casino siteleri 2023
წმინდა მოწამე ევპოლოს მთავარდიაკვანი (+304) - 11 (24) აგვისტო - კარიბჭე
წმინდა მოწამე ევპოლოს მთავარდიაკვანი (+304) - 11 (24) აგვისტო
წმინდა მოწამე ევპოლოს მთავარდიაკვანი (+304) - 11 (24) აგვისტო
დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მეფობისას, ქრისტიანობას მთელ იმპერიაში დევნიდნენ. სწორედ ამ დროს სიცილიაში ქრისტიანების მოსაძებნად და საწამებლად გაიგზავნა სისასტიკით ცნობილი ვინმე თავადი პენტაგური. ჯალათი ქალაქ კატანეში ჩავიდა და ქალაქის თავს კალვისიანეს უბრძანა, კატანესა და მის გარშემო სოფლების მოსახლეობა ერთად შეეყარა. აქილევსის მოედანზე სანახაობისთვის ადგილი მოამზადეს და საყვირებისა და დაფდაფების ხმაზე თავი მოიყარა უამრავმა ადამიანმა. აქ მოვიდა თავადი პენტაგური კალვისიანესთან ერთად, შეკრებილი ხალხი რომ დაინახა, ამ უკანასკნელს ჰკითხა:

- ესენი ყველა თუ სცემენ თაყვანს ჩვენს ღმერთებს და მსხვერპლს შესწირავენ?

- ჭეშმარიტად, ბრწყინვალეო თავადო, ამათ ვისაც ხედავ, გულმოდგინედ ემსახურებიან ღმერთებს და უამრავ მსხვერპლს შესწირავენ. მათ შორის არ არის ერთი უწმინდურიც კი.

პასუხით დიდად გახარებული პენტაგური ხალხს მიესალმა და მერე კალვისიანეს სახალხოდ უბრძანა, - თუ ვინმე ქრისტიანს მოძებნიდა, უსასტიკესად ეწამებინა და ბოლოს მოეკლა. ამის მერე პენტაგური სხვა ქალაქში წავიდა. ხოლო კალვისიანემ პრეტორიის მსახურებს უბრძანა, გულმოდგინედ მოეძებნათ და თუ ქალაქში, ან მის შემოგარენში იპოვიდნენ ქრისტიანს, შეეპყროთ და საწამებლად მასთან მიეყვანათ. მაშინ მასთან ერთი მსახური მივიდა და უთხრა:

- აქ ქალაქში ერთი კაცია, სახელად ევპოლოსი: მას თან რაღაც წიგნი დააქვს, სახლებს და ქუჩებს მოივლის, ხალხს ასწავლის და დიდებულს უწოდებს ქრისტიანთა ღმერთს.

(წმინდა ევპოლოსი დიაკვანი იყო და უბრალო ხალხს სახარებას უკითხავდა და მაცხოვრის რწმენას ასწავლიდა).

ეს რომ კალვისიანემ გაიგო, მაშინვე ჯარისკაცები გააგზავნა მის შესაპყრობად. ევპოლოსს ერთ ქოხში მიაგნეს, სადაც ის სახარებას უქადაგებდა ხალხს. წმინდანს ხელები ზურგს უკან შეუკრეს და ქალაქის თავთან მიიყვანეს და წმინდა სახარებაც თან წაიღეს. კალვისიანემ მას ჰკითხა:

- შენ ხარ ჩვენი ღმერთების მაგინებელი და მოწინააღმდეგე მეფის ბრძანებისა?

- ვინ არიან თქვენი ღმერთები, რომ პატივი მივაგო?

- ჩვენი ღმერთებია იუპიტერი, ასკლეპიადე და დიანა.

- შენ ბრმა ხარ, რამეთუ არ იცნობ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, - უთხრა მას წმინდანმა, - ცისა და ქვეყნის შემოქმედს, რომელიც ჩვენ ქრისტიანებს შეგვმოსავს, ფასდაუდებელი და უბრწყინვალესი უკვდავების სამოსლით - წმინდა ნათლისღებით.

- შენ ასე ამაყად იმიტომ ამბობ, რომ ჯერ ტანჯვა არ განგიცდია, - უთხრა კალვისიანემ.

- ჩემთვის ეს სატანჯველნი ბრწყიინვალე გვირგვინია, შენთვია სიბნელე და წარწყმედა, - უპასუხა წმინდანმა.

მაშინ განრისხებულმა კალვისიანემ ბრძანა წმინდა ევპოლოსი ჩამოეკიდათ და მისი სხეული რკინის კაუჭებით დაესერათ. წმინდანმა თვალები ზეცისკენ აღაპყრო და უფალს განმტკიცება შესთხოვა. ამ დროს მას ციდან ხმა მოესმა:

- განძლიერდი და განმტკიცდი ევპოლოს, რამეთუ შენთვის განმზადებულია ჭეშმარიტი სამოსელი.

დიდხანს აწამებდნენ წმინდა მოწამეს. კალვისიანემ მისი "გონს მოყვანა" სცადა:

- ნუთუ არ დაუტევებ შენს შეცთომილებას? რატომ არ გსურს შეხვიდე ღმერთების ტაძარში და მსხვერპლი შესწირო, რომ მათგან ცოდვების მიტევება მიიღო, მეფისგან - პატივი და სიმდიდრე, ჩვენგან კი - მეგობრობა.

- ჰოი, წარწყმედის ძეო, ეშმაკის მსახურო და თანამოაზრევ! - უპასუხა წმინდა ევპოლოსმა, - ნუთუ არ იცი, რომ საშინელი განკითხვის ჟამს მათ გამოც დაისჯები, ვისაც კერპთაყვანისცემაზე ოქრო-ვერცხლით აცდუნებ?

განრისხებულმა ჯალათმა ბრძანა ევპოლოსთვის რკინის ჩაქუჩებით, თეძოები და წვივები დაემსხვრიათ.

როცა ჩაქუჩებს ურტყამდნენ, წმინდანმა უთხრა ჯალათს:

- უგუნურო და ბოროტებით დაბრმავებულო ადამიანო! რატომ მაყენებ ამ სატანჯველს, რომელსაც ჩემი ღმერთის მიერ გაძლიერებული ობობას ქსელად ვთვლი? თუ უფრო საშინელი წამების მოგონება შეგიძლია, ჩემთვის ისიც თამაში იქნება.

კალვისიანემ ბრძანა, წმინდა ევპოლოსი შეეკრათ, კისერზე სახარება ჩამოეკიდათ და საპყრობილეში წაეყვანათ, ამასთან ბრძანა, საპყრობილის კარი საიმედოდ ჩაერაზათ, მისი ბეჭდით დაებეჭდათ და მცველები დაედგინათ, რათა ევპოლოსთვის პური და წყალი არავის მიეტანა: კალვისიანეს სურდა მოწამე შიმშილითა და წყურვილით მომკვდარიყო. შვიდი დღის შემდეგ წმინდა ევპოლოსმა საშინელი წყურვილი იგრძნო და უფალს შესთხოვა, რომ საპყრობილეში წყარო წამოედინა, რათა მას წყურვილი დაეცხრო. როცა წმინდანი ლოცვას მორჩა, უეცრად საპყრობილეში წყარომ გადმოსჩქეფა, რომლის წყალმაც მას არა მარტო წყურვილი, ასევე შიმშილიც მოუკლა. წმინდანმა იგალობა და მადლობა შესწირა ღმერთს. შვიდი დღის შემდეგ კალვისიანემ ბრძანა საპყრობილიდან მოწამე გამოეყვანათ, თუკი ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. როცა ჯარისკაცებმა საპყრობილის კარი გააღეს, აღმოჩნდა, რომ ის წყლით იყო სავსე. წმინდანმა წყალზე ხელები გაიშვირა, თითქოს უბრძანა და წყალი გაქრა. გაოცებული ჯარისკაცები ერთმანეთს ეუბნებოდნენ:

- ჭეშმარიტად დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელსაც ეს კაცი ემსახურება!

მათ წმინდანი ქალაქის თავის სახლში მიიყვანეს. ძალზე გაოცდა ეს უკანასკენელი, როცა ევპოლოსი სავსებით ჯანმრთელი და ხორციელად მხნე იხილა, თითქოს ახლახან სუფრიდან ადგაო. კალვისიანემ უთხრა:

- ახლა მაინც ეცი თაყვანი ღმერთებს, ვიდრე თავს მოგკვეთენ.

წმინდა ევპოლოსმა უპასუხა:

- მზაკვარო და ეშმაკის დაბრმავებულო მეგობარო! სინათლეს ვინ დატოვებს იმისთვის, რომ ბნელში იაროს?

გაბრაზებულმა ქალაქის თავმა ბრძანა მისთვის რკინის კაუჭებით ყურები მოეგლიჯათ და პრეტორიაში სამსჯავროზე წაეყვანათ; იქ მივიდა თვითონ ჯალათიც, დაჯდა თავის ტახტზე და წმინდანს დიდხანს აიძულებდა კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. მაგრამ წმინდანს რწმენა ვერ შეურყია. კალვისიანემ მას თავის მოკვეთა მიუსაჯა. წმინდანმა სთხოვა სიკვდილის წინ ლოცვისთვის დრო მიეცა. კალვისიანემ თხოვნა შეუსრულა. წმინდანი დასასჯელად წაიყვანეს, თან უამრავი ადამიანი წაჰყვა, რომელთა შორის ბევრი ფარული ქრისტიანი იყო. როცა დასჯის ადგილს მიაღწიეს. წმინდანმა სახარება აიღო და ხალხს ქრისტეს მოხდენილ სასწაულებზე წაუკითხა, ასწავლიდა მათ ჭეშმარიტ ღმერთზე და ბევრი წარმართი განანათლა ქრისტეს ჭეშმარიტების ნათლით. შემდეგ ევპოლოსმა ღვთისადმი ლოცვა დაიწყო და ზეციდან ხმა მოესმა:

- ნეტარ ხარ შენ ევპოლოს, ჩემო კეთილო და ერთგულო მსახურო, მოვედ და შემოვედ შენი უფლის სიხარულში, განისვენე ყველა ჩემს სათნომყოფელთან ერთად!

ამის მერე წმინდანმა მოუდრიკა კისერი მახვილს და წარვიდა თავის უფალთან. ეს მოხდა 11 აგვისტოს. სხვა უფრო სარწმუნო წყაროს მიხედვით წმინდანი 304 წლის 12 აგვისტოს აღესრულა. კეთილმორწმუნე ქრისტიანებმა მოწამის თავი და სხეული აიღეს და მისთვის გამზადებულ ადგილას დაკრძალეს. წმინდანის საფლავიდან შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა. წმინდანის სხეული ახლა დასვენებულია ტრივიკოში (ახლანდელი ვიცო დელლა არონია); უცნობია, როდის გადმოასვენეს ის აქ კატანედან; 1656 წელს კატანეში მოწამის წმინდა ნაწილი ჩააბრძანეს.

კონდაკი

სჯულსა ქრისტესსა ხელთა შინა შენთა მტვირთველი შეუდეგ მტერთა მიმართ, მღაღადებელი ესრეთ, ვითარცა ღუაწლთა შინა ჩინებულ ვარ მტკიცედ წამებად, ვინაიცა სიხარულით მოუდრიკე ქედი შენი და მისცენ მახვილსა წარკვეთად აღმსარებელმან სრბისა შენისამან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri