იულიანე განდგომილის მეფობის დროს (360-363) ფრიგიის ქალაქ მეროში მმართველი იყო ვინმე ამახიოსი,
რომელმაც ბრძანა ადგილობრივი, მიგდებული წარმართული ტაძრის გასუფთავება და გახსნა. ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა ქრისტიანები. ვინმე მაკედონიოსმა, თეოდულემ და ტატიანემ დაითმინეს მწუხარება და საღმრთო შურით აღძრულები ღამით ტაძარში შეიჭრნენ და დაამსხვრიეს კერპები. როდესაც ეს მმართველმა შეიტყო, ძალზე განრისხდა და გადაწყვიტა, ქალაქში მრავალი უდანაშაულო დაეხოცა. მაშინ წმინდანები საკუთარი ნებით მივიდნენ მასთან და აღიარეს კერპების დამსხვრევა, რამეთუ ისინი უმალ სიკვდილს ირჩევდნენ ჭეშმარიტების გულისთვის, ვიდრე იმას, რომ მათ ნაცვლად სხვები დახოცილიყვნენ. ისინი შეიპყრო მმართველმა და უბრძანა დანაშაულის გამოსასყიდად კერპებისთვის მსხ¬ვერპლი შეეწირათ, ხოლო, თუ ამას არ გააკეთებდნენ, სიკ¬ვდილით დასჯით დაემუქრა. მაგრამ მათ არაფრად მიიჩნიეს მისი მუქარა, და განუცხადეს, რომ ყველაფრის დასათმენად მზად იყვნენ; უმალ სიკვდილს ირჩევდნენ, ვიდრე მსხვერ¬პლს შეწირავდნენ. მაშინ ყველანაირი სატანჯველი გამოი¬ყენეს მათ გასატეხად, ბოლოს, ტაფაზე დასვეს ისინი, და ცეცხლი შეუნთეს. მათ დიდი სიმამაცე და სიმტკიცე აჩვენეს, და მმართველს უთხრეს შემდეგი რამ: "ამახიოს, თუ გწადია ხორცის გასინჯვა, გადაგვაბრუნე მეორე მხარეზეც, რათა საჭმელად ნახევრად უმი არ ვიყოთ." ამგვარად დაასრულეს მათ სიცოცხლე. მათზე მოგვითხრობს როგორც სოკრატე სქოლასტიკოსი, ისე სოზომენი თავიანთ საეკლესიო ისტორიებში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი