წმინდა ფლორენტი წარმოშობით თესალონიკელი იყო. იგი მოციქულთა მოწაფე და მოშურნე ქრისტიანი გახლდათ.
ის ამხილებდა და დასცინოდა ცრუ ღმერთების რწმენას და სწყევიდა მის მსახურებს. იმავე დროს ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენაზე დამოძღვრიდა ყველას და განამტკიცებდა ქრისტიანებს, არწმუნებდა მათ ღვთის მცნებები დაეცვათ. წმინდა ფლორენტი დაიჭირეს და ქვეყნის მმართველთან მიიყვანეს. დაკითხვისას განცხადებულად აღიარა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენა და წარმართულ ღმერთებს ხეები, ქვები, ოქრო და ვერცხლი უწოდა. ამან გააცოფა მმართველი. წმინდანი საშინლად სცემეს, აწამეს და ბასრი იარაღით სხეული დაუსერეს, შემდეგ უზარმაზარ კოცონში ჩააგდეს. ის გახარებული, ღვთისადმი მადლიერებითა და ლოცვით შევიდა ცეცხლში და აღესრულა. ეს მოხდა II ან III საუკუნის დასაწყისში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი