ედესელი ეპისკოპოსები: წმინდა ბარსისე და ევლოგი და კარიელი მღვდელმთავარი პროტოგენი (IV) - 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
ედესელი ეპისკოპოსები: წმინდა ბარსისე და ევლოგი და კარიელი მღვდელმთავარი პროტოგენი (IV) - 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
ძველი სტილით 25 აგვისტოს (7 სექტემბერს) ეკლესია ასევე იხსენიებს IV საუკუნის მეორე ნახევარში აღსრულებულ ედესელ ეპისკოპოსებს წმინდა ბარსისესა და ევლოგის კარიელ მღვდელმთავარ პროტოგენს. ამ სამი მღვდელმთავრის მოწამებრივი აღსასრული იმპერატორ ვალენტის სახელს და მის მიერ ქრისტიანთა სასტიკ დევნას უკავშირდება. IV საუკუნის II ნახევარში რომის იმპერატორმა ვალენტინიანემ (364-375 წწ.), ბევრი თავისი წინამორბედის მსგავსად, საჭიროდ ჩათვალა თანამმართველის არჩევა და, საუბედუროდ, თავის უმცროს ძმაზე - ვალენტიზე (364- 378 წწ.) შეჩერდა; მას აღმოსავლეთი ჩააბარა, თვითონ კი დასავლეთის პროვინციებს მართავდა - ხან მილანში ცხოვრობდა, ხანაც ტრირში ან რავენაში. ვალენტი მონათლა არიანელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ და ფიცი ჩამოართვა, მხარი დაეჭირა არიანული სწავლებისთვის. ვალენტიმ სიტყვა შეასრულა და ტახტზე ასვლისთანავე განაახლა არიანელთა კონსტანციუსის დროინდელი ზეობა. მართლმადიდებელი ეპისკოპოსები უმალ არიანელებმა შეცვალეს; დაიხურა ან არიანელებს გადაეცა ტაძრები. გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმად კონსტანციუსისგან განდევნილ და იულიანეს მიერ დაბრუნებულ ყველა ეპისკოპოსს კვლავ უნდა დაეტოვებინა თავისი კათედრა.

არიანელთაგან შევიწროებულმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, იმპერატორისთვის ეთხოვათ დახმარება და მასთან გაგზავნეს ოთხმოცამდე ეპისკოპოსი. როდესაც მათი საჩივარი მოისმინა, ვალენტიმ საყოველთაო რისხვის შიშით აშკარად მოქმედება ვერ გაბედა, ბრაზი დაიოკა და ხელქვეითებს უბრძანა, ფარულად დაეხოცათ ისინი. მათაც ჯერ ეპისკოპოსების განდევნის ხმა გაავრცელეს, შემდეგ ისინი აიყვანეს ხომალდზე, რომელიც ღია ზღვაში გასვლისთანავე გადაწვეს. ყველა მღვდელმთავარი მოწამებრივად აღესრულა.

ვალენტიმ ქალაქ ედესაში კათედრიდან განდევნა სარწმუნოების სიწმინდისათვის მებრძოლი მღვდელმთავარი ბარსისე და კუნძულ არადის საპყრობილეში გაგზავნა. მართლმადიდებელი მოსახლეობა დევნილ მღვდელმთავარს დიდი პატივით შეხვდა. იგი უფრო შორს, ეგვიპტის ქალაქ ოქსირინთში გადაიყვანეს, მაგრამ იქაც ამგვარადვე დაუხვდნენ. მაშინ მღვდელმთავარი იმპერიის საზღვარზე, ქალაქ ფენონში გადაასახლეს, სადაც, გატანჯულმა, სული უფალს შეჰვედრა (+378).

ედესაში იმპერატორმა ვალენტიმ საეპისკოპოსო ტახტზე უკანონოდ აღასაყდრა არიანელი ცრუეპისკოპოსი ლუპუსი (რაც მგელს ნიშნავს), რომელმაც საქმით გაამართლა თავისი სახელი. ყველამ უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე და სალოცავად ღია ცის ქვეშ, უდაბურ ადგილებში იწყო შეკრება. ვალენტიმ უბრძანა პრეფექტ მოდესტს, ძალით გაერეკა 91
ასეთი თავყრილობების მონაწილენი, ხოლო ურჩები დაეხოცა. მკაცრი ზომების თავიდან ასაცილებლად მოდესტმა ეს ბრძანება სახალხოდ გამოაცხადა, მაგრამ შეკრებები მაინც გაგრძელდა. მაშინ პრეფექტი მეომრებთან ერთად გაემართა იმპერატორის ბრძანების შესასრულებლად. გზად შეკრებაზე მიმავალი დედაკაცი შეხვდა, რომელსაც ხელჩაკიდებული ბავშვი მიჰყავდა.

- სად მიდიხარ?! იცოდე, არავის დავინდობ. შენც და შენს შვილსაც იქ სიკვდილი გელით! - დაუყვირა პრეფექტმა.

- ვიცი და ამიტომაც მივიჩქარი, რომ შვილთან ერთად მოწამებრივი სიკვდილის პატივი მეც მხვდეს წილად, - მიუგო დედაკაცმა.

მოდესტმა ვითარება შეატყობინა იმპერატორს და შეევედრა, ბრძანება გაეუქმებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი მოსახლეობა უნდა ამოეხოცა. ვალენტიმ შეამსუბუქა ბრძანება და განდევნა არიანელებთან დაპირისპირებული ოთხმოცამდე სასულიერო პირი. თუმცა განდევნამდე შეეცადა მათ გადაბირებას. სასულიერო პირები მღვდელმთავარ ევლოგის წინამძღვრობით იმპერატორს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალი ეცადა, ცრუეპისკოპოს ლუპუსთან ურთიერთობაზე დაეყოლიებინა ისინი, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ დაითანხმა. ამის შემდეგ ოთხმოცი ღვთისმსახური ბორკილებასხმული გაგზავნეს თრაკიის საპყრობილეში.

განდევნილებს ხალხი აცილებდა და აღმსარებელთა პატივს მიაგებდა. ამან მორწმუნეებში კიდევ უფრო აღანთო ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი თავდადება. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ორ-ორად დაეყოთ განდევნილი ღვთისმსახურები და სხვადასხვა ადგილში მიმოეფანტათ.

წმინდა ხუცესი ევლოგი და პროტოგენი თებაიდის ქალაქ ანტინოეში გაგზავნეს, სადაც მათ თავიანთი ქადაგებით ბევრი კერპთმსახური მოაქციეს და მონათლეს. როცა იმპერატორი ვალენტი დაიღუპა, ტახტზე ასულმა კეთილმსახურმა მეფე თეოდოსიმ (379-395), დევნის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი აღმსარებლები გადასახლებიდან დააბრუნა.

გარდაცვლილი წმინდა ეპისკოპოსის, ბარსისეს ნაცვლად ხუცესი ევლოგი აკურთხეს ედესელ მღვდელმთავრად, წმინდა პროტოგენს კი მესოპოტამიის ქალაქ კარიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმინდანები ბრძნულად განაგებდნენ სამწყსოს, სანამ IV საუკუნის მიწურულს მშვიდობით არ გავიდნენ ამსოფლიდან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat