მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მის თანა ილარიონი, დიონისე და ერმიპე (+დაახლ. 300) - 18 (31) აგვისტო
მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მის თანა ილარიონი, დიონისე და ერმიპე (+დაახლ. 300) - 18 (31) აგვისტო
მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი, დიონისე და ერმიპე აღმოსავლეთ სომხეთში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ სამივე ძმამ მოძღვართან, მამა ილარიონთან ერთად სამშობლო დატოვეს და იტალიაში ჩავიდნენ. იქ წმინდა ემელიანე დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას წარმართთა შორის. თავისი მკაცრი, ღვთივსათნო ცხოვრებით მან იქაური ქრისტიანების დიდი პატივისცემა დაიმსახურა და მათ ის ქალაქ ტრებიის ეპისკოპოსად დაადგინეს. რომის პაპმა მარკელინემ მას მღვდელმთავრად ხელნი დაასხა. ტრებიაში დამკვიდრებული მღვდელმთავარი მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტესკენ, რისთვისაც შეიპყრეს და იმპერატორ მაქსიმიანეს წარუდგინეს სამსჯავროზე. ემელიანემ ხელისუფალს შესთავაზა, რომ თვითონ დარწმუნებულიყო ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვის ძალაში. მოიყვანეს დავრდომილი, რომელსაც დიდი ხნის წინ დასცემოდა დამბლა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. ქურუმები მის განკურნებას ბევრს ეცადნენ, მაგრამ ამაოდ, მაშინ წმინდა ემელიანემ ილოცა და სნეულს იესო ქრისტეს სახელით უბრძანა, წამომდგარიყო. ისიც, სრულიად ჯანმრთელი წამოდგა და სიხარულით შინისაკენ გაიქცა. ეს სასწაული იმდენად გასაოცარი იყო, რომ იმპერატორი ქრისტიანული სარწმუნოებისადმი კეთილად განეწყო, მაგრამ ქურუმებმა გადაარწმუნეს, ეგ ქრისტიანი ჯადოს გიკეთებსო.

მაშინ მოწამე ჯერ ბორბალზე დააკრეს და სასტიკად აწამეს, შემდეგ ადუღებულ კალაში ჩააგდეს, მერე კი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი მაინც უვნებელი დარჩა. ხალხი ამას უცქერდა და შეძრწუნებული ყვიროდა: "დიდია ქრისტიანეთა ღმერთი! გაათავისუფლეთ მისი მონა!" ამ დღეს ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და, განრისხებული იმპერატორის ბრძანებით ათასივე ამოხოცეს და წმინდა მოწამის გვირგვინით შემკულნი სასუფეველში შევიდნენ. ჭკუიდან გადასული ჯალათის ბრძანებით, ის მხეცებიც დახოცეს, რომლებმაც მღვდელმთავარს პირი არ დააკარეს, ემელიანე კი მადლობდა უფალს ამის გამო, რომ გარეული მხეცნიც ქრისტეს სადიდებლად იხოცებოდნენ. წმინდა ემელიანე ძმებთან და მოძღვართან ერთად საპყრობილეში ჩაყარეს. ილარიონს, დიონისეს და ერმიპეს წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. წმინდა ემელიანე ქალაქგარეთ გაიყვანეს და იქ დასაჯეს სიკვდილით. როცა ჯალათმა ნეტარს ქედზე მახვილი დაჰკრა, იგი ცვილივით გაიღუნა და ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა უფლის რჩეულს. ჯარისკაცები წმინდა მამას ფეხებში ჩაუვარდნენ, შენდობა სთხოვეს და ჭეშმარიტ ღმერთად. წმინდა მღვდელმოწამე ემელიანემ მუხლმოდრეკილმა მათთვის ილოცა, მერე კი უფალს შესთხოვა, მოწამებრივი აღსასრულის ღირსი გაეხადა. შეისმინა ღმერთმა მისი ვედრება: მას თავი მეორე ჯალათმა მოჰკვეთა და ჭრილობიდან რძე წამოვიდა, ამის ნახვის შემდეგ მრავალმა წარმართმა ჭეშმარიტ ღმერთად ირწმუნა ქრისტე. წმინდა მოწამე დაახლოებით 300 წელს აღესრულა.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat