წმინდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორი ათას ხუთას ოთხმოცდაცამეტი მოწამე (+დაახლ. 302) - 19 აგვისტო (01 სექტემბერი)
წმინდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორი ათას ხუთას ოთხმოცდაცამეტი მოწამე (+დაახლ. 302) - 19 აგვისტო (01 სექტემბერი)
უწმინდურმა მაქსიმიანემ, რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა, ყველგან ქრისტიანების დევნა დაიწყო. ამ დროს სირიაში იმყოფებოდა მთავარსარდალი ანტიოქე, სასტიკი კაცი და კერპების ერთგული მსახური. სწორედ მას ჩააბარა მაქსიმიანემ სირია და ქრისტიანთა წამება უბრძანა. ანტიოქეს განკარგულებაში იყო რომის ჯარის ათასისთავნი, რომელთა შორის გახლდათ ქრისტეს ერთგული მხედარი წმინდა ანდრია. ის უფალს დაფარულად ემსახურებოდა. თუმცა იმდროინდელი ტრადიციისამებრ, იგი ჯერ არ იყო მონათლული, მაგრამ დიდი სიყვარული ჰქონდა ქრისტე მაცხოვრისა და ყოველგვარ ღვთისთვის საძულველ საქმისგან თავს შორს იჭერდა, მაგრამ მხურვალედ აღასრულებდა საქმეს, რომელიც ღვთის ნებას ეთანხმებოდა. უფალმა მას ამ სათნო ხასიათის გამო უშიშრობა და სიმამაცე უბოძა. ან-დრიასნაირი მამაცი არავინ იყო რომის არმიაში. მან მრავალჯერ ბრწყინვალედ სძლია მტერს და ჯარისკაცები მას უფრო მეტ პატივს მიაგებდნენ, ვიდრე სხვა მთავარსარდლებს.

ერთხელ სპარსელები დიდი ჯარით შემოესივნენ სირიას. ანტიოქეს შეეშინდა, მერე გაახსენდა მამაცი ათასისთავი ანდრია, სასწრაფოდ მოიხმო, ჯარი ჩააბარა, სტრატილატი, ანუ მთავარსარდალი უწოდა და სპარსელების შესაჩერებლად გააგზავნა. მან უთხრა ანდრიას:

- შენი სიმამაცის შესახებ არა მარტო ჯარისკაცებმა და მე, ასევე იცის თვით იმპერატორმაც. ამიტომაც მოგანიჭე შენ ეს უმაღლესი წოდება. ასე რომ, გაბარებ ამ მოულოდნელ ბრძოლას. წაიყვანე ჯარი, უმეთაურე ჩემს ნაცვლად და იმაზე მეტი სახელი მოიხვეჭე, რაც გაქვს.

წმინდა ანდრიამ მრავალრიცხოვანი არმიიდან მხოლოდ მცირე ნაწილი წაიყვანა. როცა მტრის ჯარი დაინახა, რომელიც კალიასავით მოსდებოდა სირიას, თავისიანები გაამხნევა, მოუწოდა, ერთი ჭეშმარიტი ყოვლად ძლიერი ღმერთი ეწამათ, რომელიც მათ ბრძოლებში გაამარჯვებდა:

- ძმანო და მეგობარნო ჩემნო, - მიმართა მან მეომრებს, - ახლა შეგიძლიათ საქმით დარწმუნდეთ, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკებია, რომელთაც თვითონ უძლურებს სხვისი დახმარება არ შეუძლიათ. მაგრამ არსებობს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც მე ვემსახურები, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა. ის ყოვლად ძლიერია, და ვინც მის სახელს საშველად მოუხმობს, ყველას სწრაფად შეეწევა: ომის დროს გააძლიერებს, მტერს გაუქცევს. აგერ ხედავთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მოემართება მტრის მრავალრიცხოვანი არმია, რომელიც ჩვენ გვჭარბობს, მაგრამ თუ საშველად მოვუხმობთ ჭეშმარიტ ღმერთს, მაშინ ვნახავთ, რომ მტერი კვამლივით გაიფანტება.

ჯარისკაცებმა დაუჯერეს მხნე სარდალს, საშველად ქრისტეს მოუხმეს და მერე მტერს მედგრად ეკვეთნენ. სასტიკი ბრძოლა გაიმართა და წმინდა ანდრიას მეომრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, რამეთუ მათი რწმენითა და წმინდანის ლოცვით უხილავმა ზეციურმა ძალამ თავზარი დასცა სპარსელებს, მათი ჯარი აირია და თავს გაქცევით უშველა. უკან რომაელები მისდევდნენ და ჰკაფავდნენ, თითქოს ნამგლით თავთავს სჭრიანო. ამ მოულოდნელი და სწრაფი გამარჯვების შემდეგ წმინდა ანდრიას გვერდით მდგარმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე ღმერთი, წმინდანმა კი განამტკიცა ისინი რწმენაში, აუხსნა და აჩვენა ღვთის სასუფევლისკენ მიმყვანი მართალი გზა. წმინდა ანდრია და მისი ჯარი გამარჯვებული დაბრუნდა ანტიოქიაში.

ამასობაში ზოგიერთმა სარდალმა, რომელთაც წმინდა ანდრიას სახელისა და პატივის შურდათ, ანტიოქეს მოახსენეს, ანდრია ჯვარცმულ ღმერთს სცემს თაყვანსო. განრისხებულმა ანტიოქემ სამხედრო მეთაურები გააგზავნა ამბის გასაგებად, სიმართლე იყო თუ არა ანდრიას ქრისტიანობა. წმინდანმა დაუდასტურა, - ქრისტიანი ვარო. მაშინ ანტიოქემ სხვა ელჩები გაუგზავნა და დაემუქრა:

- შენ კარგად იცი, როგორ ვაწამე ექვთიმეს ვაჟი პოლიევქტო და მასთან ერთად სხვა მრავალი ქრისტიანიც არ დავინდე. ამის მერე რისი იმედი გაქვს, რომ ღვთაებრივ პატივს მიაგებ კაცს, რომელიც ჯვარს აცვეს.

წმინდანმა მუქარა მოისმინა და თქვა:

- ანტიოქეს სიტყვებმა შეშინების ნაცვლად უფრო გამამხნევა: რამეთუ მათ ვისაც ის ახსენებს, მისგან ტანჯვის დამთმენელებმა სძლიეს მას და მოწამის გვირგვინით შემოსილები წარდგნენ ქრისტე ღმერთის წინაშე, მაშინ მეც რატომ არ უნდა ვუერთგულო ჩემს იესო ქრისტეს, რათა მისი წმინდა სახელის გულისთვის წამებულებთან ერთად დავიმკვიდრო ღვთის სასუფეველი?

დაბრუნებულმა ელჩებმა ანტიოქეს მოახსენეს ანდრიას ნათქვამი. განრისხებულმა ანტიოქემ მეომრები გააგზავნა მის შესაპყრობად. თვითონ კი სამსჯავრზე დაჯდა. როცა მოიყვანეს წმინდა ანდრია, ანტიოქემ ჰკითხა, უთხარი ხალხს, მეფის ბრძანებას დამორჩილდები თუ შენს ღმერთს ემსახურებიო. წმინდანმა კი ხმამაღლა კაცთა და ანგელოთა გასაგონად თქვა, რომ ქრისტე იყო ერთდათერთი ჭეშმარიტი ღმერთი და თვითონ მისი ერთგული მსახური.

მაშინ მტარვალის ბრძანებით მოიტანეს სპილენძის საწოლი და გაახურეს. შემდეგ კი ანტიოქემ ირონიულად მიმართა წმინდანს:

- ანდრია, შენ სამხედრო სამსახურში ბევრი იშრომე, ახლა დროა, დაისვენო და ამ საწოლზე წამოწვე.

წმინდა ანდრია ჯალათებს არ დაელოდა, სასწრაფოდ გაიძრო შესამოსელი და გავარვარებულ სპილენძზე ისე წამოწვა, თითქოს მართლაც დასვენებას აპირებსო. ღვთის ნებით ცეცხლმა მალევე ძალა დაკარგა და წმინდანის სხეულს ზიანი ვერ მიაყენა. მერე კი ანტიოქემ ანდრიას ზოგიერთი ერთგული თანამებრძოლი შეაპყრობინა და უბრძანა, ანდრიასთვის ხელ-ფეხი ლურსმნებით გაეხვრიტათ, თან დაცინვით ეუბნებოდა, ხომ გსიამოვნებთო. მათ კი უთხრეს: - ეჰ, ნეტავ ჩვენც ვეღირსოთ ჩვენი უფლისთვის ჯვარცმასო.

შემდეგ ანტიოქე წმინდა ანდრიას მიუბრუნდა - გეყო ცეცხლზე დაწვა, ღმერთებს თაყვანს სცემ, თუ გავაგრძელოთ ტანჯვაო. წმინდანმა უპასუხა, რომ სურდა ბოლომდე დაეთმინა წამება, რამეთუ ქრისტე აჯილდოებს არა მათ, ვინც კარგად დაიწყო საქმე, არამედ ვინც კარგად დაასრულებსო. მაშინ ანტიოქეს ბრძანებით ანდრია ახსნეს საწოლიდან და დატყვევებულ თანამებრძოლებთან ერთად საპყრობილეში ჩაყარეს დასაფიქრებლად. სინამდვილეში კი იმპერატორის ბრძანების გარეშე ვერ ბედავდა ასეთი მამაცი მეომრების დასჯას. მაქსიმიანემ რომ გაიგო ეს ამბავი, ასეთი მხნე მთავარსარდლის და სხვა მამაცი მეომრების ყველას თვალწინ დასჯა ვერ გაბედა, რადგან ჯარის აჯანყების შეეშინდა და ანტიოქეს უბრძანა მათი გათავისუფლება, ხოლო საიდუმლოდ წერდა, ხელსაყრელ დროს სხვა მიზეზით დასაჯე ისინი სიკვდილითო. ანტიოქემ წმინდანები საპყრობილიდან გამოუშვა და სამხედრო ხარისხში აღადგინა.

ამასობაში წმინდა ანდრიამ საღვთო გამოცხადებით შეიტყო უწმინდურთა მზაკვრული ჩანაფიქრი და ანტიოქიიდან გაიპარა თავის მეომრებთან ერთად, რომელთაც ქრისტე იწამეს (სულ 2593 კაცი იყო), კილიკიის ქალაქ ტარსოსში ჩავიდა ეპისკოპოს პეტრესთან და მონათვლა სთხოვა. ანტიოქემ შეიტყო წმინდა ანდრიას და მისი რაზმის კილიკიაში წასვლა, საშინლად გაბრაზდა და ახლობლების რჩევით კილიკიის მმართველ სელევკიოსს წერილი გაუგზავნა:

"ვიცი, რომ გსმენია ანდრიას შესახებ, რომელიც იმპერატორის ჯარის ათასისთავი იყო. ახლა გაგიჟდა, იმპერატორის ნებას აღარ ემორჩილება, თავისი ჯარისკაცები აიყოლია და კილიკიაში გამოიქცა. ამიტომაც შეასრულე იმპერატორის ბრძანება - ანდრია და მისი ჯარისკაცები თუ გაგიძალიანდებიან ან გაქცევას დააპირებენ - მოჰკალით.

სელევკიოსმა წერილი რომ წაიკითხა, მთელ ოლქში გააგზავნა ხალხი, ხოლო როცა შეიტყო, ანდრია ჯარისკაცებთან ერთად ტარსოსში იმყოფებოდა, მრავალრიცხოვანი ჯარით მისკენ გაემართა. ამასობაში წმინდა ანდრიას ეუწყა, რომ ქრისტეს ფარას მგელი უახლოვდებოდა. ამიტომაც ეპისკოპოს პეტრეს და იქ შემთხვევით მყოფ ვერეის ეპისკოპოს ნონას სთხოვა, სასწრაფოდ მოენათლათ ისინი. ხოლო როცა ნათელიღეს, წმინდა ანდრია ჯარისკაცებთან ერთად დატოვა ქალაქი და ტაქსანიტისკენ გაემართა. სელევკიოსმა ტარსოსში რომ ვერ ნახა ისინი, საშინლად გამძვინვარებული გაემართა ქრისტეს ცხვრებისკენ.

ამასობში წმინდანმა ტავროსის მთაგრეხილს მიაღწია. იარეს ამ მთებში და ბოლოს ერთ ვიწრო ადგილს მიაღწიეს, რომელიც გარშემო კლდეებით იყო შემოზღუდული, რომელშიც კი მხოლოდ ვიწრო შესასვლელით შეხვიდოდი. აქ წმინდა ანდრიამ შეაჩერა თავისი რაზმი და დაელოდა მკვლელებს, რადგან ღვთისგან სწორედ ამ ადგილის შესახებ ეუწყა. მან მეომრებს მიმართა:

- მეგობრებო, ძმანო და შვილნო ჩემნო, "აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ" (2კორ. 6,2), ერთსულოვნად, მტკიცედ დავდგეთ ქრისტეს სიყვარულისთვის, როგორც გვიბრძანა ჩვენმა უფალმა და არ აღვმართოთ ხელნი ჩვენი მდევარის წინააღმდეგ, არამედ მადლიერების ლოცვით აღვმართოთ ხელნი ღვთის მიმართ, რომ მოვესწარით ამ დროს, როცა მისი სახელისათვის წამებულ წმინდანებთან ერთად ღვთის სასუფევლის მკვიდრნი შევიქნებით. არამედ ვილოცოთ წმინდა სტეფანე პირველმოწამის მსგავსად, რომელიც ასე იტყოდა, როცა იუდეველები მას ქვებს ესროდნენ: "უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად" (საქმე მოციქულთა 7,59).

თქვა რა ეს წმინდა ანდრიამ, მეომართა შუაში დადგა, აღაპყრო ხელნი და ღმერთს შეჰღაღადა:

- უფალო, უფალო, დიდებულო და ყოვლად ძლიერო! შეისმინე ლოცვა შენი უღირსი და ცოდვილი მონისა და ყველა აქ შეკრებილის, რომელთაც უმწიკვლოდ შეინახეს შენდამი რწმენა, მიიღე მშვიდობით ჩვენი სულები, დაჰფარე ის შენი გულმოწყალებით და ღირს გვყავ შენი ზეციური სასუფევლისა. მეუფეო! გევედრებით, მათ, ვინც ჩვენ პატივით მოგვიხსენიებს, შეუსრულე ყვლა ცხონებისკენ მიმყვანი სათხოვარი და ჩვენი ლოცვების გამო ყველა შეჭირვებისას შეეწიე. ამ ადგილას კი, სადაც შენთვის დაიღვრება ჩვენი მდაბალი სისხლი, დაე. აღმოცენდეს წყარო, რომელიც სნეულებისგან განკურნებს ადამიანებს და განდევნის არაწმინდა სულებს. ყველა, ვინც აქ მოვა, მიეცი მათ სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობა, რათა ამ ადგილს განდიდდეს შენი უწმინდესი სახელი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.

ამასობაში მოიწია სელევკიოსის ჯარი და ისინი გამძვინვარებული ეცნენ ქრისტეს ცხვრებს, რომლებიც მუხლმოყრილნი, და თავდადრეკილნი ლოცულობდნენ. სელევკიოსის მეომრებმა მალევე უმოწყალოდ ამოხოცეს ისინი.

წმინდა მოწამეები აწამეს დაახლოებით 302 წლის 19 აგვისტოს, კვირას, დღის 2 საათზე. იმ ადგილას, სადაც მოწამეთა სისხლი დაიღვარა, მალე მაკურნებელი წყარო წარმოდინდა.

მათ მარტვილობას შორიდან მალულად უცქერდნენ ეპისკოპოსები პეტრე და ნონა, რომლებიც ჩუმად გამოჰყოლოდნენ სელევკიოსის ჯარს. როცა სელევკიოსის ჯარმა იქაურობა დატოვა, ეპიკსოპოსები თავის მრევლთან ერთად მივიდნენ და მოწამეთა სხეულები მოაგროვეს, დაიტირეს და იქვე დაკრძალეს. იქვე ამოხეთქილი წყაროს წყალმა კი ეპისკოპოსის თანმხლები კაცი არაწმინდა სულისაგან განკურნა და მაშინ მიხვდნენ ამ წყაროს მადლმოსილებას. მათი დაკრძალვის შემდეგ ეპისკოპოსი პეტრე თავის ხალხთან ერთად ისავრიაში წავიდა, რადგან სელევკიოსი მასაც მოსაკლავად ეძებდა.

ამასობაში იმ ოლქის მცხოვრებთ შეიტყვეს სამკურნალო წყაროს შესახებ, მოჰყავდათ ავადმყოფები, რომლებიც სვამდენ ამ წყალს, იბანებოდნენ მასში და იკურნებოდნენ, წმინდა ანდრიას და მისი თანამებრძოლი წმინდა მოწამეების ლოცვით და მადლობდნენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს.

ტროპარი

ქვეყნიერი წესი დიდებისა დაუტევე, და ზეცათა მეუფისა დაიმკვიდრე, სისხლთა წვეთითა, ვითარცა ყოვლადსაკვირველითა ქვითა, უხრწნელი გვირგვინი შეიმკვე, და ქრისტეს მიმართ მიიწოდენ კრებული ღვაწლისა მძლეთა, გუნდთთა თანა ანგელოზთასა დაუვალი მზე, ქრისტე, მოიპოვე, წმინდაო ანდრია სტრატილატო, მას ევედრე თანავნებულთა შენთა თანა მარადის, რათა აცხოვნეს სულნი ჩვენნი.

კონდაკი

წინაშე უფლისა ჰსდგა შენ, ვითარცა ვარსკვლავი წინამსრბოლი მზისა, და საუნჯედ გულის სათქმელად იხილვე სასუფეველისა, სიხარულითა გამოუთქმელითა აღვსებული, და უკვდავსა მეუფესა, დაუსრულებელსა შინა საუკუნესა, ანგელოზთაგან დაუცხრომელად საქებელსა, უგალობ, ანდრია სანატრელო, მათთანავე ევედრე დაუცხრომელად ჩვენ ყო-ველთათვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat