარვყოფ უფალს, სანამ პირში სული მიდგას.

- ერთხელ მაინც შესწირე მსხვერპლი და მეფის ბრძანებას დაემორჩილე, შემდეგ ისე მოიქეცი, როგორც გსურდეს.

ისიდორემ უთხრა:

- არ იფიქრო, წარმართო, რომ შენი მზაკვრობით მომატყუებ. ის, ვინც თუნდაც ერთხელ უარყოფს ქრისტეს, მის ერთგულ მონად არ იწოდება. "მცირედში ერთგულნი ბე¬ვრშიაც ერთგულია" (ლუკ. 16:10), აზრადაც არ გავივლებ უფლის ღალატს.

თავადმა უთხრა:

- შენს სასარგებლოდ გეუბნები. დამიჯერე. თუ არ შეისმენ ჩემს რჩევას, მანამდე გაწამებ, სანამ ჩვენს ღმერთებს არ აღიარებ.

შემდეგ ოთხ მეომარს მისი უმოწყალოდ ცემა უბრძანა:

მეომრები მას რომ სცემდნენ, ვიღაცამ დაუყვირა:

- ისიდორე, დამორჩილდი იმპერატორის ნებას, თუ არ გინდა, რომ სული ტანჯვით ამოგხდეს.

წმინდანმა უპასუხა:

- მე მხოლოდ ჩემი ღმერთის ნებას ვემორჩილები. მას არ უარვყოფ და არც მისგან ვიქნები უარყოფილი საშინელი სამსჯავროს წინაშე.

თავადი დიდხანს ცდილობდა მის გადაბირებას ხან მუქარით, ხანაც ტკბილი სიტყვით, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა წამოიყვირა:

- ვუბრძანებ, ენა ამოგაძრონ.

წმინდანმა უპასუხა:

- თუნდაც ენა ამომაძროთ, ჩემი ბაგეები მაინც შეძლებენ უფლის სახელის ხსენებას.

მართლაც ამოაძვრეს ენა, თუმცა, წმინდანი მაინც მკაფიოდ ადიდებდა ჭეშმარიტ უფალს, იესო ქრისტეს. თავადი შიშით მიწაზე დავარდა და დამუნჯდა. როდესაც ფეხზე წამოაყენეს, ერთ სიტყვასაც ვეღარ ამბობდა და სათქმელს ხელების ქნევით გამოხატავდა. ბოლოს ფურცელი ითხოვა და დაწერა:

- ვბრძანებ, ისიდორეს თავი მოჰკვეთონ, რადგან იმპერატორის ბრძანებას არ დაემორჩილა.

მისი ბრძანება რომ გამოაცხადეს, გახარებულმა წმინდანმა თქვა:

- გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, რომ შენი მადლის გარეშე არ დამტოვე. დიდება შენდა ღმერთო! შენ გაქებ, რომელმაც გამინათე გონება და მომანიჭე მეტყველება შენს სადიდებლად!
ჯალათმა წამებული დასასჯელად წაიყვანა. წმინდა ისიდორე სიხარულით მიჰყვებოდა მას. შემდეგ ზეცას ახედა თავისი ნათელი სახით და თქვა:

- უფალო ჩემო! გმადლობ, რომ შენი წყალობით მიმიღებ ცათა სასუფეველში.

იმ ადგილას რომ მივიდნენ, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯათ, წმინდანმა ჯალათს ლოცვის ნებართვა სთხოვა.

დიდხანს ილოცა და თავი მორჩილად დახარა. წმინდა ისიდორე სიკვდილით დასაჯეს იესო ქრისტეს აღიარებისთვის, რომელიც ჩვენთვის, ცოდვილთათვის ჯვარს აცვეს.

წმინდანის სხეული ძაღლებს მიუგდეს. ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, ამონმა, რომელიც ჩუმად აღიარებდა ქრისტეს სჯულს, წმინდა მოწამის სხეული მალულად დაკრძალა სხვა მოწამე ძმების გვერდით. ამონმა მოგვიანებით წმინდა ისიდორეს მსგავსად მოწამის გვირგვინი დაიდგა. წმინდა ისიდორეს ნაწილები ერთმა ქრისტიანმა ქალმა, სახელად მიროპიამ, რომელიც ეფესოდან ჩამოვიდა, სათუთად შეინახა და როდესაც ქრისტიანების დევნა შეწყდა, წმინდა ისიდორეს სახელზე ტაძარი აშენდა, სადაც მისი წმინდა ნაწილები დააბრძანეს და მისი შეწევნით მრავალი ადამიანი განიკურნა სენთაგან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat