41 წელს რომის ტახტი კლავდიუსმა (41-45 წლები) დაიკავა და დაუყოვნებლივ შეუდგა ქრისტიანთა დევნას.
იმპერატორი ფრიად უწყალო გახლდათ და ქრისტიანები იმდენად სძულდა, საკუთარი დედის მოკვლაც კი ბრძანა, რომელიც ქრისტეს ესავდა.
საიმდროოდ ხუცესი კესარიოსი აფრიკიდან კამპანიაში, ქალაქ ტერაცინს მობრუნდა. იქ გამეფებულმა უსჯულოებამ და უზნეობამ ისე შეაწუხა, დაურიდებლად დაერია კერპებს და ძირს დასცა.
ნეტარი მყისვე შეიპყრეს და საპყრობილეში სამი დღე-ღამის მანძილზე უსმელ-უჭმელი ამყოფეს, შემდეგ კი - პროკონსულ ლეონტიოსს აახლეს, რომელმაც მისი გაწარმართება ვერაფრით შეძლო, ამიტომ ხელები შეუკრეს და ლეონტიოსის ეტლის წინ აპოლონის საკერპომდე არბენინეს.
იქ კი კესარიოსმა ხელნი ზეცად აღაპყრო და მხურვალედ ილოცა, რის შემდეგაც საკერპო დაიქცა და შიგ მყოფი ქურუმები და წარმართნიც დაიტანა.
კესარიოსი ქალაქის პირველ მოქალაქეს, ლუქსორიოსს წარუდგინეს დასაკითხად. წმინდა დიაკონი კი ისე დამაჯერებლად იცავდა ქრისტიანობას, ყოველი იქ მყოფი ეთანხმებოდა.
ნეტარმა ტყვეობაში წელიწადზე მეტი გაატარა, შემდგომ კი კვლავ პროკონსულ ლეონტიოსს მიჰგვარეს, რომელმაც იხილა, თუ მთლად შიშველი, საკუთარი თმით დაფარული ქრისტიანი როგორ მოეცვა ღვთაებრივ ნათელს, რამაც გული შეუმუსრა და მოაქცია.
ახალმოქცეული თვით კესარიოსმა მონათლა ყველას თვალწინ, მღვდელმა იულიანემ კი - ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარა, რის შემდგომაც მადლობა შესწირა შემოქმედს და მშვიდობით განისვენა.
ამ ამბით შეძრულმა ლუქსორიოსმა მაინც ბრძანა კესარიოსისა და იულიანეს შეპყრობა, ტომრებში მოთავსება და ზღვაში გადაყრა, წმინდანებმა კი მოკლე ხანში საშინელი აღსასრული უწინასწარმეტყველეს, რაც ორი დღის შემდგომ აღსრულდა კიდეც.
გარდაცვალებამდე კი იხილა, თუ როგორ აღმოიყვანეს ნეტართა სხეულნი ზღვიდან პრესვიტერმა ევსევიოსმა და ერთმა მორწმუნე, სახელად ფელიქსმა და სხვა ქრისტიანებთან ერთად პატივით დაფლეს.
გარკვეული ხნის შემდგომ პროკონსულ ლეონტიოსის ვაჟმა ევსევიოსისა და ფელიქსის შეპყრობა და მათთვის თავების წარკვეთა ბრძანა, თუმცა, ქრისტიანებმა მათი წყლიდან აღმოყვანება მაინც მოახერხეს და მიწას პატივით მიაბარეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი