წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი (+1642) -04 (17) ოქტომბერი
წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი (+1642) -04 (17) ოქტომბერი
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელი XVII საუკუნის შუა ხანებში გახლდათ წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ პირველი კათალიკოსი.

წარმოშობით წმინდა ევდემოზი მესხეთიდან იყო, ერთ-ერთი წარჩინებული ოჯახის, დიასამიძეთა გვარიდან.

ეს გვარი, გარემოებათა გამო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა. ერთი შტო ქვემო და შიდა ქართლში დამკვიდრდა, მეორე კი - აჭარაში.

სამწუხაროდ, წმინდა პატრიარქის შესახებ ძალზე მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ მისი ძმის, ლევანის ასული ელენე ერეკლე პირველის დედა იყო და არჩილ მეფის სიდედრი.

წმინდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს ეკლესიას გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის ჟამს მართავდა. როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა თეიმურაზის განდევნის შემდეგ.

გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და ქართველობდა კიდეც, მაგრამ აღზრდითა და ზნე-ჩვეულებებით სპარსელი უფრო იყო, ვიდრე - ქართველი, პოლიტიკურადაც სპარსეთის სახელმწიფოს ყურმოჭრილი ყმა და მისი პოლიტიკის ერთგული განმხორციელებელი გახლდათ.

როსტომის დროს "განმრავლდა სახლსა შინა მისსა სიძვა და არაწმინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა... განძლიერდნენ თათარნი და კადნიერებდნენ ქართველთა ზედა და რომელნიცა იყვნენ ქართველნი, მოყვარენი წესისა მათისა, მეძავნი და ბილწებისა მოქმედნი, დიდად პატივსცემდა მეფე როსტომ და ჰკითხავდა და უსმენდა...

და რომელნიცა იყვნეს სიმართლისმოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი, მათ არას პატივსცემდა და ცუდს კაცს ეძახდნენ და შეუძლებელსა და იყვნენ დღითი დღე სმასა და განცხრომასა შინა, ხოლო სულისათვის არა ზრუნავდნენ...

და ქართველთაც ისწავეს სმა და ჭამა ყიზილბაშური... განყიდეს მამა-პაპათაგან დაგდებული მამული და აგარაკები და იცვამდნენ ტანთა და სჭამდნენ და სმიდნენ და აღარას ზრუნავდნენ შვილთათვის".

ეს ხდებოდა XVII საუკუნეში. ასეთივე ისტორია განმეორდა მოგვიანებით, XIX საუკუნეშიც, როცა ქართველებმა რუსეთის ხელისუფალთა გავლენით იწყეს გაყიდვა მამა-პაპათაგან დატოვებული მამულებისა ჩაცმა-დახურვისა და გამოსაჩენი ცხო-ვრებისთვის.

საინტერესოა, ვინ ყიდულობდა XVII საუკუნეში ქართველთა მამულებს?

როგორც ჩანს, იგივენი, ვინც XIX საუკუნეში.

გაუჭირდა ერის სულიერ მამას. მას არ შეეძლო, მშვიდად ეყურებინა ქართველთა დაცემისთვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად.

მისი გავლენით ცალკეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან იცავდნენ.

კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა - სადაც კი შეხვდებოდა, ყველგან ეუბნებოდა: "მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო".

კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფლის თანადგომით ქვეყანაში ისევ ცოცხლობდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და ნელ-ნელა მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.

როსტომ-ხანი კარგად ხედავდა კათოლიკოსის ორიენტაციასა და ავტორიტეტს. ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და გეგმებსაც კი ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად.

ქართულ ეკლესიას, ცხადია, არ შეეძლო მშვიდად ეყურებინა ქართველთა სულიერი გადაგვარებისთვის. უთუოდ ამიტომაც მოუწყო აჯანყება როსტომს ქართლის კათოლიკოსმა ევდემოზმა.

ამ პიროვნებას, საქართველოს წეს-ჩვეულებათა შემშლელსა და ქართველებისთვის ძირის გამომთხრელს, ებრძოდა ქრისტიანი მეფე თეიმურაზიც. როსტომ მეფეს ზოგი სიკეთეც გაუკეთებია ქვეყნისთვის, რათა მოსახლეობა ქრისტიან მეფეს არ მიმხრობოდა.

საბოლოოდ თეიმურაზი დამარცხდა, რაც "ქართველობის" დამარცხებასაც ნიშნავდა, რადგან იმ ეპოქაში "ქართველი" ეწოდებოდა ეთნიკურად ქართველს, რომელიც, იმავდროულად, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წევრი იყო.

წარმომავლობით ქართველი შეიძლებოდა სარწმუნოებით "თათარი", "ფრანგი" ან "სომეხი" ყოფილიყო. "ქართველი" მხოლოდ ქართული ეკლესიის ქრისტიან მრევლს ეწოდებოდა. იმ დროისთვის ქართველმა ერმა მრავალი "გათათრებული", "გაფრანგებული", "გასომხებული" შვილი დაკარგა.

ქრისტიანობის მტკიცედ დაცვა, მუდმივი აჯანყებანი, განსაკუთრებით - 1623 წლის ქართლის აჯანყება, რომლის დროსაც სპარსეთის საუკეთესო არმია დამარცხდა, 1659 წლის კახეთის და სხვა აჯანყებანი ხელს უწყობდა ქართული სახელმწიფოებრიობის ასე თუ ისე შენარჩუნებას. ამის კვალობაზე ქართულ ეკლესიასაც ჰქონდა არსებობის საშუალება.

როგორი დამოკიდებულება ჰქონდა როსტომ-ხანს ქართული ეკლესიის მიმართ?

რაკი მისი პოლიტიკა კომპრომისული ხასიათისა გახლდათ, ის ეკლესიის მიმართ ერთგვარ ლოიალობას იჩენდა, მაგრამ აღსანიშნავია სხვა რამ: თუ აქამდე, ძველი ქართული სახელმწიფოებრივი სისტემის არსებობისას, ქართლის ეკლესია სახელმწიფოში უპირველესი და უპირატესი სარწმუნოებრივი ორგანიზაცია იყო, როსტომის დროს მან სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებთან შედარებით უპირატესობა დაკარგა და სხვებს გაუთანაბრდა.

როსტომი სპარსი მოხელე გახლდათ და ვალდებული იყო, განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა გამოეჩინა სომხური ეკლესიის მიმართ, რადგანაც სპარსეთში ამ ეკლესიას ყოველგვარი პრივილეგია ენიჭებოდა, ხოლო ქართლ-კახეთი, სპარსთა თვალსაზრისით, ირანის ვასალურ ქვეყანას, თითქმის პროვინციას წარმოადგენდა. ამიტომაც იყო, რომ როსტომმა პოლიტიკური მოსაზრებით ქართულ ეკლესიას სახელმწიფოებრივი ეკლესიის სტატუსი არ მიანიჭა.

როგორც სპარსეთის მოხელეს, მას, ცხადია, ევალებოდა, მზრუნველობა გაეწია სომხური ეკლესიისთვის და თავაზიანად მოპყრობოდა კათოლიკეებს, მაგრამ ამავე დროს ის, როგორც ქართველი მეფე, ვალდებული იყო, ეზრუნა ქართულ ეკლესიაზეც.

როსტომის დროს ქართულმა ეკლესიამ სახელმწიფოში დაკარგა ის ადგილი, რომელიც მას IV საუკუნიდან ეკავა. მისი მმართველობის შემდეგ ქართული ეკლესია ქვეყანაში აღარ იყო უმთავრესი და უპირველესი ეკლესია, მისი უფლებები შეილახა და სხვა არაქართული ეკლესიებისას გაუთანაბრდა, ხოლო მისი მრევლი სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს გადაუნაწილდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გამაჰმადიანებულ ქართველებზე.

სწორედ ამიტომ ამბობდა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი: "ყოველდღე ჩვენის თვალით ვხედავთ, რომ მრავალნი სომხდებიან, და უფრო მომეტებულნი მათგანნი მაჰმადის სარწმუნოებასაც ღებულობენ".

კათოლიკურ და სომხურ ეკლესიებს ერთმანეთთან ომიც კი ჰქონდათ ქართველი მრევლის გადანაწილებისას. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა ქართული ეკლესია როსტომის "კომპრომისულმა" ქართულ-სპარსულმა სახელმწიფომ. სრულიად სხვაგვარი იქნებოდა მისი მდგომარეობა თეიმურაზის სახელმწიფოში, მას რომ ქვეყნის მართვა დასცლოდა, რადგან თეიმურაზი ძველქართულ-ეროვნული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებისა და მისი ბუნებრივი მდინარების განგრძობისთვის იბრძოდა.

როსტომ-ხანის მმართველობა ქართველი ხალხისთვის დამღუპველი გამოდგა. ეროვნული გადაგვარების საფრთხე ძლიერდებოდა, ამიტომაც სანამ თეიმურაზი კახეთში იყო, დასასრული არ უჩანდა მისი ინიციატივით მოწყობილ შეთქმულება-აჯანყებებს.

ქართლის კათოლიკოსი ევდემოზ დიასამიძეც კარგად ხედავდა ეროვნულ-სარწმუნოებრივი გადაგვარების საშინელებას, ამიტომაც მისი მეთაურობით მომზადდა აჯანყება როსტომის წინააღმდეგ და ქართლის ტახტზე თეიმურაზის აღსადგენად.

1642 წელს როსტომის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მოეწყო. შეთქმულებაში ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი, კათოლიკოსი ევდემოზ დიასამიძე და სხვანი მონაწილეობდნენ. შეთქმულება სომხეთის მელიქმა გასცა. კათოლიკოსი ამის შემდეგაც არ გატყდა და შეთქმულებს როსტომის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდა, მაგრამ როსტომმა ამბოხებულები დაამარცხა, წმინდა პატრიარქი თბილისში ნარიყალას საპყრობილეში ჩააგდეს.

რამდენიმე თვის განმავლობაში მხურვალედ ლოცულობდა წმინდანი და ციხეში ასკეტური წესით ცხოვრობდა. ის არ შეუშინდა მტარვალს და კვლავ დაუცხრომლად ამხელდა ურჯულო მეფეს.

გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა მალულად მოაკვლევინა წმინდა კათალიკოსი.

მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს:

შეიპყრო როსტომ-ხანმა ევდემოზ კათალიკოსი, დააპატიმრა თბილისის ციხეში და შემდეგ განჯის ციხის კოშკიდან გადმოაგდოო. ხოლო ქართლის ცხოვრება გვიამბობს: შეიპყრო კათალიკოსი ევდემოზი, დაატყვევა ქალაქის ციხეში და მალე იქვე მოაკვლევინაო.

როგორც ჩანს, როსტომ-ხანმა ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციული დასჯის ხერხი გამოიყენა - კათალიკოსი მშვილდის ლარითა და საბელით დაახრჩვეს და ცხედარი ციხის კოშკიდან გადმოაგდეს.

ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა. ქრისტიანობისთვის წამებული კათალიკოს-პატრიარქის გვამი ქრისტიანებმა ფარულად წამოიღეს და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს.

როსტომ-ხანმა, ეს ამაზრზენი საქციელი რომ გაენეიტრალებინა, "სამღვდელო ეპისკოპოსნი ამით დაიერთგულნა, რომ ყოველთათვის ჯამაგირი განუწესა, თავმდაბლად და ტკბილად ექცეოდა, ამისათვის ზრუნავდნენ სამღვდელონი კრებულნი, ხოლო აღაშენა კათოლიკე ეკლესია მცხეთის გუმბათი და სხვანიცა რომელნიმე მოოხრებულნი ეკლესიანი აღაშენა და კვალად - გატეხილი ხიდი".

ამის შემდეგ ქართლში განუკითხაობა გამეფდა:

"არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ იყვნენ ფუფუნეულ და ხორცთმოყვარე, რამეთუ თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიაისა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღვინისა და სმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდნენ ურთიერთას სიძვა-მრუშებასა და მეძაობასა.

ამას შინა მოუძლურდა სჯული და განიყურნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე".

განსაკუთრებით სასტიკი იყო როსტომის დროს დამკვიდრებული წესი სპარსეთში ტყვეების გაგზავნისა. თუკი როსტომის წინანდელი მაჰმადიანი მმართველები არაქრისტიანებს აგროვებდნენ სპარსეთში გასაგზავნად, როსტომმა სწორედ ქართველთა "საჩუქრად" გაგზავნის წესი შემოიღო სპარსელ-თათარი მმართველებისთვის.

როსტომი ქართული ეკლესიის სულს, აზრსა და იდეას ებრძოდა. მან ორი კათალიკოსი წაჰგვარა საპატრიარქო ტახტს - ზაქარია ქართლში შემოსვლისთანავე გააძევა, ხოლო ევდემოზი მოკლა.

როსტომ-ხანმა კათალიკოს ზაქარიასთვის წართმეულ ტახტზე მის მაგიერ ახალი კათალიკოსი აიყვანა, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ნაკლებად სულიერი ყოფილა და თურმე მეომარს უფრო ჰგავდა, ვიდრე - ბერს. ჩანს, როსტომს ამ გზით სასულიერო მოღვაწეობის ჩახშობა სურდა, მაგრამ ახალ კათოლიკოსს ქვეყნისა და სარწმუნოების დიდი სიყვარული გამოუმჟღავნებია და მათთვის დაუდვია კიდეც თავი.

როსტომმა ჯარები კახეთს შეუსია, თეიმურაზი დაამარცხა და ქართლ-კახეთიდან იმერეთში გახიზვნის საშუალება მისცა. იმერეთს გახიზნული დამარცხებული თეიმურაზი ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა, ქართლის ვალის როსტომის წინააღმდეგ და ირანის ბატონობის დასამხობად კვლავ ენერგიულად განაგრძობდა ბრძოლას. ამ მიზნით, უპირველესად, დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა შერიგება და გაერთიანება სცადა.

ოდიშის მთავართან იმერეთის მეფის შერიგებაზე თეიმურაზი დიდ იმედებს ამყარებდა. ქართლ-კახეთის ყიზილბაშთაგან გამოხსნას იგი ოდიშისა და იმერეთის ლაშქარზე დაყრდნობით ფიქრობდა.

არც ეს გამოვიდა. როსტომი ქართლ-კახეთის მეფედ იქცა, ქვეყანა ეკონომიკურად მოღონიერდა, მაგრამ "არღარა იყო ზრუნვა სულიერი და არა ზრუნვიდა მეფე სუფევისა და ქვეყნისათვის", - წერს ვახუშტი.

ბერად აღკვეცილი თეიმურაზი 1663 წელს 74 წლისა გარდაიცვალა. უფრო ადრე, 1658 წელს, აღესრულა როსტომი. მის ადგილას ბაგრატიონ-მუხრანბატონი, გამაჰმადიანებული ვახტანგი (შაჰნავაზი) დასვეს.

ფრიად ნიშანდობლივი იყო, რომ სპარსეთში გარდაცვლილი თეიმურაზის ნეშტი ჩამოასვენეს და საქართველოში, ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ხოლო საქართველოში აღსრულებული ყოვლისშემძლე ვალი სპარსეთისა, შაჰის მამად წოდებული როსტომი, სპარსეთს წაიღეს და იქ დაასაფლავეს.

თეიმურაზისა და საქართველოს სხვა იმ ერთგულ შვილთა თავდადებამ, რომელთა შორის უდავოდ გახლდათ ქართლის კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ დიასამიძე, იმ დროს ქვეყანა სრული გადაგვარებისგან იხსნა. ქართველთა მთავარი ორიენტირი კვლავ სარწმუნოება და მამული იყო.
.................................
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა ევდემოზ კათალიკოსი როსტომ მეფეს შეუპყრია და განჯის ციხის კოშკიდან გადმოუგდია

ქრისტიანობისა და მამულისთვის წამებული წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათალიკოსი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat