წმინდა იეროთეოსი, დიონისე არეოპაგელის მსგავსად, არეოპაგის ცხრა წევრიდან ერთ-ერთი გახლდათ,
ისინი პავლე მოციქულმა ათენში ქადაგებისას მოაქცია.
მოციქულის წასვლის შემდგომ იეროთეოსი ათენის პირველი ეპისკოპოსი გახდა.
სხვა მოციქულებთან ერთად, ისიც სასწაულებრივად იქნა ატაცებულ ღრუბელზე და ღვთისმშობლის დაკრძალვას დაესწრო.
ღირსი მამა იმხელა გრძნობით გალობდა საეკლესიო ჰიმნებს, ყოველთაგონება გარდამოვიდა.
თუმცა, ამ საკვირველ ჰიმნთაგან ჩვენამდე ოდენ ფრაგმენტებმა მოაღწია, რადგან წმინდა მამას არც ერთი მათგანი არ ჩაუწერია.
ღირსმა იეროთეოსმა კათედრა თავის მოწაფეს, დიონისე არეოპაგელს ჩააბარა, თავად კი - მშვიდობით განვიდა ამა სოფლიდან.
ტროპარი:
სიტკბოებაჲ ისწავე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა და კეთილი გონებაჲ ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსე ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქუმელნი საიდუმლონი, და სარწმუნოებაჲ დაიმარხე, და სწორი სრბაჲ მის თანა აღასრულე, მამაო წმიდაო იეროთეოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.
კონდაკი:
მღვდელმთავარსა ათინელთასა გაქებთ შენ, ვითარცა საკუირველად ბრძენთა შორის გამოჩინებულსა და გამოუთქუმელთა საიდუმლოთა მხილველსა და ღმრთისმეტყუელებად ღირს-ქმნილსა; ამისთუისცა ევედრე უფალსა, ყოვლადსანატრელო იეროთეოს, რათა გუიხსნეს ჩუენ ყოვლისა ჭირისაგან, რომელნი გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ღმრთივგანბრძნობილო.
* * *
ხსენება წმინდისა გურისა, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსისა და ბარსანოფისა, ტვერელი ეპისკოპოსისა (+1595)
* * *
ხსენება კეთილმსახური მთავრისა, ვლადიმერისა, ნოვგოროდელი საკვირველმოქმედისა (+1052)
* * *
ხსენება ელადისა და ონისიმესი, კიევ-პეჩორელთა, ახლო მღვიმელთა (XII-XIII) და ღირსთა: ამონ დაყუდებულისა და პიორისა, კიევ-პეჩორელთა, შორეულ მღვიმელთა (XIII)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი