წმინდა მოწამე ედვინი, მეფე ნორტუმბრიისა (+633) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა მოწამე ედვინი, მეფე ნორტუმბრიისა (+633) - 12 (25) ოქტომბერი
VI საუკუნეში ინგლისში კენტის სამეფო გახლდათ ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა, დანარჩენი ნაწილი ქვეყნისა წარმართული იყო. მათ შორის გახლდათ ინგლისის ჩრდილო აღმოსავლეთი, სადაც ნორტუმბრიის სამეფო მდებარეობდა. წმინდა ედვინი დეირის სამეფო დინასტიის პრინცი იყო. ედვინი ნორტუმბრიის მეფემ ეტელფრიდმა დეირიდან გააძევა და მან ცხოვრების გარკვეული წლები დევნილობაში გაატარა. ახალგაზრდობაში დაქორწინდა კვენბურგა მერსიელზე და მისგან ორი ვაჟი შეეძინა. ერთხელაც დევნილობაში ყოფნისას სასახლის ეზოში ჩაფიქრებული იჯდა, ამ დროს მასთან ვინმე მწირი მივიდა და უთხრა: "მალე რაღაცას გირჩევენ, თუ ამ რჩევას დაუჯერებ, შენს სამეფოსაც დაიბრუნებ და ჭეშმარიტ სიხარულსაც იგემებო". ედვინმა დაიმახსოვრა მისი ნათქვამი.

616 წელს თავისი მეგობრის, მეფე რედვალდის დახმარებით სძლია ეტელფრიდს და ნორტუმბრიის მეფე გახდა. ამ პირიოდში გარდაეცვალა ცოლი და მეფემ ხელახლა დაქორწინება გადაწყვიტა - კენტის მეფეს ედბალდს დის, პრინცესა ეტელბურგას ხელი სთხოვა. მეფე ედბალდმა განუცხადა, რომ წესით არ შეიძლებოდა ქრისტიანი წარმართს გაჰყოლოდა ცოლად. ედვინი დაჰპირდა, რომ ის თავისი მეუღლის და მისი ნათესავების რწმენას არ შეეხებოდა, და თუ დაინახავდა, რომ ქრისტიანული რწმენა უკეთესი იყო, თვითონაც იწამებდა ქრისტიანთა ღმერთს. მაშინ პრინცესა ეტელბურგა თავის მოძღვართან, წმინდა ეპისკოპოს პავლინესთან ერთად ნორტუმბრიაში გაემგზავრა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. 625 წელს ეტელბურგა ნორტუმბრიაში ჩავიდა. თუმცა მეფე ედვინი გაქრისტინებას არ ჩქარობდა, მას არ უყვარდა ნაჩქარევად რაიმეს გადაწყვეტა. თუმცა მოხდა მის ცხოვრებაში სამი მოვლენა, რამაც ის ქრისტეს მიმდევარი გახადა: 626 წელს აღდგომის დღესასწაული რომ დგებოდა, მიგზავნილმა მკვლელმა მას მოწამლული ორლესული მახვილი ჩასცა, მაგრამ მხოლოდ დაჭრა. იმავე ღამეს ედვინს ქალიშვილი შეეძინა. წმინდა ეპისკოპოსმა პავლინემ უთხრა, რომ იმ ღამეს მისთვის დიდხანს ლოცულობდა.
მეორე მოვლენა გახლდათ ნორტუმბრიის მთავარი ქურუმის მოქცევა. მეფე ედვინი და ეპისკოპოსი პავლინე ხშირად დიდხანს საუბრობდნენ. ერთხელ ედვინმა უხუცესთა საბჭო შეკრიბა, რათა მათ პავლინეს ქადაგება მოესმინათ ქრისტიანულ რწმენაზე. უხუცესები ეპისკოპოსს დიდი ყურადღებით უსმენდნენ. დარბაზის კედლის იქით წარმართული სამსხვერპლო იდგა. ყველას მოულოდნელად მთავარი ქურუმი სამსხვერპლოსთან მივიდა და თქვა: "თუ ამ ტაძარში ღმერთია, მაშინ მან თავი დაიცვას და მომკლას". თქვა, ეს და მთავარ კერპს მახვილი ჩასცა. რა თქმა უნდა, ქურუმს არაფერი მოსვლია და უხუცესმა ქრისტეს ნათელი იღო. მალე წმინდა პავლინემ, რომელსაც ღმერთმა ედვინის წარსული გაუმხილა, მეფეს გაახსენა დევნილობაში მწირთან შეხვედრა და მისი ნათქვამი. უხუცესებიც მოუწოდებდნენ მეფეს ქრისტეს რწმენის მიღებას. 627 წლის აღდგომის დღესასწაულზე მეფე ედვინი, თავის სახლეულთან ერთად, მოინათლა. მას ბევრმა ქვეშევრდომმაც მიჰბაძა. ხალხი მდინარე სვეილში მონათლეს.

წმინდა ედვინმა მთელი გულით მიიღო ქრისტეს რწმენა და სურდა, მთელ სამეფოში გაევრცელებინა. მართლაც, ექვსი წლის შემდეგ, მისი სამეფოს უმეტესი ნაწილი მართლმადიდებლური გახდა, თუმცა შორს იყვნენ ეკლესიურობისაგან. წმინდა ედვინი დიდებული მმართველი იყო, მის დროს კანონები ზედმიწევნით სრულდებოდა. ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა და არავინ ძალადობდა. მეფემ გზებზე, წყაროებთან, სპილენძის ჭურჭელი დადგა და მგზავრები წყურვილს იკლავდნენ. მეფის შიშით და სიყვარულით არავის უცდია ამ ჭურჭლის მოპარვა. წმინდა ედვინი გულმოდგინედ ეხმარებოდა წმინდა პავლინეს ნორტუმბრიელთა მოქცევაში. საეპისკოპოსო ქალაქად იორკი აირჩა. წმინდა ედვინმა დაარწმუნა ერპვალდი, ძე რედვალდისა და მეფე აღმოსავლეთი ინგლისისა, რომ ქრისტიანობა მიეღო. მის ღვაწლს დიდად აფასებდა რომის პაპი ჰონორიუსი და საქებარი წერილიც კი გაუგზავნა ედვინს. წმინდა ედვინმა გააფართოვა თავისი ქვეყანა. თუმცა დიდხანს აღარ უცხოვრია. მერსიის წარმართმა მეფემ პენდამ გაანადგურა ნორტუმბრიელთა არმია და მოკლა მეფე ედვინი. ეს მოხდა 633 წლის 12 ოქტომბერს. ედვინის ერთი ვაჟი ბრძოლაში დაიღუპა, მეორე კი ტყვეობაში. მტერი საშინელი გამძვინვარებით შეუდგა ნორტუმბრიელთა ძარცვასა და ხოცვას. აკრძალეს ქრისტიანული რწმენის აღიარება. მხოლოდ 635 წელს ხელისუფლების სათავეში წმინდა მეფე ოსვალდის, რომელიც მეფე ედვინის ნათესავი იყო, მოსვლის შემდეგღა ეშველათ ნორტუმბრიელებს. მან პენდის არმია დაამარცხა და დაიბრუნა ნორტუმბრია. პენდის საშინელი რეპრესიების დროს ქვეყანა წარმართობას დაუბრუნდა. წმინდა პავლინემ ედვინის ქვრივი დედოფალი ეტელბურგა, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უკან, კენტის სამეფოში წაიყვანა, სადაც ის მონაზვნად აღიკვეცა და ლიმინჟეში ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი დააარსა, სადაც აღესრულა კიდეც 647 წელს. შემდგომში ეტელბურგა ჩრდილოეთ ინგლისში ქრისტიანობის გავრცელებისთვის გაწეული ღვაწლისთვის წმინდანად შეირაცხა.

ნოტურბიაში კი ერთადერთი ქრისტიანი მქადაგებელი დარჩა - დიაკვანი იაკობი (ხსენება 17 აგვისტოს), რომლის წყალობითაც ნორტუმბრიაში ჯერ კიდევ ღვიოდა ქრისტეს ნათელი. ის ტყეებში, მღვიმეებში ატარებდა მსახურებას დევნილ ქრისტიანებთან ერთად. გარდაცვალებისთანავე ხალხი წმინდა ედვინს მოწამედ, ეროვნულ გმირად და ქრისტიანული მმართველის სიმბოლოდ თვლიდა. გარდამოცემით წმინდა ედვინის წმინდა ნაწილები გარკვეული ხანი შერვუდის ტყეში იყო გადამალული. მოგვიანებით ამ ადგილს, რომელიც დღევანდელ ნოტინგემშირის საგრაფოში მდებარეობს, ედვინსტოუ (ანუ "ედვინის წმინდა სამყოფელი") დაერქვა. ედვინის პატიოსანი თავი იორკში გადაასვენეს, ხოლო დანარჩენი ნაწილები უიტბში. ეს ორი ქალაქი მას მერე ითვლება წმინდა ედვინის თაყვანისცემის მთავარ ადგილებად. ეს სამართლიანიც არის: იორკში ხომ წმინდა ედვინმა ქვეყანაში პირველი ქვის ეკლესია ააშენა, ხოლო მისი ქალიშვილი წმინდა ენფლედა და შვილიშვილი წმინდა ელფლედა რიგრიგობით უიტბის მონასტრის იღუმენიები იყვნენ. უიტბში იკრძალებოდნენ დეირის სამეფო დინასტიის წარმომადგენლები.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat