1798 წელს ყმაწვილს, ცხრა წლის პაისს, ხილვაში სამი მხედარივით ჩაცმული კაცი გამოეცხადა და თავიანთი წმინდა ნაწილების მოძებნა უბრძანეს,
ოღონდ სახელები არ გაუმხილეს. ბიჭმა ხილვის შესახებ პაპას უთხრა, მაგრამ მან არ დაუჯერა. ხილვა განმეორდა და პაპა მოკვდა, ის ურწმუნობის გამო ღვთისაგან დაისაჯა. ერთი წლის შემდეგ ახალი გამოცხადებისას წმინდანებმა ბიჭს ადგილი მიუთითეს, სადაც მათი წმინდა ნაწილები განისვენებდა. პაისმა მამას უთხრა, ისიც მაშინვე შეუდგა ძებნას, თუმცა თურქების შიშით ღამე საქმიანობდა. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა დღეს მოიპოვეს წმინდანთა კეთილსურნელოვანი ნაწილები. ღამისთევის ლოცვის შემდეგ მორწმუნეებს წმინდანთა სახელები გაემხილათ: სერაფიმე, დოროთე და იაკობი და მათი სასწაულები გამრავლდა.
შემდეგ წელს პაისის იმავე სახით გაემხილა წმინდა ბასილისა და დიმიტრის ნაწილთა ადგილსამყოფელი, რომელიც პირველი საფლავიდან ათ მეტრში მდებარეობდა. პაისიმ სიწმინდის მოპოვების ადგილას პატარა ეკვდერი ააშენა და იქვე დასახლდა სნეულების მისაღებად, რომელთა უმრავლესობა იკურნებოდა, თუ წმინდა ნაწილებთან ღამეს გაათენებდნენ.
ოცი წლის შემდეგ მეგარადან ერთი საათის სავალზე პაისიმ წმინდა სარანტის ნაწილები იპოვა, რომელსაც ორი უზარმაზარი გველი იცავდა. შემდგომში საფლავზე ეკლესია აიგო, ხოლო წმინდანები იმ ოლქის მცხოვრებლებს მფარველობდნენ. წმინდანები მათ შეეწეოდნენ როგორც ავად¬მყოფობისას, ასევე ბერძენი ხალხის აჯანყებისას (1828) მებრძოლთა გვერდით ხედავდნენ. პაისი შემდგომში მღვდელი გახდა და სიცოცხლე ღვთის სათნოდ დაასრულა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი