წმინდა მოწამე აბდე (აბიდე), სპარსეთს ვნებული - 5 (ახალი სტილით - 18) სექტემბერი
წმინდა მოწამე აბდე (აბიდე), სპარსეთს ვნებული - 5 (ახალი სტილით - 18) სექტემბერი
წმინდა აბდე სპარსეთს, ხორმიზდ-არდაშირის მხარის ეპისკოპოსი ეზდიგერდ პირველის (399-429 წლები) მმართველობისას გახლდათ, როდესაც რომში იმპერატორად .თეოდოსი-უმცროსი იჯდა.

ღირსი აბდე წარმართთა შორის ცხოვრობდა და ცდას არ აკლებდა მათ მოსაქცევად, თუმცა, მის ძალისხმევას დიდი შედეგი არ მოჰყოლია.

420 წლის დასაწყისში საღვთო მოშურნეობით აღვსილი მღვდელი, ხაშუ, მისი ტაძრის სიახლოვეს მდებარე წარმართულ სალოცავში შევიდა, მარადიული ცეცხლი ჩააქრო, შემდეგ კი - იქაურობა ცეცხლს მისცა.

Eეს ამბავი მალე მისწვდა სელევკიაში სამეფო სასახლეს, ხელმწიფე გაცოფდა, მისი ხელქვეითნი და ქურუმნი კი კიდევ ერთხელ აღივსნენ შურით ქრისტიანთა სიმტკიცისა და ღვთივსულიერების გამო.

სწორედ მათი რჩევით გადაბუგა ხელმწიფემ სამეფოს ყველა ქრისტიანული ტაძარი და მონასტერი, ქრისტიანებს კი - ღვთისმსახურება აუკრძალა.

Hორმიზდ-არდაშირში პრესვიტერ ხაშუს გარდა წმინდა აბდე და კიდევ ექვსი ქრისტიანი შეიპყრეს, სელევკიას წაიყვანეს და ჯაჭვასხმულები წარულდგინეს მეფეს.

- მამათაგან ნამემკვიდრალი სწავლება რად დააგდეთო?

- იმ ადამიანებს, ვინაც მრავალ ღმერთს მსახურებს, არად ვაგდებთ, არამედ ოდენ სამყაროს შემოქმედს ვესავთ.

მრისხანებით გონდაკარგულმა ხელმწიფემ აბდეს და სხვა ქრისტიანთ უბრძანა: - დაქცეული ტაძარი აღადგინეთ, თორემ თქვენს ტაძრებს ნაცრად ვაქცევო, რაზეც მტკიცე უარი მიიღო.

მაშინ მარტვილთა წამება ბრძანა, - ნეტარი აბდე და მისი თანამოძმენი ექვსმა ჯარისკაცმა შეიპყრო და გახურებული შამფურებით მანამ გვემეს, სანამ სული არ ამოხადეს.

სწორედ მათი მოწამეობის შემდგომ დაიწყო სპარსეთში ქრისტიანთა ოცდაათწლიანი დევნა - ქრისტეს სიყვარულის გამო მრავალს კვეთდნენ ხელებს, ყურებს და სხეულის სხვა ნაწილთ, ტყავს აძრობდნენ, სხეულში წვერწამახულ იარაღს უყრიდნენ, ხელფეხშეკრულთ ღრმა ორმოებში ვირთხებს ან სხვა მხეცთ უგდებდნენ დასაგლეჯად.

ამ წმინდა მარტვილთა შორის წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა დიაკონ ბენიამინს (ხსენება 13 ოქტომბერს), ჰორმიზდს (ხსენება 3 ნოემბერს) და სუნინს, რომელიც უწინ გავლენიანი წარჩინებული იყო, ათასამდე მონის მფლობელი.

როდესაც ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, ყველაფერზე უარი თქვა, არც მეუღლის თხოვნას უგდო ყური და ქრისტეს ღალატს სიკვდილი არჩია.

* * *
აქ კი მცირე ექსკურსს გთავაზობთ იმდროინდელ სპარსელ ქრისტიანთა მატიანიდან:

მეფე შაბურისჟამინდელი სასტიკი დევნის შემდგომ იქაურ ქრისტიანებს შედარებით მშვიდი ჟამი დაუდგათ.

V საუკუნის დასაწყისისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან ერთმა მესოპოტამიელმა ეპისკოპოსმა, წმინდა მარუთამ, სპარსეთის მეფე ეზდიგერდ პირველზე (399-422 წლები), მას შემდეგ, რაც მძიმე სენისგან განკურნა, დიდი გავლენა მოიპოვა.

მისი წყალობით, ქრისტიანების დევნა შეწყდა და მათ ტაძართა მშენებლობისა და ღვთისმსახურების თავისუფლად აღსრულების ნება დართო. მაგრამ ერთმა ფაქტმა ვითარება დაძაბა - ქალაქ სუზის ეპისკოპოსმა, აბდიამ, ბომონი გადაწვა და როდესაც მეფემ სალოცავის აღდგენა მოსთხოვა, მის აღდგენას სიკვდილი არჩია.

განრისხებულმა მეფემ ქრისტიანულ სალოცავთა დანგრევა ბრძანა. Aმას მოჰყვა დევნა, ხანმოკლე შუალედებით ოცდაათ წელიწადს რომ გაგრძელდა, ხოლო უკიდურეს სისასტიკეს ეზდიგერდის მემკვიდრე ბაჰრამ V (421-438 წწ) ზეობისას მიაღწია.

სპარსი მოგვები, ჯადოქრებისგან წაქეზებული ხელისუფლება თუ უბრალო ხალხი ქრისტიანთა ტანჯვას ერთმანეთს არ აცლიდა: სადაც კი ჰპოვებდნენ, ცოცხლად მარხავდნენ, ტყავს აძრობდნენ, რომელთა სიმხნევე და მოთმინება მტანჯველებსაც კი განაცვიფრებდა.

მეფის გარემოცვაში, თვით მაღალი თანამდებობების კარისკაცთა შორის, ბევრმა ქრისტიანმა სარწმუნოებისაგან განდგომას სიკვდილი ამჯობინა. ერთ-ერთმა მათგანმა, ჰორმიზდმა, მეფეს უთხრა:

- რას გარგებს, რომ შენი მოთხოვნა აღვასრულო? ვინც ღვთის უარყოფას დათანხმდება, განა მიწიერ ხელმწიფეს უერთგულებს?!

ჰორმიზდს ყოველივე წაართვეს: - წოდებაც და საბადებელიც, შემდეგ კი, ვითომდა გონს მოსაყვანად, მწყემსად გაგზავნეს, მაგრამ ამაოდ – მან ბოლომდე უერთგულა უფალს და მოწამებრივი სიკვდილიც მიიღო.

აღმოსავლეთ იმპერიის ქრისტიანები მხურვალედ თანაუგრძნობდნენ სპარსელ მოძმეთა ტანჯვას: ლტოლვილები თავშესაფარს მათ ჭერქვეშ პოულობდნენ.

როგორც კი ეს ამბავი ბაჰრას ყურს მისწვდა, საზღვრის დაცვა გააძლიერა და გაქცეულთა შეპყრობა ბრძანა, შემდეგ კი იმპერატორ თეოდოსის მოსთხოვა, ყველა სპარსეთიდან ლტოლვილი გადაეცა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო.

რაღა თქმა უნდა, ამ ფაქტმა დაპირისპირება გამოიწვია, რამაც ქრისტიანთა მდგომარეობა გააუარესა.

ბოლოს, ბაჰრამის მრისხანება ერთ-ერთი მღვდელმთავრის დიდსულოვნებამ დააცხრო: - საიმდროოდ შვიდი ათასამდე სპარსი ტყვეობაში იტანჯებოდა. ამიდიის ეპისკოპოსმა, აკაკიოსმა, კლიროსი შეკრიბა და შესთავაზა, - ტყვეთა გამოსახსნელად საეკლესიო ოქროს ჭურჭელი გავყიდოთო და თანხმობაც მიიღო.

მალე ტყვედქმნილნი სამშობლოში დააბრუნეს და მგზავრობისათვის ყოველივე აუცილებლითაც მოამარაგეს. ქრისტიანთა ასეთმა გულმოწყალებამ ბაჰრამი გააოგნა: შეიცნო ჭეშმარიტი სული სარწმუნოებისა, რომელსაც სდევნიდა და თეოდოსის მალევე დაუზავდა, ხოლო ქრისტიანთ გარდაცვალებამდე მფარველობდა.

თუმცა, მისმა მემკვიდრემ, ეზდიგერდ მეორემ (438-457 წწ) დევნა განაახლა.

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა ალექსისა (ბელკოვსკი), ველიკოუსტიუჟსკის მთავარეპისკოპოსისა და მოწამისა ექვთიმე კოჩევისა (+1937 წელი)

* * *

ხსენება წმინდა მოციქულ პეტრეს გამოცხადებისა იმპერატორ იუსტინიანესადმი ათირს, კონსტანტინოპოლის მახლობლად

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat