მოწამენი: იპოლიტე, ირინეოსი, აბუნდი და კონკორდია - რომში წამებულნი (+258) - 13 (26) აგვისტო
მოწამენი: იპოლიტე, ირინეოსი, აბუნდი და კონკორდია - რომში წამებულნი (+258) - 13 (26) აგვისტო
როცა წმინდა მთავარდიაკვანი ლავრენტი მოწამებრივად აღესრულა, მაშინ ციხეების ზედამხედველი გახლდათ სარდალი იპოლიტე. მან პატივით დაკრძალა დიდადვნებული სხეული მოწამისა, რომელიც ჯერ პატიმარი იყო, ხოლო შემდგომ მისი მასწავლებელი შეიქნა; ნეტარი იპოლიტე სახლში მხოლოდ მოძღვრის დაკრძალვიდან მესამე დღეს და¬ბრუნდა. მისი სახლეულნი - ორივე სქესის, სულ ცხრამეტი ადამიანი ქრისტიანები იყვნენ. ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქცია და მონათლა წმინდა ლავრენტიმ. შინაურებთან ერთად სახლში ილოცა, შემდეგ ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და სულიერად მოძლიერებულს, ხორციელი ტრაპეზიც შესთავაზეს. სუფრას უნდა მიჯდომოდა, რომ მოვიდნენ ჯარისკაცები, შეიპყრეს იგი და იმპერატორ დეციუსს მიუყვანეს. მეფემ იპოლიტე რომ დაინახა, სიცილით უთხრა:

- ლავრენტის სხეული მოგიპარია, ნუთუ შენც ჯადოქარი გახდი?

- მე ჯადოქარი არა, მაგრამ ქრისტიანი ვარ, - უპასუხა ნეტარმა იპოლიტემ.

მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა იპოლიტეს ბაგეები ქვებით დაეჩეჩქვათ, მერე კი სამოსი გახადეს, რომელიც ქრისტიანთა ჩვეულებრივი შესამოსელი იყო.

- შენ განმაშიშვლე, მაგრამ უფრო ძვირფასი სამოსით შემმოსე, - უთხრა მას ნეტარმა იპოლიტემ.

- ნუთუ შენ თაყვანს არ სცემ ღმერთებს, რომ ასე უგუნურობ და აღარ გრცხვენია შენი სიშიშვლის? - ჰკითხა მეფემ

- მე ბრძენი ვარ და არა შიშველი, რამეთუ ქრისტე შევიმოსე, - შეეპასუხა ნეტარი იპოლიტე, - უგუნური მაშინ ვიყავი, როცა შენს მსგავსად ეშმაკებს ვემსახურებოდი, და მაშინ ვიყავი შიშველი, როცა ქრისტეს მადლი არ მქონდა, ახლა კი ქრისტიანი ვარ.

- ღმერთებს მსხვერპლი შესწირე, რათა ლავრენტივით ტანჯვით არ დაიღუპო, - შესთავაზა მეფემ.

- ოჰ, ნეტავ ღირსი გავხდე წმინდა ლავრენტის ხვედრისა, რომლის სახელის წარმოთქმის უფლებაც არა გაქვს შენი ბილწი ბაგეებით! - წამოიძახა ნეტარმა იპოლიტემ.

მეფის ბრძანებით, წმინდანი მიწაზე დააგდეს, უმოწყალოდ გაჯოხეს; წმინდა მოწამე ამ დროს ხმამაღლა გაიძახოდა:

- მე ქრისტიანი ვარ!

იმპერატორმა ბრძანა, სამხედრო ტანსაცმლით შეემოსათ წმინდა იპოლიტე, შემდეგ კი უთხრა:

- გაიხსენე შენი სამხედრო ხარისხი და განაახლე ჩვენთან მეგობრობა: უწინდებურად ჩვენთან ერთად შესწირე მსხვერპლი ღმერთებს!

მაგრამ მოწამემ უპასუხა:

- მე ქრისტეს, ჩემი მაცხოვრის მხედარი ვარ და მისთვის მსურს სიკვდილი.

დეციუსმა ეპარქ ვალერიანეს უბრძანა: ქონება ჩამოართვი და წამებით მოკალიო. იმავე დღეს ვალერიანეს ხალხმა ნეტარი იპოლიტეს მამული დაარბია; როცა შეიტყვეს, რომ იპოლიტეს სახლეულნიც ქრისტიანები იყვნენ, შეიპყრეს და ვალერიანესთან მიიყვანეს. მათ შორის იყო იპოლიტეს ძიძა კონკორდიაც.

- შეიბრალეთ თქვენი სიცოცხლე, თქვენ ბატონთან ერ¬თად რომ არ დაიღუპოთო, - უთხრა მათ ეპარქმა.

- ჩვენ უფრო კარგი გვინდა, გვსურს ჩვენს უფროსთან ერთად ქრისტეს რწმენისთვის მოვკვდეთ, ვიდრე თქვენ, უწმინდურებს შორის ვიცხოვროთ და ამით დავკარგოთ, - უპასუხა კონკორდიამ.

- მონათა ჯიშს მხოლოდ ჭრილობებით გამოასწორებო, - თქვა ვალერიანემ და ბრძანა, კონკორდიას ზეთისხილის წკეპლებით ეცემათ. ცემის დროს წმინდა კონკორდიამ სული თვისი უფალს ჩააბარა. ამ ყველაფერს შეესწრო წმინდა იპოლიტე, რომელსაც ჯარისკაცები დარაჯობდნენ, მან სიხა¬რულით წამოიძახა:

- გმადლობ უფალო, ჩემი გამომზრდელის შენს წმინდა სამეფოში წარგზავნისათვის!

განრისხებულმა ვალერიანემ ბრძანა იპოლიტე სხვებთან ერთად ტიბურტინის კარებიდან გაეყვანათ ქალაქიდან და იქ დაეხოცათ. წმინდა იპოლიტე მთელი გზა ამხნევებდა წამებისთვის გამზადებულებს.

- ნუ გეშინიათ, რამეთუ ჩვენ ყველას ერთი მეუფე გვყავს.

როცა დასასჯელ ადგილას მიიყვანეს, თვრამეტივე კაცს ნეტარი იპოლიტეს თვალწინ თავები მოჰკვეთეს. თვითონ წმინდა იპოლიტე გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და ქვიან ადგილას იმდენხანს ათრიეს, ვიდრე სული არ ჩააბარა უფალს. წმინდა იპოლიტე თავის სახლელებთან ერთად 258 წლის 13 აგვისტოს ეწამა ქრისტესთვის, წმინდა ლავრენტის წამებიდან მესამე დღეს.

როცა დაღამდა, წმინდა იუსტინე ხუცესმა მორწმუნეებთან ერთად მოაგროვა წმინდა მოწამეთა სხეულები და იქვე დაკრძალა. მიუხედავად ძიებისა წმინდა კონკორდიას სხეული ქალაქში ვერ იპოვეს, ამან ძალზე დაამწუხრა წმინდა იუსტინე და ატირდა. წმინდა კონკორდიას სხეული ჯალათის ბრძანებით ერთ უწმინდურ ადგილას ჩაეგდოთ. წმინდა იპოლიტეს სიკვდილიდან სამი კვირის შემდეგ, ამის შესახებ შეიტყო ვინმე ქრისტიანმა სახელად ირინეოსმა. მან სხვა ქრისტიანთან, რომელსაც აბუნდი ერქვა, მოწამის უხრწნელი სხეული ამოიღო და წმინდა იუსტინეს მიუტანა. გახარებულმა მღვდელმა წმინდანი წმინდა იპოლიტესა და სხვა ქრისტიანების გვერდით დაკრძალა. ამის შესახებ შეიტყო ვალერიანემ. მაშინ მან ირინეოსი და აბუნდი შეაპყრობინა და იმ უწმინდურობის ორმოში ჩაყარა და ცოცხლად დაამარხვინა. ორივე წმინდანი 26 აგვისტოს გარდაიცვალა. წმინდა იუსტინემ მათი სხეულები ამოიღო და წმინდა ლავრენტისთან დაკრძალა.

ხატის წყარო

..................

წმინდა მოწამე კორონატი - 13 (26) აგვისტო

წმინდა კორონატს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს. მას ქრისტეს სიყვარულისთვის თავი მოჰკვეთეს.
........................

ღირსი სერგი და სტეფანე კონსტანტინოპოლელები - 13 (26) აგვისტო

მათ ბიზანტიური სვინაქსარები მოიხსენიებენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat