წმინდა ერმიონია - მოციქულ ფილიპეს (ხსენება 11 ოქტომბერს) ოთხი ქალიშვილიდან ერთ-ერთი გახლდათ.
დასთან, - ევტიქიასთან ერთად მცირე აზიაში, იოანე ღვთისმეტყველის (ხსენება 26 სექტემბერი) სახილველად წარვიდნენ, თუმცა, იგი გარდაცვლილი დახვდათ დამ ის მოწაფესთან - პეტრონიუსთან დარჩნენ და სულიერად ეშვილნენ.
ერმიონია მკურნალის ხელოვნებას ფლობდა, მალე კი - სულთა მკურნალობასაც დაეუფლა, რის გამოც მრავალი აკითხავდა.
როდესაც იმპერატორი ტრაიანე რომიდან ეფესოს ჩაბრძანდა, ერმიონიას საკვირველი საქმეების შესახებ შეიტყო, მოუწოდა და შეეცადა, ქრისტეზე უარი ეთქმევინებინა, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერა გააწყო რა და ბრძანა, დიდხანს ეცემათ სახეში.
მაგრამ ნეტარი არა მხოლოდ ვერ გრძნობდა ტკივილს, თავისი უშფოთველობით და სიხარულით ჯალათთ განაიარაღებდა, - მოძღვრის სახეში თვით მაცხოვარი ეცხადებოდა და განამტკიცებდა.
ერმიონიამ ტრაიანეს პართიელთა ძლევა და მისი აღსასრულის შემდგომ ხელისუფლების მისი ნათესავის, - ადრიანეს გაიმპერატორება იწინასწარმეტყველა, რაც რამდენიმე წელიწადში, 117 წელს, აღსრულდა კიდეც.
ერმიონიას შესახებ ადრიანემაც მოკლე ხანში შეიტყო და თავის სამსჯავროზე მოუწოდა, ასაკი და წარმომავლობა ჰკითხა,
- ქრისტემ უწყის ჩემი სამშობლო და ასაკი, - უპასუხა ნეტარი.
მისი სიმამაცით გაოცებულმა იმპერატორმა ერმიონიას გაშიშვლება და უმოწყალოდ გვემა ბრძანა, ნეტარი კი ყოველი დარტყმისას ჰმადლობდა უფალს, რომ მისთვის სალმობათა დათმენის ღირსი გახადა, კვნესის ნაცვლად კი მის ბაგეთაგან ოდენ უფლის დიდებისმეტყველება აღმოდიოდა.
მისმა სიმტკიცემ ისე გააშლეგა ტირანი, ნეტარისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, მაგრამ როგორც კი ჯალათებმა, - თეოტიმმა და თეოდულემ, მახვილი აღმართეს, ორივეს ხელები გაუხმა.
ერმიონიამ, რომელსაც მეტრიც კი ეწყალვოდა, მათთვის ილოცა და ხელნი განუმრთელა, რის შემდეგაც ორივემ იწამა ქრისტე.
წმინდა ერმიონიამ სული უფალს შეჰვედრა და ეფესოში დაიკრძალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი