წმინდა მოწამე უაროსი და მასთან ერთად წამებული შვიდი ქრისტიანი მოძღვარი (+დაახლ. 307), ასევე ნეტარი კლეოპატრა (+დაახ. 327) და ძე მისი იოანე (+320) - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)
წმინდა მოწამე უაროსი და მასთან ერთად წამებული შვიდი ქრისტიანი მოძღვარი (+დაახლ. 307), ასევე ნეტარი კლეოპატრა (+დაახ. 327) და ძე მისი იოანე (+320) - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)
რომის უწმინდური იმპერატორის, მაქსიმიანეს მეფობისას ეგვიპტის მთავარ ქალაქ ალექსანდრიაში ერთი მეომარი ცხოვრობდა, სახელად უაროსი, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, რადგან ძალზე ეშინოდა უსჯულო წარმართებისა. მართლაც საშიში დრო იყო: მაქსიმიანემ ქრისტიანების დევნა წამოიწყო და თავის ვასალ ქვეყნებში ბრძანება გააგზავნა, რომ ყველა ქრისტიანი სიკვდილით დაესაჯათ, ვინც ღმერთებისადმი მსხვერპლის შეწირვაზე უარს იტყოდა. ბრძანებამ ეგვიპტემდეც მოაღწია და ქრისტიანთა სისხლი მდინარესავით დაიღვარა. რამეთუ სხვადასხვანაირი სატანჯველი შეამთხვიეს ყველას, ვინც ქმნილების ნაცვლად შემოქმედს სცემდა თაყვანს.

უაროსი ამ დროს ღამით საპყრობილეებს შემოივლიდა, სადაც ქრისტეს რწმენის აღსარებისთვის იყვნენ დამწყვდეულნი, მოისყიდადა ოქროთი მცველებს, შედიოდა წმინდა მოწამეებთან, ეამბორებოდა მათ წყლულებს, სისხლს მოსწმენდდა, საჭმელი მიჰქონდა და ევედრებოდა, რომ მისთვის ღვთისგან წყალობა გამოეთხოვათ.

ერთხელ უდაბნოში შვიდი განდეგილი ქრისტიანი მოძღვარი დაიჭირეს და ეგვიპტის მმართველს მიუყვანეს. მან ისინი დაკითხა და როცა შეიტყო, მტკიცედ იდგნენ და ქრისტეს ღალატს არ აპირებდნენ, მისი ბრძანებით მარტვილნი დიდხანს აწამეს და ბოლოს საპყრობილეში ხელ-ფეხ შეკრულნი ჩააყარეს. ეს რომ წმინდა უაროსმა შეიტყო, დარაჯებს ფული მისცა და წმინდანებთან შევიდა, ხელები შეუხსნა და ფეხებზე ხუნდები მოაცილა, მერე კი საჭმელი შესთავაზა, შეევედრა, რომ ეჭამათ, რადგან უკვე რვა დღე იყო, მშივრები იყვნენ, იმავე დროს მათ ფერხთით დაეცა, წყლულები დაუკოცნა და შენატრა:

- ნეტარ ხართ თქვენ, უფლის კეთილო და ერთგულო მონებო, რამეთუ მას სისხლის დათხევამდე უერთგულეთ. ნეტარ ხართ თქვენ, კეთილად მოღვაწენო, რამეთუ მოთმინებით განვლეთ სარბიელი და ზეციური გვირგვინები იწვნება თქვენთვის. ვიცი, რომ დილით დასრულდება თქვენი ტანჯვა. გიხაროდენ, ქრისტესთვის სატანჯველთა დამთმენნო, რამეთუ თქვენ ევნებით ქრისტესთან ერთად, რომელიც ჩვენთვის ეწამა. ხოლო თუკი მასთან ერთად ვევნებით, მასთან ერთადვე ვიდიდებთ. გთხოვთ სათნონო ღვთისანო, ჩემთვის ევედრეთ მეუფე ქრისტეს, რათა მან მოიღოს ჩემზე მოწყალება; რამეთუ მინდა მისთვის ვიტანჯო, მაგრამ ასეთი სიმტკიცე არა მაქვს; მეშინია იმ სატანჯველების, რასაც ვხედავ, რომ თქვენ განიცდით.

წმინდანებმა კი უპასუხეს:

- საყვარელო, სრულყოფილებას ვერავინ მიაღწევს, ვისაც გულში შიში აქვს, ვერავინ მომკის თუ არ დათესავს, გვირგვინს ვერავინ დაიდგამს, თუ პირველად არ ევნება.

გავიხსენოთ სახარების სიტყვები: "ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე" (მათე, 10:33). თუ წარმავალი ტანჯვის გეშინია, მაშინ თავს ვერ დააღწევ, საუკუნო სატანჯველს. თუ მიწაზე ქრისტეს აღიარების გეშინია, მაშინ ვერ იხილავ მის სახეს ზეცაში. წადი, ძმაო, მოწამებრივი გზით მეუფისკენ, რომელიც უცქერს ჩვენს ღვაწლს; ეწამე ჩვენთან ერთად, რამეთუ ჩვენნაირ მეგობრებს კაი ხანს ვერ იხილავ.

ამგვარი სიტყვების მოსმენის შემდეგ უაროსი ღვთის სიყვარულით აენთო და საკუთარ თავში იგრძნო ძალა, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის ყოველგვარ ტანჯვას დაითმენდა. მან მთელი ღამე საპყრობილეში მოწამეებთან ერთად გაატარა და დატკბებოდა მათი დარიგებების მოსმენით.

როცა გათენდა მმართველის მსახურები მოვიდნენ მოწამეთა სასამართლოზე წასაყვანად და იქ მათთან ერთად უაროსიც იხილეს, რომელიც ტუსაღთა ფერხთით იჯდა და ლმობიერად უსმენდა მათ დარიგებებს. გაოცებულებმა შესძახეს:

- აქ რას აკეთებ, უაროს? გონებაზე ხარ, რომ ნებას აძლევ ამ მზაკვარ ადამიანებს თავიანთი ზღაპრებით მოგატყუონ? ნუთუ არ გეშინია, რომ ვინმე შეატყობინებს მმართველს და დიდებულებს და დაკარგავ როგორც სამხედრო წოდებას, ასევე სიცოცხლესაც გამოემშვიდობები?

უაროსმა უპასუხა:

- ვინ დამაბეზღებს მმართველთან? თქვენ ხომ ჩემი მეგობრები ხართ. ხოლო თუ დამაბეზღებენ, მზად ვარ სხვა ქრისტიანებთან ერთად ქრისტესთვის ვეწამო.

მაშინ მსახურები გაჩუმდნენ და ექვსი ტუსაღი წაიყვანეს, რადგან მეშვიდე წყლულებისაგან ციხეში გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა უაროსმა, რომელმაც დაასრულა მისი ტანჯვა. როცა შეპყრობილები მმართველთან მიიყვანეს, მან ქრისტიანებს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, ხოლო როცა უარი მიიღო, მაშინ მისი ბრძანებით მოწამენი გააშიშვლეს და ძველ წყლულებზე უმოწყალოდ ურტყეს. წმინდანები დაითმენდნენ ტკივილებს და მხოლოდ ამას გაიძახოდნენ, ჩვენ ქრისტიანები ვართო.

ამის მერე მმართველმა მათ რომ შეხედა, იკითხა:

- ესენი შვიდნი არ იყვნენ? სად არის მეშვიდე?

საღმრთო შურით აღვსილი წმინდა უაროსი უშიშრად წარდგა მტარვალთა წინაშე და მიუგო:

- მეშვიდე მე ვარ, რადგან ერთი უკვე წარუდგა ქრისტეს და მე დამტოვა თავისი წამების მემკვიდრედ, ამიტომაც, რაც მას ემართა შენთვის, მე მზად ვარ, გადაგიხადო, მსურს მის მაგივრად ვეწამო, რამეთუ ქრისტიანი ვარ.

მმართველმა ეს რომ გაიგონა, იქვე მყოფთ ჰკითხა, ვინ არისო.

- მხედარი უაროსია, თიანის (ხიანის) კოჰორტის ხელმძღვანელი.

მმართველმა გაოცებულმა ჰკითხა:

- ეს ვინ ეშმაკმა გასწავლა, ამით ხომ თავს დაიღუპავ? როგორც სამხედრო ჩინს დაკარგავ, შენს სიცოცხლესაც უდიდეს განსაცდელებს მოაწევ.

ნეტარმა უაროსმა უპასუხა:

- ზეცით გარდამოსრული პური და ჩემი უფლის ღვთაებრივი სისხლით ავსებული თასი მირჩევნია თქვენს პატივსა და შემოსავალს; მე ქრისტეზე უძვირფასესი არავინ მყავს. უმისოდ არად მიღირს თქვენი პატივი, სამხედრო ჩინი, შემოსავალი და თვით ცხოვრებაც. ჩემს პატივს ქრისტესთვის წამებაში ვხედავ, მზად ვარ ყველაფერი მოვიკლო, რათა ქრისტე შევიძინო, მზად ვარ მოვკვდე ქრისტეს გულისთვის.

მმართველმა მრისხანედ უთხრა წმინდა მოწამეებს:

- ეს თქვენი ნამოქმედარია, უსინდისო მატყუარებო. თქვენ მოხიბლეთ მეფის მეომარი და ჭკუიდან გადაიყვანეთ თქვენი ჯადოქრობით. ვფიცავ ჩვენს დიდებულ ღმერთებს, თქვენ მასზე ადრე მოგკლავთ და გაზღვევინებთ იმ შეურაცხყოფისთვის, რაც ჩვენს ღმერთებს მიაყენეთ; თქვენ სიცოცხლის ღირსნი არა ხართ, რადგან უკვდავ ღმერთებს აგინებთ და ჯადოქრობით სხვებსაც აიძულებთ იმავეს გაკეთებას.

წმინდანებმა უპასუხეს:

- ჩვენ არ მოგვიხიბლავს უაროსი, არამედ გავათავისუფლეთ ხიბლისგან. ჩვენ ჭკუაზე კი არ გადავიყვანეთ, გონს მოვიყვანეთ. ღმერთმა კი სიმტკიცე და სიმამაცე უბოძა ღვაწლის აღსასრულებლად, რათა მასთან ერთად ვძლიოთ თქვენი ღმერთების უძლურ ძალას; დაიცადე ცოტა ხანს და შენ იხილავ მის სიმამაცეს ქრისტეს მსახურებისას, რამეთუ ჩვენ ის ანგელოზთა მხედრობაში ჩავრიცხეთ.

მაშინ მმართველმა უთხრა:

- ამ წამს ნაკუწებად გაქცევთ, თუ თაყვანს არ სცემთ ეგვიპტის ღმერთებს.

წმინდანებმა კი მიუგეს:

- ჩვენ უარვყოფთ ღმერთებს, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და ქვეყანა.

ნეტარმა უაროსმა კი მბრძანებლის უფრო განსარისხებლად თქვა:

- "უგუნური უგუნურად ლაპარაკობს", - ამბობს წინასწარმეტყველი ესაია. აჰა, შენ წინაშეა მათი სხეულნი - ჰქმენი, რაც გნებავს!

განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, წმინდა უაროსი გაეშიშვლებინათ და ხეზე საწამებლად ჩამოეკიდათ, მერე კი წმინდანებს უთხრა:

- ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს, თქვენ, ვინც ეწამებით, თუ მე, თქვენი მტანჯველი. ვფიცავ, თუ თქვენი მოთმინებით მაჯობებთ, მაშინ ჩემს ღმერთებზე უარს ვიტყვი და თქვენს ქრისტეს ვიწამებ.

წმინდანებმა უპასუხეს:

- გამოსცადე შენი ძალა ერთ-ერთ ჩვენგანზე; და თუ ერთს სძლევ, სხვების დამარცხების იმედიც გქონდეს.

დაიწყეს უაროსის წამება, მან წმინდანებს შესძახა:

- წმინდანო მარტვილნო! მაკურთხეთ მე, მონა თქვენი, რათა თანაზიარი გავხდე თქვენი ხვედრისა. ევედრეთ ჩემთვის მეუფე ქრისტეს, რამეთუ მან მომცეს მოთმინება, რადგან მან უწყის ჩვენი, კაცობრივი ბუნება: რამეთუ სული ჩვენი მხნედ არის, მაგრამ ხორცია უძლური.

ამის შემხედვარე წმინდა მოწამენი გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს და უაროსს ამხნევებდნენ:

- მტკიცედ სდექ, უაროს, რამეთუ ქრისტე დგას შენ გვერდით და უხილავად გეხმარება.

უაროსმა უპასუხა:

- ჭეშმარიტად ვიგრძენი შეწევნა მეუფისა, რამეთუ არარად მიღირს წამება.

გაცოფებული მმართველის ბრძანებით იქვე დაიწყეს უაროსის სასტიკი წამება. რკინის ბრჭყალებითა და დანებით უჭრიდნენ სხეულს, შემდეგ ლურსმნებით ხეზე თავდაღმა მიაჭედეს და დაუწყეს ტყავის გაძრობა, ხოლო მუცელზე იმდენი სცემეს ჯოხით, სანამ შიგნეულეობა გარეთ არ გადმოუცვივდა. წმინდა მოწამეებმა ეს რომ იხილეს, ატირდნენ. ჯალათმა ისინი მოტირალნი რომ დაინახა, ხმამაღლა შესძახა:

- აი, წააგეთ, აი, დაუძლურდით და ატირდით, რადგან წამების გეშინიათ. მეტი რა გინდათ, რომ მიხვდეთ, რომ ქრისტეს არ შეუძლია ჩვენს ხელთაგან დაგიხსნათ? ისღა დაგრჩენიათ, ჩვენს ღმერთებს სცეთ თაყვანი.

წმინდანებმა უპასუხეს:

- მხეცი ხარ და არა ადამიანი! ჩვენ კი არ დავმარცხდით, პირიქით, თვითონ გძლევთ ჩვენი განმაძლიერებელი იესოს დახმარებით; ხოლო თუ ავტირდით, იმიტომ კი არა, რომ ტანჯვის გვეშინია, არამედ იმის გამო, რომ გვიყვარს ჩვენი ძმა, რომელსაც უწყალოდ აწამებ. სულით კი გვიხარია, რომ ამ კეთილად ვნებადამთმენისთვის გვირგვინი იწვნება.

მმართველმა ბრძანა, მოწამეები საპყრობილეში წაეყვანათ. ხეზე დაკიდებულმა უაროსმა როცა დაინახა, მოწამენი ბორკილდადებულნი გაჰყავდათ, შეჰღაღადა:

- მასწავლებელნო ჩემნო! ჩემთვის უკანასკნელად ევედრეთ ქრისტეს, რამეთუ უკვე ხორცს გავშორდები. გმადლობთ თქვენ, რომ ზეციურ სასუფეველში შემიყვანეთ.

ხუთი საათის შეუბრალებელი წამების შემდეგ უაროსის წმინდა და მართალი სული უფალს ჩაბარდა. მტანჯველები კი, რომელთაც უაროსი ცოცხალი ეგონათ, განაგრძობდნენ მის წამებას. შემდეგ მისი სხეული ქალაქგარეთ ძაღლების შესაჭმელად დააგდეს იმ ადგილას, სადაც საქონლის ლეშს ყრიდნენ.

ერთი კეთილმორწმუნე ქალი, სახელად კლეოპატრა, წარმოშობით პალესტინიდან, რომლის ქმარიც მხედართმთავარი იყო ეგვიპტეში და ჰყავდა ვაჟი, ჯერ კიდეც ყმაწვილი იოანე, შორიდან მწუხარებით ადევნებდა თვალს წმინდა უაროსის ტანჯვას. ღამით მან თავისი მონების დახმარებით, ფარულად შინ წამოიღო მოწამის გვამი და თავის საძინებელში, საწოლის წინ საფლავი ამოთხარა და დაკრძალა.

მეორე დღეს დანარჩენი წმინდა მოწამეები გამოიყვანეს საპყრობილიდან და წამების შემდეგ ექვსივეს მახვილით თავი მოჰკვეთეს და ქალაქგარეთ გადაყარეს მათი გვამები. შუაღამისას ქრისტიანებმა მოწამეთა სხეულები დაკრძალეს. კლეოპატრა კი წმინდა უაროსის საფლავზე ყოველდღე სანთელს ანთებდა და საკმეველს უკმევდა - ის მას თავის მფარველად და ღვთის წინაშე მეოხად თვლიდა.

გავიდა რამდენიმე წელიწადი. ქრისტიანთა დევნა მიწყნარდა და კლეოპატრამ გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო პალესტინაში, თან მოინდომა წმინდა უაროსის ნეშტის წაღება. დიდი ფიქრის შემდეგ მან ძვირფასი საჩუქარი შუამავლის ხელით შეუგზავნა მმართველს და სთხოვა:

- ჩემი ქმარი სარდალი იყო და აქ, მეფის მსახურებაში მოკვდა; მე კი ქვრივი დავრჩი უცხო ქვეყანაში. მინდა სამშობლოში ახლობლებთან დავბრუნდე. ამიტომაც გთხოვთ, ჩემო ბატონო, უფლება მომეცით, ქმრის ძვლები ჩემს სამშობლოში პატივით წავასვენო და იქ დავკრძალო, რამეთუ არ მინდა მას სიკვდილის შემდეგაც დავშორდე.

მიიღო თანხმობა. ქმრის მაგივრად წაასვენა წმინდა უაროსის ნეშტი და თავისი წინაპრების გვერდით დაკრძალა, პალესტინაში, სოფელ ედრაში, თაბორის მახლობლად, ყოველდღე მიდიოდა უაროსის საფლავზე, აკმევდა საკმეველს და აღანთებდა სანთლებს. მისი მაგალითით მრავალმა ქრისტიანმა დაიწყო ამ წმინდა საფლავთან სიარული, თან მიჰყავდათ სნეულნი, რომლებიც წმინდა უაროსის ლოცვით იკურნებოდნენ. ახლომახლო სოფლებში გავრცელდა წმინდა უაროსის სახელი. ხედავდა რა, რომ მრავალი ქრისტიანი მიდიოდა წმინდანის საფლავთან სალოცავად, კლეოპატრამ გადაწყვიტა ტაძრის აგება და შეუდგა კიდეც საქმეს. იმ დროისათვის მისი ვაჟი იოანე 17 წლის ყმაწვილი იყო და დედამ ჩაარიცხვინა იგი მეფის მხედრობაში, მაგრამ ტაძრის დასრულებამდე არ გაუშვა იმპერატორის სამსახურში. ვაჟს უთხრა:

- შვილო, მეფის სამსახურში ვერ წახვალ, ვიდრე ღვთის სახლის მშენებლობა არ დასრულდება, რადგან მინდა, ჩემთან ერთად შეასვენო მოწამის სხეული, შემდეგ კი აღასრულე მეფის ბრძანება.

როცა ტაძარი აშენდა, კლეოპატრამ მოუწოდა ეპისკოპოსებს, მღვდლებს, მლოცველებს. მოწამის წმინდა ნაწილები ამოიღო კუბოდან და ჩაასვენა ძვირფას ლუსკუმაში. ზემოდან კი ლუსკუმას თავის შვილის სამხედრო შესამოსელი დაადო, რათა სიწმინდესთან შეხებით კურთხეულიყო. იმავე დროს გულმოდგინედ ევედრებოდა წმინდანს, შეწეოდა მის ვაჟს, რომელსაც ლოცავდნენ იქ შეკრებილი ეპისკოპოსები და მღვდლები. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა. კლეოპატრამ და მისმა ვაჟმა ლუსკუმაში ჩასვენებული მოწამე უაროსის წმინდა ნაწილები ტაძარში შეასვენეს. ტაძრის კურთხევის შემდეგ ლუსკუმა დაასვენეს წმინდა ტრაპეზის ქვეშ და ლიტურგია აღასრულეს. წმინდა კლეოპატრამ მუხლი მოიყარა და უფალს შეჰღაღადა:

- გევედრები შენ, ჭირთადამთმენელო ქრისტესო, გამომითხოვე უფლისაგან ის, რაც სათნო იქნება მისთვის, სასარგებლო ჩემთვის და ჩემი ერთადერთი შვილისათვის, მე არ მაქვს სხვა სათხოვარი, გარდა იმისა, რაც ღმერთს სურს ჩვენთვის, მან თვითონ იცის, რა არის ჩვენთვის საჭირო და დაე, აღსრულდეს ჩვენზე მისი კეთილი ნება.

ლიტურგიის აღსრულების შემდეგ გადაიხადა დიდი ნადიმი და თავის ვაჟთან ერთად ემსახურებოდა სტუმრებს. ამ დროს იოანე ავად გახდა და დასაწოლად წავიდა. როცა ყველა სტუმარი წავიდა, კლეოპატრამ შვილს დაუძახა, - მოდი, ვიტრაპეზოთო. იოანეს სიტყვის თქმა აღარ შეეძლო, რადგან სიცხისაგან იწვოდა. ეს რომ დაინახა, დედამ თქვა:

- ვფიცავ უფალს, რომ ერთ ლუკმასაც არ ჩავიდებ პირში, სანამ არ ვნახავ, რით დამთავრდება ჩემი შვილის ავადმყოფობა.

თქვა და მის გვერდით ჩამოჯდა, ცდილობდა მისი სხეულის გაგრილებას. შუაღამისას ყრმა გარდაიცვალა. ამ მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემულმა დედამ ტირილით მიირბინა წმინდა უაროსის საფლავთან და შეჰღაღადა:

- ასე გადამიხადე სამაგიერო ჩემი სამსახურისთვის ღვთის სათნომყოფელო? ასე დამეხმარე, მაშინ როცა მე საკუთარი ქმარი არ გადმოვასვენე და შენზე ვამყარებდი იმედებს? შენ დაუშვი, რომ მომკვდარიყო ჩემი ერთადერთი ვაჟი, დაღუპე ჩემი იმედი, წამართვი ჩემი თვალის ჩინი. ვინ¬ღა მიპატრონებს სიბერეში? სიკვდილისას ვინღა დამიხუჭავს თვალებს? ვინღა მომაყრის მიწას? უმჯობესი იყო, მე მოვმკვდარიყავი, ვიდრე ნაადრევი ყვავილივით მოწყვეტილი ჩემი შვილი მენახა. აღმიდგინე შვილი, როგორც ოდესღაც ელისემ აღუდგინა სომატინელ ქვრივ დედაკაცს, თუ არა და, მეც ახლავე წამიყვანე ამქვეყნიდან, რამეთუ მწუხარებისგან გამიმწარდა სიცოცხლე.

დიდი მწუხარებისგან გათანგულ ქალს მცირე ხანს ჩასთვლიმა წმინდანის საფლავთან. ძილში მას წმინდა უაროსი გამოეცხადა, რომელსაც მისი ვაჟისთვის ხელი ჩაეკიდა. ორივე მზესავით ბრწყინავდა, მათი სამოსი კი თოვლზე უსპეტაკესი იყო, წელზე ერტყათ ოქროს ქამრები და თავზე ედგათ გამოუთქმელი სილამაზის ოქროს გვირგვინები. ნეტარი კლეოპატრა ფეხებში ჩაუვარდა მათ, მაგრამ წმინდა უაროსმა წამოაყენა და უთხრა:

- ჰოი, დედაკაცო, რისთვის მემდური? განა დავივიწყე შენი სამსახური ეგვიპტეში და პალესტინამდე მოგზაურობისას? ან იქნებ ფიქრობ, რომ ვერაფერს ვგრძნობდი, როცა ჩემი სხეული სანაგვიდან აიღე და შენს ოთახში დაასვენე? განა მე ყოველთვის არ ვისმენ შენს ლოცვას და ვევედრები უფალს შენთვის? მე, უპირველეს ყოვლისა, უფალს შევავედრე შენი ახლობლები, რომლებთანაც აკლდამაში დამასვენე, რათა მიტევებოდათ ცოდვები. შემდეგ კი შენი ვაჟი ზეციური მეფის სამსახურისათვის წავიყვანე. განა შენ თვითონ არ მთხოვდი: გამომითხოვე უფლისაგან ის, რაც სათნო იქნება მისთვის და სასარგებლო ჩემთვის და ჩემი ერთადერთი შვილისათვისო? მე შევევედრე ღმერთს და სახიერმა უფალმა თავისი გამოუთქმელი მოწყალებით ინება და შენი შვილი მიღებულ იქნა მის ზეციურ მხედრობაში. აი, შენი ვაჟი, როგორც ხედავ, ღვთის ტრაპეზის წინაშეა წარმდგარი. თუ გსურს, წაიყვანე უკან და გააგზავნე მიწიერი და დროებითი მეფის სამსახურში, რადგან ვხედავ, არ გინდა, რომ იგი ემსახუროს ზეციურ და მარადიულ მეფეს.

ყრმა იოანე წმინდა უაროსს მოეხვია და უთხრა:

- ნუ იზამ, ჩემო ბატონო! ნუ უსმენ დედაჩემს, ნუ დამაბრუნებ სიცრუითა და ყოველგვარი უსამართლობით აღსავსე სოფელში, რომელსაც შენი მეოხებით თავი დავაღწიე. ნუ მომაკლებ, მამაო, შენსა და წმინდანების სიახლოვეს.

შემდეგ დედას მიუბრუნდა: - ასე რატომ ტირი, დედაჩემო? მე მეფის არმიაში ჩავირიცხე და უფლება მომეცა, ანგელოზებთან ერთად წარვდგე მის წინაშე, შენ კი ითხოვ, ღვთის სამეფოდან დამცირებული წამიყვანო.

ნეტარმა კლეოპატრამ დაინახა რა, რომ მისი შვილი შემოსილია ანგელოზთა სამოსელში, შეევედრა მათ:

- მეც წამიყვანეთ, რათა თქვენთან ერთად ვიყო.

მაგრამ წმინდა უაროსმა მიუგო:

- მანდ, მიწაზე მყოფი, შენ მაინც ჩვენთან ხარ. წადი მშვიდობით და როცა ინებებს უფალი, მოვალთ და წაგიყვანთ.

ამის თქმის მერე ორივენი უჩინო შეიქნენ. გამოღვიძებულმა კლეოპატრამ კი გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო. მოუხმო მღვდლებს, თავისი ხილვის შესახებ მოუყვა და მერე მათთან ერთად პატივით დაკრძალა თავისი შვილი წმინდა უაროსის გვერდით, უკვე არა გლოვით, არამედ უფლისმიერი სიხარულით. ამის მერე მან მთელი ქონება გასცა, და ამა სოფელს განშორებული წმინდა უაროსის ეკლესიის გვერდით ცხოვრობდა, დღისით უფალს ემსახურებოდა და ღამით მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ყოველ კვირა დღეს, მას ლოცვის დროს წმინდა უაროსი და იოანე ეცხადებოდნენ ბრწყინვალე ნათლით მოსილნი. შვიდი წლის ღვაწლის შემდეგ ნეტარი კლეოპატრა გარდაიცვალა. მისი სხეული საყვარელი შვილის გვერდით დაკრძალეს, ხოლო სული მისი კი წმინდა უაროსთან და წმინდა იოანესთან ერთად ნეტარებს ღვთის სასუფეველში, რომელსაცა შვენის დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat