წმინდა მოწამეები: თავადი კონსტანტინე ბრინკოვიანუ, მისი ვაჟები - კონსტანტინე, სტეფანე, რადუ, მათე და მისი მრჩეველი იანაკე ვეკერესკუ (+1714) - 16 (29) აგვისტო
წმინდა მოწამეები: თავადი კონსტანტინე ბრინკოვიანუ, მისი ვაჟები - კონსტანტინე, სტეფანე, რადუ, მათე და მისი მრჩეველი იანაკე ვეკერესკუ (+1714) - 16 (29) აგვისტო
წმინდა კონსტანტინე 1654 (ან 1655 წ.) წელს დაიბადა. ის ბიძამისმა, კონსტანტინე კანტაკუზინმა აღზარდა და კარგი განათლება მისცა. 1688 წელს ბოიართა შეკრებაზე წმინდანი ვლახეთის მთავრად აირჩიეს, რომელსაც 25 წელი სახარების სულით მართავდა. თავისი დიპლომატიით მან იმდენი მოახერხა, რომ მიუხედავად თურქების ზეწოლისა, ვლახეთი დიდ სახელმწიფოდ აქცია. უამრავი ეკლესია-მონასტერი ააშენა ვლახეთში და მის საზღვრებს გარეთაც უხვად შეეწეოდა, განსაკუთრებით ათონის მონასტრებს. 1703 წელს, როცა თავადი ავად იყო, ანდრიანოპოლისში სულთანთან გამოიძახეს, რადგან ვლახეთი ვეღარ იხდიდა გაზრდილ გადასახადებს. მის არყოფნით ისარგებლა მისმა თანამებრძოლმა. ვლახეთის არმიის მთავარსარდალმა თომა კანტაკუზინმა და რუსების მხარეს გადავიდა. ამ ღალატმა ძალზე დააღონა მთავარი და დააჩქარა მისი სიკვდილი. მას ტყუილად ბრა¬ლი დასდეს თურქეთის მოწინააღმდეგეებთან კავშირში და 1714 წლის დიდ ოთხშაბათს დააპატიმრეს სულთან აჰმედ III-ს ბრძანებით, რომელსაც მისი ქონების ხელში ჩაგდება სურდა. მაგრამ სულთნის ხალხმა კონსტანტინეს სასახლეში მხოლოდ ცოტაოდენი ვერცხლი იპოვა. მთავარმა თავის ნაცვლად სხვა დანიშნა, დაემშვიდობა ახლობლებს და უთხრა: "თუ ღმერთმა ეს განსაცდელი ჩემი ცოდვების გამო მომივლინა, დაე იყოს ნება მისი, ხოლო თუ ადამიანთა ბოროტების გამო ხდება, რომელთაც ჩემი დაღუპვა უნდათ, დაე, ღმერთმა შეუნდოს ჩემს მტრებს". მაშინ ის სამოცი წლის იყო. წმინდა კონსტანტინე ოჯახთან და ერთგულ მრჩეველთან და ხაზინადართან, იანაკე ვეკერესკუსთან ერთად კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს და ოთხი თვე ცუდად ექცეოდნენ, შემდეგ ბორბალზე აწამეს, თავზე გავარვარებული გვირგვინი დაადგეს და ხელ-ფეხში ლურსმნები გაუყარეს. მსაჯულმა სიცოცხლის სანაცვლოდ ისლამის მიღება შესთავაზა, მაგრამ კონსტანტინე და მისი ვაჟები მხნედ იდგნენ. წმინდანმა უარი განუცხადა, თქვა, რომ მზად იყო, ქრისტეს რწმენისთვის მომკვდარიყო. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ისინი გამოიყვანეს ციხიდან, როგორც უკანაკნელი ბოროტმოქმედები, ფეხშიშველნი, ერთი სამოსის ამარა და დასასჯელად წაიყვანეს. იქვე იყო სულთანი, მისი ვეზირი და დიდი ევროპული სახელმწიფოს ელჩები. პროცესიის წინ კონსტანტინეს უმცროსი ვაჟი, თორმეტი წლის მათე მიუძღოდა. სიკვდილმისჯილები ჩაამწკრივეს. წმინდა კონსტანტინემ ვაჟებს მიმართა: "ჩემო შვილებო, მხნედ იყავით! ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ ამ სოფელში. ჩვენი სულები მაინც გადავირჩინოთ, და ცოდვები სისხლით ჩამოვირეცხოთ... გაიხსენეთ, რამდენი დაითმინა ჩვენთვის ქრისტემ. დაე, თქვენი რწმენა ვერაფერმა შეარყიოს". ჯერ მის სამ ვაჟსა და მრჩეველს მოჰკვეთეს თავი, როცა მათეს რიგი მოვიდა, ბიჭს შეეშინდა და დაჰპირდა, მუსლიმანი გავხდებიო, მაგრამ მამამ გაამხნევა: "ათასჯერ სიკვდილი არჩიე ჩვენი რწმენის ღალატს, რომელსაც ვერავინ წაგვართმევსო". ყმაწვილი გამხნევდა, ჯალათს კისერი მიუშვირა და უთხრა: "მინდა ქრისტიანად მოვკვდე, დამარტყი". ექვსი მოწამის სხეულები ბოსფორში გადაყარეს, ხოლო თავები სულთნის სასახლის წინ მარგილებზე წამოაცვეს.. პატრიარქის ბრძანებით, ქრისტიანებმა ისინი იპოვეს და კუნძულ ქალკზე დაასვენეს. წმინდა კონსტანტინეს ცოლი მარიკა და ოჯახის სხვა წევრები ქრისტიანებმა დიდი ფულით გამოისყიდეს. მრავალი საზვერეების შემდეგ კონსტანტინეს ცოლმა საყვარელი მეუღლისა და შვილების წმინდა ნაწილები 1720 წელს ბუქარესტში გაგზავნა და თავადის მიერ აშენებულ წმინდა გიორგი ახლის ტაძარში დაასვენა. ამ წმინდანებს ძველთაგანვე ეთაყვანებოდნენ რუმინეთში, ხოლო რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად 1992 წელს შერაცხა ისინი წმინდანებად.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat