სირაკუზელი მოწამეები: ანდრია, იოანე და იოანეს ვაჟები: პეტრე და ანტონინე (+886) - 23 სექტემბერი (6 ოქტომბერი)
სირაკუზელი მოწამეები: ანდრია, იოანე და იოანეს ვაჟები: პეტრე და ანტონინე (+886) - 23 სექტემბერი (6 ოქტომბერი)
იმპერატორ ბასილი I მაკედონიელის (867-886) ზეობისას არაბებს უკვე ეკავათ ჩრდილოეთ აფრიკა და იქიდან უტევდნენ სამხრეთ იტალიას. არაბებს მეთაურობდა მრისხანე მმართველი იბრაჰიმი. მათ აიღეს სიცილიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი სირაკუზი. ეს ქალაქი ერთ-ერთი პირველი ბერძნული კოლონია იყო კუნძულ სიცილიაზე. გადმოცემის თანახმად, დააარსეს კორინთელებმა ძვ. წ. 735 წელს. დროთა განმავლობაში იგი გახდა კუნძულზე ყველაზე დიდი და მდიდარი ქალაქი. იბრაჰიმმა და მისმა მეომრებმა გაძარცვეს და მოაოხრეს ქალაქი. აქ იბრაჰიმმა ტყვედ ჩაიგდო იოანე და მისი ორი ვაჟი, პეტრე და ანტონინე. ურჯულო მმართველმა ყმაწვილები არაბულ სასწავლებელში მიაბარა. როცა წამოიზარდნენ, სიბრძნისა და კეთილმსახური ცხოვრების გამო მმართველმა იმდენად შეიყვარა ისინი, რომ ანტონინე თავის ნათესავად გამოაცხადა, პეტრე კი მსახურთუხუცესად დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ არაბულ გარემოში აღიზარდნენ, ძმებს არასდროს უარუყვიათ ჭეშმარიტი რწმენა და ფარული ქრისტიანები იყვნენ. იოანეს ვაჟები მხოლოდ თავს აჩვენებდნენ არაბებს, რომ მუსლიმები იყვნენ. როცა იბრაჰიმმა გაიგო ამის შესახებ, იგი ენით აუწერელმა მრისხანებამ შეიპყრო და ბრძანა, რკინის ხუნდებით შეებორკათ და დაუნდობლად ეგვემათ უფლის რჩეულები. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ანტონინე ვირზე შესვეს, ქამრებით დააკრეს ზედ და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით შემოატარეს ქალაქი. მარტვილი მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფას და მადლობას სწირავდა უფალს. საშინლად ნაგვემი წმინდა პეტრე საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველმა ბრძანება გასცა, მოეყვანათ მოწამეთა მამა - იოანე. უსჯულო იბრაჰიმმა მას ყელში მახვილი ჩასცა. მშობლის ცხედარი შვილებს მიუგდეს, შემდეგ კი ისინიც გამოასალმეს სიცოცხლეს, დიდი კოცონი დააგზნეს და მარტვილ¬თა ცხედრები დაწვეს.

ამ დროს შეიპყრეს კიდევ ერთი სირაკუზელი ქრისტიანი, ბერი ანდრია. მან მმართველ იბრაჰიმის წინაშე თამამად აღიარა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ბერი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მრავალი წელი შიმშილში გაატარა და სხეული სრულიად დაუუძლურდა. სწორედ იმ დღეს, როდესაც ძმები პეტრე და ანტონინე ეწამნენ ქრისტესთვის ბერი ანდრიაც საკუთარი ხელით შუბით განგმირა ურჯულო იბრაჰიმმა. ღირსმა ბერმა უფლისადმი სამადლობელი ლოცვის აღვლენა მოასწრო და მოწამის გვირგვინით შეიმოსა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat