საეკლესიო წიგნის მკითხველის ვაჟი დიოსკორე ქალაქ კინოპოლში (თანამედროვე ელ-კეისი, ქალაქ ბენი-მაზარის სიახლოვეს) დეკურიონი, ანუ ქალაქის საბჭოს წევრი იყო.
დიოკლეტიანეს დევნის დროს მან უარი თქვა წარმართულ ცერემონიებში მონაწილეობაზე, რის გამოც შეიპყრეს და ალექსანდრიის პრეფექტთან გააგზავნეს. დიოსკორემ თამამად აღიარა თავი ქრისტიანად, თამამად ამხილა და დასცინა პრეფექტს. ის საპყრობილეში ჩააგდეს და მერე ათასგვარი სატანჯველი შეამთხვიეს, მაგრამ ვერ გატეხეს: მასზე ვერ გაჭრა, ვერც მუქარამ, ვერც დაპირებებმა. ბოლოს, პრეფექტის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს.
მისი მარტვილობის ზუსტი თარიღი უცნობია. მისი ცხოვრების ერთ-ერთ ლათინურ რედაქციაში გარდაცვალების დღედ 18 მაისია მითითებული, მეორე ხელნაწერში კი 17 ივნისი, ხოლო ბიზანტიურ სვინაქსარსა და ბერძნულ თვენში 13 ოქტომბერია მითითებული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი