წმინდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304) - 27 სექტემბერი (10 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304) - 27 სექტემბერი (10 ოქტომბერი)
წმინდა კალისტრატე ცხოვრობდა III-IV საუკუნეების მიჯნაზე ქალაქ კართაგენში. მისი წინაპრები ქრისტეს რჯულზე ჯერ კიდევ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს მოექცნენ. კალისტრატეს პაპა ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. მან საკუთარი თვალთ იხილა ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაულები და სამშობლოში დაბრუნებულმა მთელი ოჯახი აზიარა ჭეშმარიტ რწმენას. ნეოსკორე ასევე "თუალით მხილველ ქმნილ იყო ვნებასა ქრისტესსა და მსმენელ აღდგომასა მისსა და განმცდელ საკჳრველებათა მათ მაშინ აღსრულებულთა". ამრიგად, კალისტატე ქრისტიანული რწმენით აღიზარდა. ის პაპისა და მამის მსგავსად მხედარი იყო. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას, კალისტრატე სხვა მეომრებთან ერთად რომში გაგზავნეს.

ღამით, როცა ყველას ეძინა, კალისტრატე ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მისი ეს ჩვეულება მეომრებმა შენიშნეს და უფროსთან დაასმინეს. ამ უკანასკნელმა მეომარს დაკითხვა მოუწყო. კალისტრატემ თამამად აღიარა თავისი რწმენა. მეომართა უფროსმა უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მტკიცე უარი მიიღო. კალისტრატე სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერაფრით მოდრიკეს, შემდეგ ტყავის ტომარაში ჩასვეს და ზღვაში მოისროლეს.

ღვთის განგებით, ტომარა წყალქვეშა კლდის ქიმს წამოედო, გაიხა და წმინდანი გათავისუფლდა. ორმა დელფინმა იგი ნაპირზე გამოიყვანა. ამ სასწაულის მხილველმა ორმოცდარვა მეომარმა ირწმუნა ქრისტე. მხედართმთავრის ბრძანებით ყველა ახალმოქცეული წმინდა კალისტრატესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ უფლის რჩეული განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას და თანამოღვაწეებს სარწმუნოებაში განამტკიცებდა. ხელისუფალთა წინაშე ხელახლა წარმდგარმა მხედრებმა მტკიცედ აღიარეს მაცხოვარი, რის შემდეგაც მათ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში ჩაყარეს. ნეტარი კალისტრატე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მარტვილებისთვის ეს წყალი ნათლისღების საბანლად ქცეულიყო. და "იქმნა მათ ზედა საქმე ღირსი სმენისა და საკჳრველებისაჲ": მოწამეებს საკვრელები შეეხსნათ "და იყვნეს იგინი ბრწყინვალე პირითა და ბრწყინვალე შესამოსლითა შემოსილ წყალთა მათ შინა". თავად კალისტრატეს კი ბრწყინვალე გვირგვინი დაედგა თავს და ზეგარდმო გაისმა: "ნუ გეშინინ, კალისტრატე, მჴნე იყავ თანა სამწყსოჲთ შენითურთ! ამიერითგან მოვედით და განისუენეთ საყოფელთა საუკუნეთა". ამ დროს მიწა შეიძრა, მახლობლად აღმართული წარმართული ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც დაიმსხვრა.

ამ სასწაულმა კიდევ ასოცდათხუთმეტი მეომარი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მხედართმთავარი შეაშინა ლაშქარში მოსალოდნელმა არეულობამ და მათი განსჯა არ დაუწყია, მაგრამ კალისტრატე და მისი რაზმი კვლავ საპყრობილეში გამოამწყვდია. აქ წმინდანები მხურვალედ ლოცულობდნენ და მადლობას სწირავდნენ ყოვლის შემოქმედ ღმერთს, რომელიც მათ სატანჯველთა დათმენის ძალას ანიჭებდა. ღამით ჯალათებმა მოწამეები მახვილებით ასო-ასო აკუწეს.

ცოცხლად დარჩენილმა ასოცდათხუთმეტმა ახალმოქცეულმა მეომარმა უფლის სათნომყოფელთა წმინდა ნაწილები პატივით მიაბარა მიწას. შემდგომ ნეტართა მარტვილობის ადგილას ბრწყინვალე ტაძარი ააგეს.

მოწამეთა კალისტრატესი და მეგობართა მისთა გიმნასიოსისა და სხვათა
კონდაკი:
დღეს ყოველსა ტკივილსა მოწამეთასა ეკლესია აღასრულებს, წმინდანნო, და აქებს საიდუმლოდ წმიდასა მოღუაწებასა თქუენსა, საღმრთონო მოწამენო; კალისტრატე ყოვლადბრძენო, შენ თანამოღუაწითურთ ევედრენით უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

სხვა კონდაკი:

რომელთა მრავალფერნი წყლულებანი დაითმინენით და გვირგვინი ბრწყინვალენი ხელისაგან ღმრთისა მოიხვენით, ჩუენთვისცა ევედრენით ქრისტესა, ნეტარნო, სახსენებელისა თქუენისა მედღესასწაულეთათვის, რომელნი გადიდებთ შენ, კალისტრატე, თანამოღუაწით შენითურთ, რაჲთა მშვიდობაჲ ჰყოთ სამწყსოსა და ერისა ქრისტეანეთასა, რამეთუ თქუენ ხართ მორწმუნეთა სიმტკიცე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.06.2023
ეს წმინდა ქალწულნი სპარსეთს, სოფელ კაშაზში შაბურ მეორის (დაახლოებით, 347 წელი) დევნის ჟამს ცხოვრობდნენ,
08.06.2023
ეს წმინდა ქალწული იმპერატორ დეციუსის (250 წელი) ჟამს ცხოვრობდა და სხეულებრივად მშვენიერი სულიერადაც განბრწყინდა.
08.06.2023
ეს წმინდანები ქალაქ დოროსტოლიდან იყვნენ და ჯარში მსახურობდნენ.
08.06.2023
წმინდა პავლე VIII საუკუნეში იშვა, განათლება კონსტანტინოპოლს მიიღო და იქვე შემონაზვნდა.
08.06.2023
ქრისტეს ეს რჩეული XVI საუკუნეში ცხოვრობდა, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, სოფელ ზაპანტში იშვა და ნათლობისას სახელად თეოდორე მიიღო.
08.06.2023
წმინდა თევდორე კველთელი XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო სეფიანთა ირანის გავლენისქვეშ იმყოფებოდა.
06.06.2023
ეს აფრიკელი მოწამენი ქრისტესთვის ეწამნენ უზალში (ახლანდელ ელ-ალიაში, ტუნისში).
06.06.2023
წმინდა მოწამე პეტრე, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი, კონსტანტინოპოლში პეტრას სავანის მონაზონი იყო.
02.06.2023
ღირსი მიქაელი წარმოშობით ქალაქ ედესიდან იყო. იგი IX საუკუნის მოღვაწეა. მიქაელი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net eya depolama papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama transfernakliyat.com.tr medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell eya depolama depolama istanbul evden eve nakliyat malatya rent a car

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper