წმინდა მოწამენი: სერგი და ბაქოსი, მთავარნი, რომაელნი (+290-303) - 07 (20) ოქტომბერი
წმინდა მოწამენი: სერგი და ბაქოსი, მთავარნი, რომაელნი (+290-303) - 07 (20) ოქტომბერი
წმინდა სერგი და ბაქოსი რომაელები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305, 307-310 წლები) ჟამს ცხოვრობდნენ.

სიჭაბუკის მიუხედავად, კეისარმა კეთილშობილთა გვარდიაში მაღალი თანამდებობანი უწყალობა.

ამ ამბავმა მრავალი ჩინოსანი შურით აღავსო და იმპერატორს ამცნეს, - ორივე ქრისტიანიაო, რასაც, მაქსიმიანე, თავიდან არ ერწმუნა, შემდეგ კი - თავადაც დაეჭვდა და ცრუღმერთთა პატივად დიდი დღესასწაული გაიმართა.

მაქსიმიანემ შენიშნა, რომ ახალგაზრდა ოფიცრები დღესასწაულს არ ესწრებოდნენ, განრისხდა და ბრძანა, ხლებოდნენ და ურჩობის მიზეზი გაემხილათ.

- ჩვენ ოდენ შენს მიწიერ არმიაში გვევალება სამსახური, მაგრამ ვერც რკინა გვაიძულებს და ვერც - ცეცხლი, ჭეშმარიტ ღმერთზე უარი ვთქვათ და არაფერი გვიჩნს იმაზე დიდი, ვიდრე - მისთვის წამება და სიკვდილი!

მაშინ განრისხებულმა მაქსიმიანემ მხედრული ხარისხები აჰყარა მარტვილებს, დედათა სამოსით შეამოსვინა და, ყელზე რკინის სალტეებშემოჭდობილნი, ბრბოს დასაცინად ატარებინა ქალაქის ქუჩებში.

ხელმეორე დაკითხვის შემდგომ ნეტარნი ციხესიმაგრიდან ციხესიმაგრეს ატარებინა, ვიდრე ქალაქ ვარვალისს (ალეპოდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქი, დღეს - ვალისი) არ მიაღწიეს, სადაც სისასტიკითა და გულმესისხლეობით განთქმული მმართველი, ანტიოქოსი დახვდათ.

ანტიოქოსს თანამდებობა სერგისა და ბაქოსის წყალობით ჰქონდა მოპოვებული, ამიტომ თავიდან მათ დაყოლიებას ლიქნით შეეცადა, თუმცა, ანგელოზისგან განმხნევებული მარტვილნი, ვერც მისმა გულუხვმა დაპირებებმა მოდრიკა, ვერც - მუქარამ.

მაშინ სერგი საპყრობილეში გამოამწყვდიეს, ბაქოსი კი - წამებას მისცეს. ნეტარი იმგვარი სისასტიკით გვემეს ხარის ძარღვებით, სული უფალს შეჰვედრა.

მომდევნო დღეს სერგი წარუდგინეს ტირანს, რომელსაც ოდენ ის აწუხებდა, მეგობრის ხვედრს რომ არ ეწია, რომელიც უკვე ნეტარებდა.

ანტიოქოსი კვლავ შეეცადა მის გადაბირებას, ძველი პატივი შეახსენა და საზარელი ტანჯვით დაემუქრა, შემდეგ - მახვილლურსმნებიანი ფეხსაცმელი ჩააცვა და თავისი ეტლის წინ, თხუთმეტ კილომეტრს არბენინეს.

სერგი კი ხარობდა და ფსალმუნთგალობით უძღოდა ანტიოქოსის ეტლს.

ღამით ღვთის ანგელოზმა მის წყლულებას უწამლა, დილით კი - მმართველს სრულიად უვნებელი წარუდგა. ანტიოქოსმა მისთვის თავის წარკვეთა ბრძანა.

სასჯელის აღსრულების ადგილს რომ მიუახლოვდნენ, სერგიმ ლოცვისთვის რამდენიმე წუთი ითხოვა, ღმერთს სული და საკუთარი მდევნელნი შეავედრა და მორჩილად დაუხარა თავი ჯალათს.

იმ ადგილის მკვიდრებმა, სადაც წმინდა ბაქოსმა მოწამებრივი სიკვდილი მიიღო, მისი წმინდა ნაწილთა გატაცება განიზრახეს, მაგრამ როგორც კი ნეტარის კუბოს მიუახლოვდნენ, ცეცხლი ამოვარდა და სამარესთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

მაშინ რუსაფელმა ქრისტიანებმა გამტაცებლები განდევნეს და წმინდა ნაწილნი უსაფრთხო ადგილას გადააბრძანეს.

მოგვიანებით წმინდა სერგის სამარეზე ტაძარი აღმართეს, რომელიც მთელ აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გახლდათ და იქ მდებარე დასახლებასაც სერგიუპოლი ეწოდა.

ტროპარი:

მოწამეთა შენთა, უფალო, ღუაწლსა შინა თუისსა გუირგუინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ-მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სხუა ტროპარი:

შუენიერებანო ქრისტესთჳის ვნებათა მოთმინეთანო და თუალნო ქრისტეს ეკლესიათანო, თუალნი სულთა ჩუენთანი განგუინათლენით, სერგი, მრავალმოღუაწეო და ბაქოს, ყოვლად დიდებულო, მეოხ გვეყავთ უფლისა მიმართ, რათა განვერნეთ ბნელსა ცოდვისასა, და ნათლისა დაუღამებელისა ზიარად გამოვჩნდეთ მეოხებითა თქუენითა, წმიდანო.

კონდაკი:

გონება მტერთა მიმართ სიმხნით წინა-განაწყვეთ, ყოველივე მათი საცთური დაჰხსენით, და ზეგარდამო ძლევისა მომღებელნი, წმიდანო მოწამენო, ერთცნობობით ღაღადებდით: კეთილ და შუენიერ არს ღმრთისა თანა მყოფობაი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat