XIII საუკუნეში მონღოლ-თათართა რაზმები შეიჭრნენ სამხრეთ რუსეთში და გზად ყველაფერი გაანადგურეს.
1240 წელს აიღეს კიევიც და იავარჰყვეს. კიევის მთავარი ამ დროს იყო წმინდა მიქაელი, რომელსაც თავიდან შეეშინდა და თავის ერთგულ დიდებულთან - თეოდორესთან ერთად უნგრეთს შეაფარა თავი. მალევე შეინანა თავისი საქციელი და ოქროს ურდოში ჩავიდა, რათა საკუთარი ხალხისთვის დაედო თავი. ხანმა რუსულ დელეგაციას კერპების თაყვანისცემა შესთავაზა. ყველა დათანხმდა, მიქაელისა და თეოდორეს გარდა. წმინდა თეოდორემ ცივი უარი უთხრა ხანს: - არ შემიძლია სახელით ქრისტიანი ვიყო და საქმით კერპთთაყვანისმცემელიო. ხმალი კი როსტოველ თავადს მიუგდო - დაიტოვე ამ ამაო სოფლის დიდებაო. 1246 წლის 20 სექტემბერს წმინდა მიქაელს ცემა დაუწეს. ის კი განუწყეტლივ გაიძახოდა - მე ქრისტიანი ვარო. დიდებული თეოდორეც არ დაჰყვა თათრების სურვილს და კარგ თანამდებობაზე უარი თქვა ქრისტეს გულისთვის. თქვა, - მხოლოდ ერთი რამ მსურს, ჩემი ბატონის, მიქაელის მსგავსად, ქრისტესთვის ვეწამოო. მასაც თავი მოჰკვეთეს. მათი წმინდა ნაწილები 1774 წელს მოსკოვის მთავარანგელოზთა ტაძარში დაკრძალეს და დღემდე იქ განისვენებენ.
..........................
წმინდა კეთილმსახური თავადი იოანე პუტივლელი - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ წმინდა იოანე იყო წმინდა მიქაელ ჩერნიგოველის შვილიშვილი. იგი თათრებმა მოკლეს ქრისტიანობისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი