შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე (+დაახლ. 250) - 04 (17) აგვისტო და 22 ოქტომბერი (4 ნოემბერი)
შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე (+დაახლ. 250) - 04  (17) აგვისტო  და 22 ოქტომბერი (4 ნოემბერი)
სულ სამი წელი განაგებდა რომის იმპერიას დეციუსი, მაგრამ მრავალი ქრისტიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთხელ იმპერატორი კართაგენიდან ეფესოში ჩავიდა, ქალაქის შუაგულში კერპები აღმართა და მსხვერპლი შესწირა, ორიოდე დღის შემდეგ კი მისი ბრძანებით ყველა ქრისტიანს მოუყარეს თავი და კერპთა თაყვანისცემა უბრძანეს. ზოგიერთმა სულმოკლეობა გამოიჩინა და უღალატა უფალს, მრავალმა კი მაცხოვრის ღალატს სიკვდილი ამჯობინა.

იმ დროს ეფესოში შვიდი ქრისტიანი ყმაწვილი ცხოვრობდა. ვახსენოთ მათი წმინდა სახელებიც: მაქსიმილიანე, იამბლიქოსი, მარტინიანე, იოანე, დიონისე, კონსტანტინე და ანტონინე. დიდებულთა ჩამომავლები იყვნენ, მაგრამ თავი როდი მოჰქონდათ ამით; პირიქით - თავმდაბლობით, მორჩილებით, ლოცვის სიყვარულით გამოირჩეოდნენ. შვიდივე ჯარში მსახურობდა. იმპერატორის ბრძანება რომ შეიტყვეს, მიწაზე დაემხნენ და ცრემლით იწყეს ლოცვა. ზოგიერთმა შეამჩნია ეს და დეციუსს მოახსენა: ქრისტიანებს სხვაგან ეძებ, ისინი კი, აგერ, შენსავე ჯარში მსახურობენო. გაბრაზებულმა იმპერატორმა მათი შეპყრობა ბრძანა. როცა ახალგაზრდები მიჰგვარეს, მოსთხოვა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. "ჩვენ ვაღიარებთ ცისა და ქვეყნის შემოქმედს და მხოლოდ მას შევწირავთ ბაგეთაგან მსხვერპლსო", - უპასუხეს ტუსაღებმა. დეციუსის ბრძანებით, ყმაწვილებს სამხედრო ქამრები შეხსნეს. "არ ხართ ღირსნი, მეფის ჯარში მსახურობდეთ, - თქვა იმპერატორმა, - წამებას კი იმსახურებთ, მაგრამ ახალგაზრდები ხართ და მოსაფიქრებლად დროს მოგცემთ. მე ახლა სხვაგან მივდივარ და რომ დავბრუნდები, ღმერთებს თაყვანი უნდა სცეთ". ეფესელი ყრმები გაათავისუფლეს, დეციუსი კი სხვა ქალაქში გაემგზავრა.

ყრმები დაბრუნდნენ შინ, საიდუმლოდ აიღეს უამრავი ოქრო-ვერცხლი და გლახაკებს დაურიგეს, თვითონ კი მოითათბირეს: სანამ დეციუსი დაბრუნდება, ოქლონის მთაზე, დიდ მღვიმეში განვმარტოვდეთ, ვილოცოთ და ვევედროთ უფალს, მოგვცეს ძალა, რომ უშიშრად გამოვცხადდეთ იმპერატორთან, ჩვენი სარწმუნოება ვაღიაროთ და ქრისტესთვის ვეწამოთო.

ახალგაზრდებმა კარგა ხანი დაყვეს მღვიმეში, განუწყვეტლივ ევედრებოდნენ უფალს ხსნას, ქალაქში კი პურის საყიდლად და ამბის შესატყობად იამბლიქოსს გზავნიდნენ, რომელიც, რომ ვერ ეცნოთ, გლახაკივით იყო შემოსილი. ერთ დღეს იამბლიქოსმა იმპერატორის ეფესოში დაბრუნება იხილა და ისიც შეიტყო, რომ დეკიუსს მათი პოვნა ებრძანებინა.

ამ ამბავმა ყმაწვილებს ძრწოლა მოჰგვარა. ყრმები მიწაზე დაემხნენ და დიდხანს ილოცეს. შემდეგ იამბლიქოსმა ტრაპეზი გაამზადა. ახალგაზრდები მცირედით დანაყრდნენ და მღელვარებისგან დაქანცულებს მიეძინათ. სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა, რომელიც მუდამ ზრუნავს თავისი ეკლესიისა და ერთგულ მორწმუნეთათვის, ეს შვიდი ყრმა საკვირველი და უჩვეულო ძილით - სიკვდილის ძილით - მიაძინა. სული მათი ღვთის ხელთ იყო, სხეულები კი უხრწნელი და უცვლელი დარჩა.

ყრმები რომ ვერ იპოვეს, განრისხებულმა იმპერატორმა მათი მშობლები იხმო და განუცხადა, მათ ნაცვლად თქვენ დაგსჯითო. ისინი კი, შეშინებულნი, ერთგულებას ეფიცებოდნენ. ისიც კი უთხრეს: ჩვენს ვაჟებზე ამბობენ, რომ ოქლონის მთის დიდ მღვიმეში დამალულანო. მაშინ იმპერატორმა ბრძანა, მღვიმის შესასვლელი ამოექოლათ, რათა ურჩი ქრისტიანები შიმშილით დახოცილიყვნენ.

მეფის საძინებლის ორმა მცველმა, ფარულმა ქრისტიანებმა თეოდორემ და რუთინუსმა, შვიდი ყრმის მოწამებრივი აღსასრულის ამბავი აღწერეს, სპილენძის სკივრში ჩაასვენეს და მღვიმის შესასვლელში ფარულად ჩაფლეს იმ იმედით, რომ ოდესმე ვინმე მათ წმინდა ნაწილებს იპოვიდა.

KARIBCHE

ეფესელ ყრმათა მღვიმე


მალე დეციუსი გარდაიცვალა. მის შემდეგ რომის იმპერიამ მრავალი მმართველი გამოიცვალა, ყველა - ურჯულო და ქრისტეს მოძულე, მაგრამ მოვიდა დრო და კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

გამოხდა ხანი, ტახტზე თეოდოსი მცირე (408-450) ავიდა. სწორედ იმ ხანებში გამოჩნდნენ ერეტიკოსები, რომელთაც მკვდრეთით აღდგომის არ სწამდათ. თვით ეპისკოპოსნიც კი ამბობდნენ, აღსასრულის ჟამს ხორცთან ერთად სულიც კვდებაო. ამ ამბებმა თეოდოსი დიდად შეაწუხა, ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა ეკლესია ამ საცდურისგან. უფალმაც შეისმინა მართალთა ვედრება და მოახდინა უდიდესი სასწაული, რათა ყველასთვის თვალსაჩინო გამხდარიყო საიდუმლო მკვდრეთით აღდგომისა და საუკუნო სიცოცხლისა - ორასი წლის შემდეგ გააღვიძა ღმრთივმიძინებული ყრმები.

ყმაწვილებმა პირველად დილის ლოცვები აღავლინეს, მერე კი ერთმანეთს მიესალმნენ. იტყოდით, ჩვეულებრივი ღამის ძილისგან გამოფხიზლდნენო, რადგან გარეგნულად არაფერი ეტყობოდათ, სამოსიც კი მაშინდელივით ახალთახალი ეცვათ. მწუხარებით გაიხსენეს ქრისტიანთა დევნა და მომავალი განსაცდელი - მათ ხომ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ დეციუსი უკვე ეძებდა. წმინდა იამბლიქოსმა კვლავ დაუდასტურა "გუშინდელი" მონათხრობი. მაშინ წმინდა მაქსიმილიანემ მეგობრებს მიმართა: "რა ვქნათ, ძმებო, წავიდეთ და უშიშრად ვაღიაროთ ქრისტე თუ სულმოკლეებივით ვისხდეთ ამ მღვიმეში? განვიშოროთ შიში და ღვთის სადიდებლად დავღვაროთ სისხლი. შეიძლება, წუთიერ სოფელში გვაწამონ, მაგრამ საუკუნო სიცოცხლეს ვერ წაგვართმევენ. შენ კი, ძმაო იამბლიქოს, აიღე ვერცხლი, წადი და გუშინდელზე მეტი პური გვიყიდე. შეიტყვე ისიც, რა განუზრახავს დეციუსს. მალევე დაბრუნდი, რათა ტრაპეზით მოვძლიერდეთ და ჩვენივე ნებით შეგვეძლოს აქედან გასვლა და მოწამეობაო".

იამბლიქოსმა აიღო ფული და გზას გაუდგა. მღვიმის გასასვლელთან ქვები დაინახა მოგროვილი. ვინმე ადოლს, ოქლონის მთის ახლანდელ მფლობელს, რომელმაც ეფესელ ყრმებზე არაფერი იცოდა, ქვების ნაწილი ყორის გასაკეთებლად წაეღო, ისე რომ, მღვიმეში კაცის შესაძრომი ხვრელი გაკეთდა. წმინდა იამბლიქოსი დაეშვა მთიდან, მიუახლოვდა ქალაქს და რას ხედავს: ყველგან უმშვენიერესი, დიდებული ხელოვნებით ნაკეთები პატიოსანი ჯვრებია აღმართული, ხალხი კი ქრისტეს სახელს იფიცავს. "გუშინ აქ ქრისტიანებს აწამებდნენ, დღეს კი უფალს ადიდებენ... შენობებიც სხვანაირია და ადამიანებსაც სხვანაირად აცვიათ. მხარი ხომ არ მეცვალა, იქნებ სხვა ქალაქიაო?!" - იფიქრა იამბლიქოსმა და ამ ქალაქს რა ჰქვიაო, იკითხა. ეფესოო, მიუგეს. წმინდა ყრმამ არ დაიჯერა, მაგრამ არაფერი თქვა - იფიქრა, პურს ვიყიდი და მაშინვე უკან წავალ, გზა რომ არ დამებნესო. მივიდა მეპურესთან და ვერცხლი მიაწოდა. ხაბაზმა მონეტა შეათვალიერა და მეზობელს აჩვენა. ყველას გაუკვირდა მისი სიძველე. "ალბათ, ამ ბიჭმა განძი იპოვაო", - დაიწყეს ჩურჩული. იამბლიქოსმა შეამჩნია ეს, იფიქრა, მიცნესო და დეციუსთან დასმენის შიშით აჩქარდა, მაგრამ უეცრად ვაჭრები თავს დაესხნენ, გააკავეს და მკაცრად მიმართეს: "გვითხარი, საიდან გაქვს ეს ძველისძველი ფული! ეტყობა განძი იპოვე, მოგვეცი ნაწილი, თორემ მსაჯულს მიგგვრითო". წმინდა იამბლიქოსი განცვიფრებისგან დამუნჯდა. გაკოჭეს და იქვე დაამწყვდიეს.

ქალაქში ხმა გავარდა, ვაჭრებმა ვიღაც უცნობი ყმაწვილი დაიჭირეს, რომელსაც განძი აქვს გადამალულიო. ამ ამბავმა ქალაქის თავის ყურამდეც მიაღწია. იმ დროს ის ეპისკოპოსს რაღაც საქმეზე ეთათბირებოდა. "ბიჭი აქ მოგვგვარეთო", - ბრძანეს ქალაქის თავმა და მწყემსმთავარმა. ბრძანება მყისვე შეასრულეს. ქალაქის თავმა და ეპისკოპოსმა ფული შეათვალიერეს და იამბლიქოსს ჰკითხეს: "საიდან გაქვს ეს განძიო?" "მშობლების სახლიდან წამოვიღე. ან რა გასაკვირია, მქონდეს - ქალაქში ხომ ამით ვაჭრობენო", - უპასუხა ყრმამ. "სადაური ხარ, შვილო?" - ჰკითხა ქალაქის თავმა. "ვფიქრობ, აქაურიო", - მიუგო წმინდანმა. ჰკითხეს ვინაობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის მშობლებსა თუ ნათესავებს არავინ იცნობდა. "რაღაცას გვატყუებ, - განრისხდა ქალაქის თავი, - ამ ფულს მშობლებს როგორ გამოართმევდი, როცა მონეტაზე იმპერატორი დეციუსია გამოსახული?! ნუთუ შენი მშობლები იმდენად ხანდაზმულნი არიან, რომ დეციუსიც ახსოვთ და იმდროინდელი ფულიც აქვთ? ახლა ციხეში მიგაბრძანებთ და სანამ სიმართლეს არ იტყვი, იქ იქნებიო". ქალაქის თავის სიტყვებმა იამბლიქოსი განაცვიფრა, მის წინაშე დაემხო და შესთხოვა: "გევედრებით, ბატონებო, მითხარით სიმართლე: იმპერატორი დეციუსი ისევ ამ ქალაქშია თუ არა? იქნებ ცოცხალიც აღარ არის?" "არა, ჩემო შვილო, - მიეფერა ეპისკოპოსი, - ამ ქვეყანაში ოდესღაც კი მეფობდა დეციუსი, მაგრამ ახლა მას კეთილმორწმუნე თეოდოსი მართავსო". "გევედრებით, წამომყევით ოქლონის მთის მღვიმეში, - სთხოვა წმინდანმა, - ჩემს მეგობრებს გაჩვენებთ და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავექეცით დეციუსს და მღვიმეში დავიმალეთ. დეციუსი კი სწორედ გუშინ ვნახე, ეფესოში რომ შემოდიოდაო".

ეპისკოპოსი ჩაფიქრდა. "ღმერთს ამ ყრმის მიერ რაღაც დიდი საიდუმლოს განცხადება სურს, წავიდეთ, გავყვეთო", - თქვა ბოლოს.

წმინდა იამბლიქოსი მღვიმისკენ გაემართა. უკან უამრავი ხალხი გაჰყვა. გამოქვაბულის შესასვლელი რომ გააფართოვეს, ის სპილენძის სკივრი იპოვეს, სადაც შვიდი ეფესელი ყრმის ამბის აღმწერი ხელნაწერი ესვენა, მღვიმეში კი ექვსი მოწამე იხილეს, მშვენიერნი, დიდებულნი და ღვთის მადლით მოსილნი. ეპისკოპოსმა, ქალაქის თავმა და სხვა ეფესელებმა მუხლნი მოიდრიკეს მათ წინაშე და უფალს მადლობა შესწირეს ამ სასწაულისთვის.

KARIBCHE

 


ეპისკოპოსმა და ქალაქის თავმა წერილი აახლეს იმპერატორ თეოდოსის - სთხოვდნენ, ეფესოში ღირსეული და პატივცემული ხალხი გამოეგზავნა, რათა ეს სასწაული ეხილათ. თეოდოსიმ ეს ამბავი რომ შეიტყო, უმალვე ეფესოს მიაშურა. ეპისკოპოსი და ქალაქის თავი მეფეს მღვიმისკენ გაუძღვნენ. წმინდა ყრმები რომ დაინახა, თეოდოსიმ მღელვარებისგან ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შეძლო, მერე კი მათ წინაშე მუხლებზე დაეცა. წმინდანებმა ხელი მოჰკიდეს და წამოაყენეს. წამოდგა მეფე, სიყვარულით მოეხვია ყრმებს, ეამბორა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, მერე კი მათ წინ მიწაზე დაჯდა. გულშემუსვრილი შესცქეროდა და ადიდებდა ღმერთს. "უფალნო ჩემნო, - მიმართა წმინდანთ, - თქვენი სახით მე ვჭვრეტ თვით ჩემს მეუფესა და უფალს იესო ქრისტეს, რომელმაც ოდესღაც ლაზარე აღადგინა საფლავითგან. ახლაც, ინება და თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით თქვენ განგაცოცხლათ, რათა ცხადად ემცნო ჩვენთვის მომავალი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, როცა საფლავთა მკვიდრნი ღვთის სიტყვას მოისმენენ, გაცოცხლდებიან და უხრწნელი სხეულით შემოსილნი გამოვლენ იქიდან". "მტკიცე ხარ რწმენაში, მეფეო, - უთხრა წმინდა მაქსიმილიანემ მეფეს, - ამიტომ შენი მეფობაც შეუმუსრავი იქნება, იესო ქრისტე დაიფარავს მას ყოველგვარი ბოროტებისგან. გწამდეს, მეფეო, რომ უფალმა შენი გულისთვის აღგვადგინა მკვდრეთით".

იმპერატორი ერთი კვირა დარჩა წმინდანებთან, ემსახურებოდა, მათთან ერთად იყოფდა ტრაპეზს. შემდეგ კი წმინდანებმა ყველას თვალწინ დახუჭეს თვალები და მიიძინეს. თეოდოსიმ გადაწყვიტა, ცხედრები ოქროს კუბოთი გადაესვენებინა, მაგრამ იმავე ღამეს წმინდანები გამოეცხადნენ და უბრძანეს, მათი სხეულებისთვის ხელი არ ეხლო.

მრავალმა საეკლესიო პირმა აღწერა წმინდა ყრმათა ამბავი. მათი უხრწნელი სხეულების შესახებ უკანასკნელი ცნობა მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე იღუმენ დანიელს ეკუთვნის. წმინდა ნაწილთა შემდგომი ხვედრი უცნობია.

ბედნიერია ერი, რომელსაც ისეთი მეფე ჰყავს, რომლის ლოცვითაც ღმერთი მკვდრეთით აღადგენს შესვენებულთ. ბედნიერია ერი, რომლის მეფეც ერს სარწმუნოებაში განამტკიცებს და ზეციური სამეფოსაკენ მიუძღვის...

ტროპარი

მოწამეთა შენთა, უფალო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი

სოფლის შინაჲსა ხრწნილებისა მომძაგებელნი, და უხრწნელთა ნიჭთა მიმღებელნი, მომკუდარნი, თვინიერ ხრწნილებისა, დაადგრეს წმინდანი შვიდნი ყრმანი, რომლისათჳს აღდგეს შემდგომად მრავალთა წელთა, ყოველთა სიბოროტეთა ურწმუნოებისათა დამფვლელნი, რომელთაცა ქებით შემსხმელნი, მორწმუნენი, დღეს ქრისტესა უგალობდეთ.

ბეჭდვაელფოსტა
20.08. 2016
jamila shamatava
Dideba Upals,Dideba shvid epesel yrmata.
09.05. 2015
terasini
amin
07.10. 2014
ანასტასია ხვიბლიანი
ამინ! დიდება უფალს! ამინ! ამინ! ამინ! და შვიდ ეფესელ ყრმას! ამინ!
03.10. 2014
DIDEBA UPALS
DIDEBA UPALS
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat