დიოკლეტიანეს ჟამინდელი დევნისას (303 - 305 წლები) ასიის პროვინციას იულიუს სექსტუს ელიანუსი მართავდა,
რომელმაც წარმართ ქურუმთ, აგრიპინასა და კლიმენტის დაავალა, ქალაქის ქრისტიანებისთვის ძალით შეეჭმია ჰერასა და ჰელიოსის ნაკერპავი.
ქურუმებმა ჯერ ეპისკოპოსი ალბიანე შეიპყრეს და ნაკერპავის მიღება უბრძანეს, რათა მისი მაგალითისთვის სხვა ქრისტიანებსაც მიებაძათ. მათ კითხვაზე, თუ ვინ იყო იგი, ალბიანემ უპასუხა:
- ანიელთა მწყემსმთავარი ვარ, ქრისტიანი და თქვენი ნაკერპავის მიღებას სიკვდილი მიჯობსო!
მაშინ უსჯულო მბრძანებელმა მისი ტანჯვა ბრძანა, - ჯალათებმა ზურგსა და მუცელში გავარვარებული რკინის წკირები გაუყარეს, მაგრამ მარტვილს კვნესა არ დასცდენია, მხოლოდ იმეორებდა:
- უფლის მტრებო, ის მიყავით, რაცა გსურდეთ, მაგრამ ხორცი ჩემი უგრძნობია, ჩემს სულს კი ვერასოდეს დაეუფლებითო!
- შენ თავი ჩვენზე, - იმპერატორის ბრძანებათა აღმსრულებლებზე უკეთესი გგონიათ თავი?
- ჩვენსა და თქვენს შორის უზარმაზარი განსხვავებაა, რამეთუ თქვენ ბნელეთის სულს ესავთ, ჩვენ კი - ქრისტეს!
ქურუმნი შიშობდნენ, ალბიანეს მაგალითი სხვებმაც არ გაიზიარონო, თან შეატყობინეს, - ეპისკოპოსი იმპერატორს ამხელს და ხალხს ამბოხისკენ მოუწოდებსო, ამიტომ იულიუს სექსტუს ელიანუსმა მეომართა რაზმი აფრინა მასზე საძალადოდ, მაგრამ წმინდა მამა კვლავ პასუხობდა:
- ძალით ვერაფერს გახდებით, მაგრამ რაც ნაბრძანები გაქვთ, აღასრულეთო!
მეომრებმა სამოსი შემოაგლიჯეს და უმოწყალოდ გვემეს, შემდგომ კი ქალაქის ბოლოს კოცონი დააგზნეს.
ყველას გასაოცრად, ნეტარი თავად შევიდა ცეცხლში და ადიდა ღმერთი, რომელმაც უღმრთო ხელთაგან დაიხსნა.
ქალაქის ქრისტიანებმა კრძალვით შეკრიბეს ალბიანეს ფერფლი და მისი მარტვილობის ადგილს ყოველ წელს მიაგებდნენ პატივს.
წმინდა ალბიანესთან ერთად ევნენ მისი მოწაფენიც - მაკედონი, სომფორი და კალისტე.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი