წმინდა მოწამე ლუპე თესალონიკელი (IV) - 23 აგვისტო (5 სექტემბერი)
წმინდა მოწამე ლუპე თესალონიკელი (IV) - 23 აგვისტო (5 სექტემბერი)
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე ლუპეს, წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ერთგულ მსახურსა და მოწაფეს.

წმინდა დიდმოწამე დიმიტრი რომის პროკონსულის შვილი იყო ქალაქ თესალონიკში. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. დიმიტრის მამას სახლის დარბაზების სიღრმეში საიდუმლო სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი. ამ სამლოცველოში იგი ხშირად თავის მეუღლესთან ერთად ლოცულობდა.

როგორც კი დიმიტრი წამოიზარდა, მშობლებმა თავიანთ საიდუმლო სამლოცველოში შეიყვანეს, წმინდა ხატები აჩვენეს და აუხსენს:

- ეს ჭეშმარიტი ღმერთის, ცისა და ქვეყნის შემოქმედის გამოსახულებაა, ეს კი - მისი უწმინდესი დედისა...

შემდეგ კი ქრისტეს მცნებანი განუმარტეს და ისიც აუწყეს, თუ რაოდენ დამღუპველი და ამაოა წარმართულ ბომონთა თაყვანისცემა.

დროსთან ერთად, მშობელთა სიტყვით და ღვთივსათნო ცხოვრებით დამოძღვრილმა, უმეტესად კი - სულიწმიდის მადლით განბრძნობილმა დიმიტრიმ ქრისტე შეიმეცნა.

იხილეს რა შვილის დიდი ფერისცვალება, მშობლებმა მოძღვარს და რამდენიმე ქრისტიანს მოუწოდეს და ყმაწვილი თავიანთ ფარულ ტაძარში მონათლეს.

დიმიტრი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მთელი ქონება მას დაუტოვეს. როდესაც იმპერატორმა მაქსიმიანემ შეიტყო თესალონიკელი მხედართმთავრის გარდაცვალების ამბავი, თავისთან იხმო დიმიტრი და მამამისის თანამდებობა ჩააბარა, თან დაარიგა, დაეცვა თავისი სამშობლო ქრისტიანებისაგან და დაეხოცა ყველა, ვინც კი ჯვარცმულის სახელს ახსენებდა.

თესალონიკში დაბრუნებულ დიმიტრის ხალხი სიხარულით შეხვდა. მან დაუფარავად დაიწყო ქრისტეს სახელის დიდება და ქადაგება. იგი თესალონიკისთვის მეორე პავლე მოციქულად იქცა, მას ქალაქის მოსახლეობა ჭეშმარიტი რწმენისაკენ მიჰყავდა. მაქსიმიანეს შეატყობინეს, რომ დიმიტრი ქრისტიანია და ბევრი თავის რწმენაზე გადაჰყავდა. მაქსიმიანეს რისხვას საზღვარი არ ჰქონდა. ქრისტიანების დასჯის სურვილით შეპყრობილი იმპერატორი თავისი ჯარით თესალონიკისაკენ გაემართა...

ამ ამბის შეტყობისთანავე, წმინდა დიმიტრიმ, თავის ერთგულ მსახურს, ლუპეს დაავალა, რომ მთელი ქონება ღარიბებისათვის დაერიგებინა. წმინდანი ამბობდა: "გაანაწილე ამქვეყნიური სიმდიდრე ღარიბთა შორის - დავიწყოთ ზეციური სიმდიდრის ძიება", თავად კი ლოცვასა და მარხვას შეუდგა, ემზადებოდა რა მოწამებრივი გვირგვინისათვის.

როცა უსჯულო ხელმწიფე ქალაქში შევიდა, დიმიტრი დაუყოვნებლივ წარუდგინეს, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე და რომაული წარმართობის სიცრუე და ამაოება უშიშრად ამხილა.

გააფთრებულმა თვითმპყრობელმა აღმსარებელი საპყრობილეში ჩააგდო, სადაც უწინდელზე გულმხურვალედ განაგრძო ღვთის დიდება. საპყრობილეში მას ანგელოზი გამოეცხადა, მშვენიერი სამოთხის გვირგვინით ხელში და უთხრა: "ქრისტესთვის წამებულო, გამხნევდი და განმტკიცდი".

თესალონიკში, მაქსიმიანეს ჩამოსვლასთან დაკავშირე-ბით, ცირკში დიდი თამაშობები მოეწყო. ვინმე მოჭიდავე ლიი ქრისტიანობისთვის ბრალდებულებს ებრძოდა და დამარცხებულებს მაღლიდან ძირს ისროდა, სადაც შუბები იყო შეყენებული.

ერთ ახალგაზრდა ქრისტიანს, ნესტორს, ძალიან ეცოდებოდა უთანასწორო ბრძოლაში გაგზავნილი ქრისტიანები და გადაწყვიტა, ღვთის შეწევნით შეეწყვიტა ეს ბოროტება. ნესტორი პატივს სცემდა დიმიტრის, მისი სათნო ცხოვრების გამო. ახლა კი, როდესაც დიმიტრი ქრისტესთვის წამების გზას დაადგა, მისი მოწიწება წმინდანის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. იგი შეიპარა მასთან საპყრობილეში და თავისი გადაწყვეტილების შესახებ უამბო. დიმიტრიმ მოუსმინა, ჯვარი გადასახა და უთხრა: "შენ დაამარცხებ ლიის და ქრისტესთვის ევნები".

ამ კურთხევით გამხნევებული ნესტორი ცირკში მივიდა და მოჭიდავე შესარკინებლად გამოიწვია. ღმერთმა მას ძალა მისცა და ამ ტანმორჩილმა ყმაწვილმა მოჭიდავე ძირს, შუბებზე გადმოაგდო.

მაქსიმიანეს ლიი მეომრებში გამორჩეული ჰყავდა. მისმა სიკვდილმა ძალიან დაამწუხრა. მან ნესტორის სიკვდილით დასჯა ბრძანა. კეთილშობილი ნესტორის წმინდა სულმა თავის მასწავლებელ - დიმიტრიზე ადრე შეაღწია ცათა სასუფეველში.

მეფეს მოახსენეს, რომ ყმაწვილმა ბრძოლის წინ საპყრობილეში დიმიტრი მოინახულა. ტირანმა ბრძანა, განთიადისას მოეკლათ ქრისტეს მხედარი. 306 წლის 26 ოქტომბერს, გამთენიისას, მეომრები საპყრობილეში მივიდნენ და დიდმოწამე დიმიტრი ისრებით განგმირეს.

წმინდა მოწამის ერთგულმა მსახურმა წმინდა ლუპამ დიდმოწამის სისხლში ტილო დაასველა, წმ. დიმიტრის თითიდან საიმპერატორო ბეჭედი - მაღალი წოდების ნიშანი მოხსნა და ისიც მოწამის სისხლში დაასველა. შემდეგ ამ ბეჭდითა და სხვა სიწმინდეებით, რომელნიც წმინდანის სისხლში იყო ნაკურთხი, წმინდა ლუპა სნეულებს კურნავდა.

იმპერატორის რისხვა არც წმ. ლუპას ასცდა, მან ლუპას დატყვევება და მოკვდინება ბრძანა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat