ეს წმინდა მამა ანტიოქიის სიახლოვეს დიოკლეტიანეს დევნისას იღვწოდა და იმგვარ სიწმინდეში ჰგიებდა, ღვთისგან უხვად ებოძა სულიერი ტალანტნი
და წინასწარმეტყველ ილიას (ხსენება 20 ივლისს) მსგავსად ყორანნი ასაზრდოებდნენ.
ხანი გამოხდა და ერაზმმა, ღვთის ჩაგონებით, მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა, სხვადასხვაგან იარებოდა და სახარებას საკუთარი სიტყვითაც ქადაგებდა და სასწაულთქმედებითაც.
მაკედონის ქალაქ ოჰრიდში მან მიცვალებული ყრმა და მამამისი აღადგინა, შემდეგ კი - მონათლა. მათთან ერთად წმინდა ნათლობა მრავალმა იქაურმა მიიღო, შემდეგ წარმართული კერპნი დაამხო და შვიდდღიანი ქადაგების შემდგომ ქვეყნის ყველა მკვიდრი მოაქცია.
სწორედ ამ დროს იმ მიწაზე ავადსახსენებელმა მაქსიმიანემ გამოიარა, რომელსაც მსწრაფლ მოახსენეს, - ვინმე ანტიოქიელმა ქრისტიანმა მთელი მაკედონია გადაიბირა და გააქრისტიანა, კერპნი კი დაამხოო.
მტარვალმა მისი შეპყრობა ბრძანა და ჰკითხა:
- მაინც, რომელ ღმერთს მსახურებო?
მაგრამ ერაზმი დუმდა. მაშინ სასტიკი გვემა უწყეს, რის შემდეგაც იკითხა:
- მაინც რომელი ღმერთის მსახურება მმართებსო?
მაქსიმიანემ ზევსის ტაძარში მიიყვანა და მისი უზარმაზარი გამოსახულება უჩვენა, რომელიც მაშინვე დაიმსხვრა, როგორც კი ერაზმის მრისხანე მზერა მოხვდა, იქიდან კი უზარმაზარი გველი გამოცურდა.
ხოლო როდესაც წმინდა მამამ ქვეწარმავალი განგმირა, მრავალი, გადმოცემით - 20 000, სხვა წყაროს ცნობით კი - 7 000 წარმართი მოაქცია.
გარკვეული ხნის შემდგომ ერაზმი შეიპყრეს, ახლადმოქცეულნი კი სიკვდილს მისცეს.
წმინდა მამას რკინის გავარვარებული პერანგი ჩააცვეს, მაგრამ, ღვთის წყალობით, თავს ისე გრძნობდა, თითქოს გრილი და მსუბუქი კვართი შეუმოსავსო.
მთავარანგელოსმა მიქაელმა ერაზმი სასწაულებრივად დაიხსნა ჯურღმულიდან და კამპანიის ქალაქ ფორმიაში მიიყვანა, სადაც მისმა ღვაწლმა მრავალი სული მოაქცია.
როდესაც ამქვეყნიდან განსვლის ჟამი დაუდგა, პირი აღმოსავლეთით იქცია და უფალს სამგზის შესთხოვა, ვინც მის ხსოვნას მომავალში პატივს მიაგებდა, ყველასთვის მიეტევებინა შეცოდებანი.
ზეცით მანათობელი გვირგვინი დაეშვა ანგელოსთა დასით, რომელთაც წმინდა მამა უფლის საყდართან მიაცილეს.
წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი