წმინდა პელაგია ტარსელი (+დაახლოებით 290 წელი) - 04 (17) მაისი
წმინდა პელაგია ტარსელი (+დაახლოებით 290 წელი) - 04 (17) მაისი
წმინდა პელაგია ტარსელის ცხოვრებაც დიოკლეტიანეს ავადსახსენებელ ეპოქას უკავშირდება...

იმ დროს ბევრი ქრისტიანი დევნის შიშით ან მთებს შეეხიზნა, ან - უდაბნოებს, შედარებით მამაცნი კი,რომელთაც მეტი რწმენა ჰქონდათ და უფლის უფრო ეშინოდათ, ვიდრე - ადამიანების, რომში დარჩნენ და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდნენ, ამ მძიმე დროებაში რწმენაში განემტკიცებინა...

იმ დროს ქალაქ ტარსის ეპისკოპოსი გახლდათ ფრიად პატიოსანი, ზნემაღალი და წმინდა კაცი, სახელად კლინონი, მრავალი წარმართი რომ მოაქცია და მონათლა.

საიმდროოდ კილიკიაში მყოფმა დიოკლეტიანემ, რომლის ყურსაც ამ მამაცი ეპისკოპოსის ამბავი მისწვდა, მისი შეპყრობა და ქალაქის ჭიშკართა დაგმანვა ბრძანა, რომ კლინონს თავისთვის გაქცევით არ ეშველა, მაგრამ ამ ბრძანებამდე მეუფეს ღვთისგან ეუწყა, რაც ელოდა და ქალაქი საიდუმლოდ დატოვა, რადგან მისი ჟამი ჯერ არ დამდგარიყო და სხვა ქრისტიანებთან ერთად მთებს და უდაბნოებს შეეხიზნა, დიოკლეტიანემ კი, რომელსაც ეპისკოპოსი ხელიდან გაუსხლტა, მთელი ჯავრი იმ საბრალო ქრისტიანებზე იყარა, ვინც მეუფემ მოაქცია და საპყრობილეებში გამოამწყვდია...

ამ დროს ტარსში ერთი წარჩინებული, მდიდარი, კეთილგონიერი და ძალზე ლამაზი ქალწული ცხოვრობდა, სახელად პელაგია. როდესაც მან ქრისტეს შესახებ შეიტყო, მყის აღივსო უფლის სიყვარულით, ქალწულების აღთქმა დადო და მონათვლა ინდომა. მაგრამ რა შეიტყო, ეპისკოპოსმა ქალაქი დატოვაო, ძალზე დაღონდა, რადგან წმინდა ნათლისღება სწორედ მისი ხელიდან სურდა...

აქამდე ქალწულს მეუფე არსად ენახა, თუმცა, ბევრი რამ კი სმენოდა.

რადგან პელაგიას დედა წარმართი გახლდათ, ქალწული თავის რწმენას მალავდა.

მალე მეფისწულმა ქალწულის უჩვეულო სილამაზის შეასახებ შეიტყო და იხილა კიდეც, მალე კი ხელის სათხოვნელად პატივსაცემი ხალხიც მიუგზავნა...

პელაგიას დედა ამ ამბით ძლიერ ხარობდა, თუმცა, წმინდა ქალწულმა სხვა რამ განიზრახა: - უფლისწულის ხელქვეითთ თამამად განუცხადა: - მე უკვე დაწინდული გახლავართ უფლის ძეზე, უკვდავ მეუფეზეო!

ქალწულის პასუხმა ძალზე განარისხა მეფისწული, თუმცა, იმის იმედი, რომ პელაგია დაფიქრდებოდა და მის ცოლობას ისურვებდა, კვლავ ჰქონდა.

მალე პელაგიამ დედას სთხოვა, - დიდი ხნის უნახავ ძიძასთან მსურს გამგზავრებაო, სინამდვილეში კი ეპისკოპოს კლინონის მოძებნა სურდა, რომლის საიდუმლო სამყოფელის შესახებ რამოდენიმე ქრისტიანისაგან შეეტყო, მაგრამ დედამ წასვლა დაუშალა, - სხვა დროისთვის გადადეო...

ინათა თუ არა, დიოკლეტიანესაგან ტყვედქმნილ ქრისტიანებთან ფარულად მსახურნი გაგზავნა, რომ ეპისკოპოსის გარეგნული ნიშნების შესახებ გამოეკითხა და რა შეიტყო, ძალზე გაოცდა, რადგან აღწერილი სრულად დაემთხვა სიზმრად ნანახი ადამიანის გარეგნობას...

შემდეგ დედას ისევ სთხოვა, ძიძასთან წასვლის ნება მიეცა. მართალია, ამ უკანასკნელს მისი გაშვება არ სურდა, მაგრამ რადგან შიშობდა, დარდით არ დასნეულებულიყო, მის ნებას დაჰყვა და სათანადოდ მორთულ-მოკაზმული, ეტლით და მსახურებითურთ გაისტუმრა.

ქალაქიდან კარგა ხნის სავალზე ერთ დაბურულტყიან ადგილს მიადგა, როდესაც ერთმა მსახურთაგანმა, ლონგინოზმა კეთილსახიერი მამაკაცი დაინახა, მთიდან რომ ეშვებოდა... სწორედ იგი იყო ის, ვისთვისაც პელაგიამ სახლი დატოვა... მეუფე კლინონისა და მათი შეხვედრა ღვთის ნებით სწორედ აქ მოხდა...

ლონგინოზი, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ეპისკოპოსი მყის იცნო და თანამოძმეს გადაულაპარაკა: - ძმაო იულიანე, იცანი ჩვენსკენ რომ კაცი მოდის, ვინ არის? ეს ხომ ღვთისკაცი კლინონია, რომლის მიერ არსრულებულ სასწაულებზეც მთელი აღმოსავლეთი ლაპარაკობსო!

მათი საუბარი იმ ორმა მსახურმა მოისმინა, წმინდა ქალწულმა ეპისკოპოსის გარეგნობის დასადგენად პყრობილებთან რომ გაგზავნა, მათ კი ყოველივე პელაგიას უამბეს.

წმინდა ქალწულმა ეტლი შეაჩერებინა, მხლებელთ მოშორებით უბრძანა შესვენება, თავად კი მეუფეს მიუახლოვდა და მიესალმა:

- გიხაროდენ, ქრისტეს მსახურო!

ეპისკოპოსმა კი მიუგო:

- ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მშვიდობა იყოს შენ თანა!

- ვადიდებ უფალს, რომელმაც სიზმრად შენი სახება მაჩვენა და ჩემი სულის საუკუნო წარსაწყმედლისაგან სახსნელად გამოგგზავნა! ღვთის გულისატვის, გვედრი, მითხარი, შენ ქრისტიანთა ეპისკოპოსი კლინონი ხარ?!

კლინონმა მიუგო: - მე ქრისტეს პირმეტყველ ცხოვართა მწყემსი ვარ, იმათი ეპისკოპოსი, მარადიული სიცოცხლის რომ ეიმედებათო!

- მაუწყე, წმინდა მამაო, რა უნდა მოიმოქმედონ მათ, ვისაც შენს უფალთან შეერთება სურთ?

- ნათელ იღონ, ცოდვები შეინანონ და მარადიული ცხოვრებისათვის ემზადონო! - უპასუხა ეპისკოპოსმა.

მაშინ დაემხო მის ფერხთით პელაგია და შესთხოვა: - მეუფეო, განვაგდებ სატანას, მის მსახურთ, უსულო კერპებს, დიდი ხნის წინ რომ მოვიძულე, რომლებშიც სიკვდილია და არა სიცოცხლე, ახლა კი ღმერთს ვთხოვ, მისი ძის სძლობის ღირსი გამხადოს, რომელმან გული განმინათლაო!

ეპისკოპოსმა ხელნი ზეცად აღაპყრო და ილოცა: - უფალო, შენ, რომელმან მოუხმე ამ ქალწულსგარდამოუვლინე წმინდა ნათლისღების მადლი შენი ძის მიერო!

ეს თქვა და მის წინ წყარომ ამოხეთქა... ამ სასწაულის მხილველმა კლინონმა უფალი ადიდა და აღმოთქვა:

- დიდ ხარ შენ, ღმერთო! ხედავ, რომ ამ ქალწულს ნათლისღება სურს, იყავნ ნება შენიო!

- პატიოსანო მეუფეო! - წამოიძახა ამ დროს პელაგია, - შეისმინა შენი ლოცვა უფალმა, წყაროსთან ორ ნათლითმოსილ ჭაბუკს ვხედავ უსპეტაკესი საფარველებითურთ, ასე რომ, შეგიძლიათ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე მომნათლოთო!

როდესაც წყაროსთან დაიხარა, მეუფემ თავადაც იხილა უფლის ანგელოსნი, წყალი აკურთხა და ქალწული მონათლა.

პელაგიამ ეპისკოპოსს სთხოვა, თავისი სამოსი და ძვირფასეულობა დაეტოვებინა, რადგან თავად არარ სჭირდებოდა, გაეყიდა და უპოვართათვის დაერიგებინა.

- უხერხულია ჩემთვის ამის მიღება, მაგრამ რადგან უფლის სახელით მთხოვ, არ გაგაწბილებო, - მიუგო მეუფემ.

- როგორც უფალი ამბობს, შეუძლებელია ორი ბატონის მონობა, მე უფალი ავირჩიე და მამონას უარვყოფო! - უპასუხა ქალწულმა.

ეპისკოპოსი განაკვირვა პელაგიას გონიერებამ, აკურთხა და ანშორდა. ჭმინდანი კი ჰმადლობდა ღმერთს ყოველივესთვის.

როდესაც მსახურებს მიუახლოვდა, შენიშნა, რომ ბოროტისაგან თვალნი დავსებოდათ და ვეღარაფერს ხედავდნენ, წმინდა ქალწულმა სათითაოდ გადასახა ჯვრის ნიშანი და მათაც მყის აღეხილათ თვალნი და პელაგიას ჰკითხეს: - ქალბატონო, სად არის ადამიანი, რომელსაც ესაუბრებოდით? ღომ გაგვშორდით, ნათლითმოსილი ქალი იხილეთ დიადემით, რომელზეც ჯვარი ბრწყინავდაო...

წმინდა ქალწულა მსახურნი ჯერ გააჩუმა, შემდეგ კი იესო ქრისტეს შესახებ უამბო. ხოლო ოდეს ჰკითხავდა, სწამდათ თუ არა მისი, პასუხობდნენ: - ქალბატონო, როგორ არ ვერწმუნოთ მას, ვინც გარდაცვალების შემდეგ სამუდამო სატანჯველს აგვარიდებს და ვინც ერთადერთია, მარადიულ ცხოვრებასტან ჩვენი ზიარება რომ ძალუძსო?!

პელაგიამ ძალზე განიხარა მათი მოქცევით და ურჩევდა, დაუყოვნებლივ ვათელ ეღოთ, შემდეგ კი ეტლში ჩაბრძანდა და ძიძისაკენ გასწია.


* * *

ძიძამ მყის შენიშნა პელაგიას უზარმაზარი შინაგანი გარდატეხა: - უწინ ამაყი და უკარება მორჩილ და თავმდაბალ არსებად ქცეულიყო, ადრე მრავალმეტყველი ახლა - სიტყვაძუნწობდა... უწინ ათასგვარ დახვეწილ საკვებს მიირთმევდა, ახლა კი მცირედს თუ მიიღებდა, სიამოვნებისა და გართობის მოყვარე ფაფუკ ქვეშაგებში განასცენებდა სხეულს, ახლა კი - დღის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა ხმელ საწოლზე ეძინა, ღამით კი კვლავ ლოცვად დგებოდა ხოლმე...

ძიძა მიხვდა, რომ მისი აღზრდილი ქრისტიანი იყო და უთხრა:

- ძვირფასო შვილო, როგორც ერთ დროს აოცებდი მეფისწულს და ყველა გარშემომყოფს შენი სხეულებრივი მშვენებით, ეცადე, ახლა შენი ჭეშმარიტი, სულისმიერი სილამაზით სათნო ეყო შენს ზეციურ სიძეს... ვხედავ, ჭეშმარიტი ღმერთი შეგიმოსავს, დაე, მან განგამტკიცოს მისთვის სალბობათა დათმენაში! ახლა კი მშვიდობით გამშორდი, რამეთუ არ მსურს, უფლისწულის რისხვა მეწიოს, თავის სასძლოდ რომ გთვლის...

მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ საკუთარი თავი მანაღვლებს, - თუ შენთან ერთად დავზარალი, ჯილდოსაც შენთან ერთად მივიღებ ღვთისგან, მაგრამ ჩემი ოჯახის და ახლობელთა ხვედრი მანაღვლებს... თუ მეფისწული შენი ნათლისღების ამბავს ჩემთან სტუმრობის ამბავს შეიტყობს, ოჯახიანად დამღუპავსო!

ისმინა თუ არა ეს სიტყვა წმინდა ასულმა, შინისაკენ გამოემართა. დედამ, რომელმაც ასე გულმოდგინედ შეამკო თავისი ასული ძვირფასეულობით, ასე უბრალოდ შემოსილი რომ იხილა, დაიბნა და შეშინდა, მაგრამ როედსაც მსახურთაგანმა ყოველივე უამბო, დარდით ლოგინად ჩავარდა და კარგა ხნის მანძილზე მიცვალებულივით იწვა... გონს რომ მოვიდა, შვილისგან უჩუმრად მეფეს ეახლა და სთხოვა, იმ ეპისკოპოსის შესაპყრობად, პელაგია რომ მონათლა, ჯარისკაცები გაეყოლებინა დად ა რომ შეიპყრობდნენ, გაესამართლებინათ.

დიოკლეტიანემ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და უამრავი ცხენოსანი თუ ქვეითი ჯარისკაცი გააყოლა...

პელაგია, რომელმაც დედა ასე გაავებული იხილა, რამდენიმე მსახურიანად შინიდან გაიპარა და მიიმალა.

შინ მობრუნებულმა დედამ პელაგია რომ ვერსად ნახა, უარესად გაღიზიანდა და ეპისკოპოსთან ერთად ქალიშვილის მოძბნაც უბრძანა ჯარისკაცებს.

მეომრები ყველა მიმართულებით გაიფანტნენ, გზადაგზა პელაგიას შესახებ ყველას ეკითხებოდნენ, მთა და უდაბნო მოვლეს, მაგრამ უშედეგოდ: - წმინდა ქალწულს თვით უფალი იფარავდა... მდინარის პირას მყოფი პელაგია უყურებდა, როგორ დაეძებდნენ დედის მიერ მგზავნილი მეომრები, მაგრამ რადგან ღვთის დაშვებით ხორციელი თვალნი დაეხშოთ, ქალწულს ვერ ხედავდნენ.

- ხედავთ, უფალს როგორ ვუყვარვართ მის წმინდა ნებას მინდობილნი? - ეუბნებოდა ნეტარი თანმხლებთ.

ხანგრძლივი და უშედეგო ძიების შემდეგ მეომრები უკან გაბრუნდნენ, რამაც დედამისი იმდენად დაადარდიანა, ლამის სიკვდილს ეწია...

მაშინ სულიწმიდით აღვსილმა პელაგიამ თავად მიაკითხა დედას და უთხრა:

- დედაჩემო, რად მრისხანებ ასე? ან ჭეშმარიტების შეცნობა რად არ გსურს? სინდისმა რატომ არ შეგაწუხა, წმინდა კაცის მოსაძებნად, შესაპყრობად და გასასამართლებლად მეფისთვის მეომრები გეთხოვა და ყველგან დაგეგზავნა, ნუთუ არ გრცხვენია?! იცი კი, რომ ეპისკოპოსს ვთისგან ძალედვა, ლოცვით ანგელოსი გამოეთხოვა, მეომართა მთელ პოლკებს რომ მოსრავდა?!

წმინდა პელაგია დიდხანს ესაუბრა დედას, თუმცა, უშედეგოდ: - ისე გასასტიკებოდა გული სულიერად ბრმადმყოფს, ამან უარესად გააგულქვავა: - უფლისწულთან მყის მოახლე გაგზავნა და შეუთვალა: - შენი დანიშნული ქრისტიანია და საკუთარი თავი მას უძღვნაო!

მეფისწული, რომელიც ჯერაც იმედოვნებდა, - ქალი გონს მოვა და დამთანხმდებაო, - ამან ძალზე გაამწარა, შემდეგ გაახსენდა, თუ რამდენი ქრისტიანი აწამა მამამისმა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ,,მოარჯულა", ძალზე დასევდიანდა და საკუთარ პალატებში განმარტოებული ხმამაღალ ფიქრს მიეცა:

- თუ პელაგიამ თავი მართლა ქრისტიანთა ღმერთს მიუძღვნა, ცოლობაზე არასოდეს დამთანხმდება... რა ვიღონო?! არც წამება გასტეხს, რადგან ვუწყი, თუ რაოდენი სიხარულით ეწამებიან ქრისტიანები თავიანთი ღმერთისთვის... პელაგიაც ასე მოიქცევა, მე კი არც ქრისტიანთა დაცინვის ატანა შემიძლია, არც მისი წამება, რადგან უზომოდ მიყვარს, ამიტომ, აჯობებს, სიცოცხლეს საკუთარი ხელით გამოვესალმო, ვიდრე მის წამებას ვუცქიროო!

ამის თქმა იყო და ჭაბუკმა მახვილი გაშიშვლებულ მკერდთან მიიტანა და ტირილით აღმოთქვა:

- წყეულიმც იყოს დღე, შენი დიდი სილამაზე რომ ვიხილე, რომლის დაუფლება არ ძალმიძს... აიტომ წამისყოფაში ვიხსნი თავს ამ სატანჯველისგანო! შემდეგ მახვილი გულში დაიცა და სული განუტევა...

პელაგიას დედამ ეს რომ შეიტყო, ძალზე შეშინდა, სასტიკი დიოკლეტიანეს შურისძიებას მისი ოჯახი არ ემსხვერპლა, ამიტომ ქალიშვილი გაკოჭა და თავად მიჰგვარა: - შენი ვაჟის სიკვდილში მხოლოდ პელაგიაა დამნაშავე და დასაჯეო!

დიოკლეტიანემ დედა-შვილს შეხედა და ძალზე სევდიანად უთხრა:

- ეს რა ჰქენით?! ჩემი ვაჟი როგორ მოკალითო?!

დედამ კვლავ გაიმეორა: - მეფევ, დამნაშავე მოგიყვანე, დასაჯე და მემკვიდრის გამო შური იძიეო!

ამასობაში იმპერატორმა უმშვენიერესი პელაგია შეათვალიერა და რა დარწმუნდა, მასზე მშვენიერი ქალი არასოდეს ენახა, მასზე შურისგება კი არა, დაუფლება მოესურვილა... იმისათვის, რომ ცოლობაზე დაეყოლიებინა, ხრიკს მიმართა: - ჯერ აუარება ოქრო და ძვირფასი ქვები დაუყარა ფერხთით, შემდეგ კი - დედამისს კი ოქრო შეაძლია და შინ გაისტუმრა, რომელმაც სიხარულით მიიღო საჩუქარი...

მომდევნო დღეს მეფემ პელაგიას ხილვა ინება და ბრწყინვალედ მორთული, მრჩევლებითურთ დახვდა და უბრძანა:

- პელაგია, ერთადერთი სათხოვარი მაქვს: - ქრისტე უარჰყავ, ცოლად შეგირთავ და ჩემს სასახლეში უპირველეს ქლბატონად გაქცევ, - სამეფო გვირგვინს დაგადგამ და იმპერიას ჩემთან ერთად მართავ, ხოლო თუ ვაჟს გამიჩენ, ტახტის მემკვიდრე ის იქნებაო!

საღვთო მოშურნეობით აღვსილი ქალწული კი უშიშრად პასუხობდა:

- ხელმწიფევ, რაც მითხარ, უგნურებაა, შენს სურვილს არასოდეს ავასრულებ, არ შენი ბილწი სარეცლის გაყოფა მსურს, რადგან თავად ქრისტეს სასძლო ვარ, არც შენი სამეფო, წარმავალი და ხანმოკლე ხელმწიფება, რადგან ზეცაში სამი გვირგვინი მელის, - რწმენის, სიწმინდის და მოწამეობისო!

დიოკლეტიანე ძალზე განრისხდა და ქალწულის ვითომდა შესაშინებლად გავარვარებული სპილენძის უღელი მოატანინა...

ამ სანახაობის შემსწრეთა შორის ფარული ქრისტიანებიც იყვნენ, ფარულად რომ ლოცულობდნენ ქალწულის განსამტკიცებლად.

რა არ იღონეს მეფემ და მისმა დიდებულებმა მოწამის დასაყოლიებლად, მაგრამ მისი გადაწყვეტილება ურყევი იყო...

მაშინ უსჯულო მეფემ, რომელსაც პელაგიას ქალწულებრივი სილამაზის ხილვა სურდა, მისი გაშიშვლება ბრძანა, მაგრამ სანამ მისი მსახურნი შეეხებოდნენ, ჯვრის ნიში გამოისახა, სამოსი თავად განიძარცვა და მეფეს სახეში ამ სიტყვებით შეაყარა:

- იმ გველს გამსგავსებ, ევა რომ აცთუნა და კაენს აბელის მოკვდინება შთააგონა, ან იმდემონს, უფალს მართალი იობის ცთუნების ნებას რომ სთხოვდა, მაგრამ ქრისტეს მტერო, სულ მალე თანამოაზრეებთან ერთად გეენიას შთავარდებიო!

შემდეგ კვლავ ჯვრის ნიში გამოისახა და წამების ადგილისაკენ თავადვე გაემართა.

როდესაც გავარვარებული უღელი აღიღო, ხელები ცვილივით დაუდნა, მაგრამ თითქოს ტკივილს ვერ გრძნობსო, თავი უღელში გაყო, ხმამაღლა ადიდებდა უფალს და სულს ჰვედრიდა, მისი სხეული კი ცვილივით დადნა და მირონად იქცა, რომლის კეთილსურნელებამ ქალაქი აღავსო.

დიოკლეტიანეს პელაგიას პატიოსანი ძვლების გადაყრა სურდა და ამისთვის მთაზეც აატანინა, მაგრამ მოლოდნელად უდაბნოდან მოსულმა ოთხმა უზარმაზარმა ლომმა მათ ამის საშუალება არ მისცეს: - შორიახლოს ჩამოჯდნენ და ძვლებს მტაცებელ ფრინველთა და ცხოველთაგან იცავდნენ...

ეპისკოპოს კლინონს ღვთისგან ეუწყა წმინდა პელაგიას გარდაცვალება და ძვალთა ადგილმდებარეობის შესახებაც... მთაზე აღვიდა და მათთან ერთად ოთხი ლომიც ჰპოვა, რომელთაც მყის მოუხარეს ქედი წმინდა კაცს, თაყვანი სცეს და უდაბნოს დაუბრუნდნენ...

ეპისკოპოსმა ძვლები შეკრიბა, მთის ყველაზე მაღალ ადგილას აიტანა და ქვა დაადო...

მოგვიანებით წმინდა იმპერატორმა კონსტანტინემ ამ ადგილას წმინდა პელაგია ტარსელის სახელობის ტაძარი ააგო დამ მის წმინდა ნაწილებს სათანადო პატივი მიაგო.

წმინდა პელაგიას მართლმადიდებელი ეკლესია 07 (20) ოქტომბერსაც მოიხსენიებს.



კონდაკი: საწუთო ესე უგულებელს-ჰყავ და ზეცათა კეთილთა ზიარ იქმენ, და გვირგვი წამებისა მოიგე, პელაგია ყოვლადპატიოსანო, და ვითარცა ძღვენი, შესწირენ ხორცნი შენი სისხლითა შეღებილნი მეუფისა ქრისტესა, და აწ მას ევედრე ხსნად ჩუენდა ჭირთაგან, რომლენი აღვასრულებთ სახსენებელსა შენა.
...............

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

წმინდა პელაგია ტარსელი (+დაახლ. 290) - 07 (20) ოქტომბერი

წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი - 4 (17) მაისი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.07.2024
წმინდა იოანე ტურკოლეკა, ახალმოწამე და ყრმა მოწამე, დაიბადა 1805 წელს სოფელ ტურკოლეკაში, არკადიაში. მისი ოჯახი გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით,
02.07.2024
წმინდა იოანე იყო მღვდლის შვილი და დაიბადა სოფელ გერაკიში, მონემვასიაში.
16.06.2024
წმინდა დიდმოწამე ფანურიოსს ეკლესია იხსენიებს 27 აგვისტოს  ძველი სტილით (ბერძნული, რუსული საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესები).
14.06.2024
წმინდა ნიკიტა დაიბადა 1777 წელს. მისი მამა, კუნძულ ნისიროსელი დიდგვაროვანი, სამართალში იქნა მიცემული და მან ქრისტე უარყო თავისი სიცოცხლის გადასარჩენად.
14.06.2024
დიდებული მღვდელმოწამე ექვთიმე როდოსის მიტროპოლიტად აირჩიეს 1523 წელს, როდესაც ოსმალებმა კუნძული დაიკავეს. ის ერთგულად მწყემსავდა მართლმადიდებელ სამწყსოს იმ მძიმე ჟამს.
09.04.2024
ხსენება 1 იანვარს, ვიატკასა და სამარას წმინდანთა კრებაში, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში
06.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარას წმინდანთა კრებულებში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეკლესიას ყოველთვის ჰყავს და ეყოლება მნათობნი, რომელთაც ისეთი ნაშრომი დატოვეს ან იმგვარი რამ მოიმოქმედეს, რომ მათ სახელებს მსოფლიო ეკლესია საუკუნოდ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე, შემოინახავს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat