წმინდა მღდელმოწამე ალექსანდრე, კომანას ეპისკოპოსი (III) - 12 (25) აგვისტო
წმინდა მღდელმოწამე ალექსანდრე, კომანას ეპისკოპოსი (III) - 12 (25) აგვისტო
წმინდა გრიგოლ სასწაულმოქმედის დროს, ნეოკესარიის ახლოს, ქალაქ კომანაში ცხოვრობდა ერთი ნებაყოფლობით დაგლახაკებული კაცი, სახელად ალექსანდრე; მისი ღვთივსათნო ცხოვრება დაფარული იყო კაცთა თვალთაგან და ერთი მხოლოდ ღმერთმა იცოდა. წმინდა ალექსანდრემ საფუძვლიანი განათლება მიიღო - მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, ღრმად განისწავლა საღვთო წერილში. თუ ისურვებდა, მას შეეძლო დიდი ქონება დაეგროვებინა და საყოველთაო პატივისცემა დაემსახურებინა, მაგრამ მან ღვთის სიყვარულისთვის ნებაყოფლობით სიღარიბე აირჩია. მას სძულდა ამსოფლიური ყოფა, ამიტომაც არად მიიჩნია თავისი განათლება და თავს უწიგნურ კაცად აჩვენებდა. მოისურვა რა, რომ შრომით ერჩინა თავი, წმინდა ალექსანდრემ სიმდაბლით მენახშირეობა დაიწყო: ნახშირს ამზადებდა და ჰყიდდა. სახე და ტანსაცმელი ნახშირის მტვრით ჰქონდა გაჟღენთილი და როცა ბაზარში გამოჩნდებოდა ხოლმე, ეთიოპიელს ჰგავდა; უკან ბავშვები დასდევდნენ, დასცინოდნენ და ამის ცქერით უფროსებიც ერთობოდნენ. მაგრამ უფალი, რომელიც დაფარულს ხედავს, მოისურვა სიცოცხლეშივე განედიდებინა თავისი მდაბალი მონა ალექსანდრე და ეკლესიისთვის მიეძღვნა, როგორც სვეტი და სამკაული; ამისთვის მას ეპისკოპოსის ხარისხი უბოძა. ეს კი ასე მოხდა: კომანას ეპისკოპოსი გარდაიცვალა და ქალაქის მკვიდრთა თხოვნით, ახალი ეპისკოპოსის გამოსარჩევად წმინდა გრიგოლი ჩამობრძანდა. როცა კრებაზე საეპისკოპოსო კანდიდატურის შერჩევისას უთანხმოება ჩამოვარდა. ნაწილს ერთი უნდოდა მღვდელმთავრად, სხვა - სხვას თვლიდა ღირსეულად, ზოგს მდიდარი ერჩივნა, ზოგს მჭევრმეტყველი, სხვებს ლამაზი გარეგნობისა და დიდებული წარმოშობისა. ამ ჯგუფებს თავიანთი რჩეული მიჰყავდათ წმინდა გრიგოლთან, და წარადგენდნენ, როგორც შესაფერის კანდიდატს. წმინდა გრიგოლი არ ჩქარობდა, ელოდა, ღმერთს გამოეცხადებინა ღირსეული კაცი. მან შეკრებილებს მოაგონა, თუ როგორ გამოარჩია უფალმა სამეფოდ დავით მეფსალმუნე და თქვა, "კაცი ხედავნ პირსა, ხოლო ღმერთი ხედავს გულ¬თა" (I მეფეთა; 16; 7);

- და ჩვენც ამ ქალაქის მღვდელმთავრად არჩევისას, გარეგნობის მიხედვით ნუ განვსჯით და ღვთისგან საეპისკოპოსოდ განმზადებული ვეძიოთ. რამეთუ კაცი ხედავს მხოლოდ სახეს, ხოლო ღმერთი გულს, და ღირსების საზომი გარეგნობა კი არა, არამედ შინაგანი, გულის მდგომარეობაა, რომელიც მხოლოდ ერთმა ღმერთმა იცის.

ეს სიტყვები ზოგიერთებს არ მოეწონათ და ერთმანეთს დაცინვით გადაულაპარაკეს, თუ გარეგნობა და კეთილშობილური წარმოშობა არაფრად ჩავაგდეთ, ეპისკოპოსად ალექსანდრე მენახშირეც გამოდგებაო. მენახშირის გახსენებამ კრებაზე საყოველთაო მხიარულება გამოიწვია. მცირე ხნის ფიქრის მერე წმინდა გრიგოლმა თქვა: ღვთის განგებულების გარეშე არ ახსენეს ეს კაცი, რომელიც ახლა დაცინვის საგანი გახდაო. და იკითხა:

- სად არის ეს ალექსანდრე, რომელიც თქვენ გაიხსენეთ? მისი ნახვა მინდაო.

წმინდა ალექსანდრე, ამ დროს შენობის გარეთ, კრებაზე მოსული ხალხის ჯორებს დარაჯობდა. როცა კრებაზე შეიყვანეს, მის დანახვაზე იქ მყოფთ სიცილი აუტყდათ. წმინდა ალექსანდრე პატივისცემით წარდგა მღვდელმთავრის წინაშე და ყურადღებას არ აქცევდა ხალხის მხიარულებას. წმინდა გრიგოლმა დაფარულმცოდნელობით შეიცნო ის საღმრთო მადლი, რაც წმინდა ალექსანდრეზე განისვენებდა, რომელიც მას მოციქულთა საყდრის შესაფერისად გამოარჩევდა. წმინდა გრიგოლი წამოდგა ტახტიდან, წმინდა ალექსანდრესთან ერთად განმარტოვდა და ვინაობა გამოჰკითხა, ღვთის სახელით დააფიცა სიმართლე ეთქვა. წმინდა ალექსანდრეს თავის დაფარვა სურდა, მაგრამ ვერ შეძლო ასეთი პატივცემული მღვდელმთავრისთვის ტყუილი ეთქვა. იმავდროულად ფიცისაც ეშინოდა და მოუთხრო: თუ ღვთისთვის როგორ დაიმდაბლა თავი მრავლისმცოდნე კაცმა და ნებაყოფლობით სიგლახაკე ირჩია. საუბრიდან წმინდა გრიგოლი დარწმუნდა, რომ მან საერო მეცნიერებებთან ერთად წმინდა წერილიც კარგად იცოდა. ამის მერე წმინდა გრიგოლმა თავის ხალხს უბრძანა, ალექსანდრე დაებანათ, სუფთა სამოსი ჩაეცმიათ და მასთან კრებაზე მიეყვანათ. თვითონ კი შეკრებილებთან დაბრუნდა და ღვთივსულიერი საუბარი წამოიწყო. მცირე ხნის შემდეგ მასთან ალექსანდრე მიიყვანეს, დაბანილი, ნათელი სამოსლით მოსილი. ყველა გაოცებული უცქერდა. წმინდა გრიგოლმა მასთან საუბარი წამოიწყო: ეკითხებოდა წმინდა წერილიდან. წმინდა ალექსანდრე მას კეთილგონივრულად პასუხობდა. ალექსანდრეს მადლმოსილებითა და სულის სიგლახაკით გაოცებულმა შეკრებილებმა ერთხმად აირჩიეს იგი ეპისკოპოსად. წმინდა გრიგოლმა ეტაპობრივად აიყვანა იგი იერარქიულ საფეხურზე. ჯერ ხუცესად აკურთხა წმინდანი, შემდეგ კი მღვდელმთავრადაც დაასხა ხელი. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ მან წმინდა ალექსანდრეს უბრძანა, ხალხისთვის ექადაგა. როცა წმინდა ალექსანდრემ ქადაგება დაიწყო, საღმრთო სიტყვები მდინარესავით წარმოადინა და იქ მყოფთ გულები შეუმუსრა. წმინდა გრიგოლი ნეოკესარიაში დაბრუნდა, წმინდა ალექსანდრე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. იგი თავისი ცხოვრებით სამაგალითო იყო სამწყსოსთვის. მისი მღვდელმთავრობისას კომანაში ატიკიდან ახალგაზრდა ფილოსოფოსი ჩავიდა, რომელიც დასცინოდა მას ქადაგებების გამო. რამეთუ მისი ქადაგებები მარტივი და ღვთაებრივი სიბრძნით იყო აღსავსე. ნეტარი ფრაზების მშვენიერებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ ცდილობდა, მისაწვდომი ენით განემარტა ხალხისათვის ქრისტეს მცნებები. და აი, ერთხელაც ამ ფილოსოფოსს ხილვა ჰქონდა: მან თავის წინ ძალზე ლამაზი თეთრი მტრედები იხილა, რომლებიც ერთიანად ბრწყინავდნენ. ამ დროს ხმა მოესმა:

- ეს ალექსანდრე ეპისკოპოსის სიტყვებია, რომელსაც შენ დასცინი.

გაეღვიძა ფილოსოფოსს, მიხვდა თავის შეცდომას და წმინდა მღვდელმთავარს შენდობა სთხოვა.

იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობისას წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე კომანელი შეიპყრეს უწმინდურმა წარმართებმა და კერპების თაყვანისცემას აიძულებდნენ. მან ქრისტეს არ უღალატა, რისთვისაც ის სასტიკად აწამეს და ბოლოს ცეცხლში შეაგდეს. მღვდელმოწამემ ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზოგიერთი ცნობით, ეპისკოპოსი ალექსანდრე იმპერატორ დეციუსის (249-251) დროს აღესრულა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat