წმინდა იერუსალიმა ალექსანდრიაში პრობუსის (276-282 წლები) ჟამს ცხოვრობდა, ქმრის გარდაცვალების შემდგომ რაც გააჩნდა, ღატაკთ დაურიგა
და ვაჟებთან - სეკუნდთან, სეკენდიკთან და სეგორთან ერთად ღვთის სიტყვის ქააგება იწყო.
რომში მცირე ხანს გაჩერდა, შემდეგ კი მაკედონიის ქალაქ ედესში გადავიდა, სადაც შემონაზვნდა.
ედესაში წმინდა დედამ მრავალი ვერიელი წარმართი მოაქცია, რამაც ფრიად გააღიზიანა თესალონიკის კომენდანტი, იერსალიმა შვილებითურთ დაიბარა.
იხილა რა მათი მტკიცე რწმენა, სეგორი რკინის გავარვარებულ ბადეზე დააწვინა და ნესტოები გახურებული ჩხირებით დაუხვრიტა, რის შემდეგაც ყმაწვილმა სული უფალს შეჰვედრა.
მისი ძმა, სეკუნდი, მუხის ხეზე გააკრეს, ჯერ როზგებით ტანჯეს, შემდეგ - თავზე გახურებული რკიბის ქუდი დაახურეს.
მისი მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ სეკენდინი გახელებულ ცხენებს გამოაბეს კუდებზე, იერუსალიმამ კი მაკაბელთა დედის (ხსენება 1 აგვისტოს) სიმტკიცით დაითმინა შვილთა წამება.
როდესაც იერუსალიმას ტანჯვის ჟამი დადგა, გვერდები რკინის კავებით დაუგლიჯეს, თუმცა, ტანჯვას უვნებელი გადაურჩა. ამის მხილველმა, მოთმინებადაკარგულმა მტარვალმა ნეტარ დედას თავი წარკვეთა.
ღამით ქრისტიანებმა მარტვილთა ნაწილნი შეკრიბეს და ქალაქიდან სამხრეთით მიწას პატივით მიაბარეს.
მოგვიანებით იმ ადგილას მათ პატივად ტაძარი აღმართეს, სადაც მრავალი სასწაული აღსრულდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი