წმინდა მოწამე სოსანა ქალწული და მისთანა: გაიოზ რომის პაპი, გაბიანე ხუცი, კლავდიოსი, მაქსიმე, პრეპედიგნა, ალექსანდრე და კუფე (+295-296) - 11 (24) აგვისტო
წმინდა მოწამე სოსანა ქალწული და მისთანა: გაიოზ რომის პაპი, გაბიანე ხუცი, კლავდიოსი, მაქსიმე, პრეპედიგნა, ალექსანდრე და კუფე (+295-296) - 11 (24) აგვისტო
წმინდა სოსანა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) ნათესავის, რომაელი ხუცესის, გაბიანეს მხოლოდშობილი ასული გახლდათ.

გაბიანე, რომელმაც წარმართ ფილოსოფოსთა ნააზრევი და წმინდა წერილი ღრმად შეისწავლა, ძმის, რომის პაპ გაიოზის რჩევით, წარმართულ ცდომილებათა შესახებ არაერთი წიგნი შექმნა.

თავად დიოკლეტიანე მათ ნათესავებად არ მიიჩნევდა და დანარჩენი ქრისტიანებივით სძულდა.

გაბიანეს, როგორც ვთქვით, ერთადერთი ასული ჰყავდა, სოსანა, რომელიც ბავშვობიდანვე ქრისტიანულად აღზარდა და ღვთის შიში შთაუნერგა, ამასთან, კარგი განათლებაც მისცა.

წმინდა ქალწული ჭკუით და სხეულებრივი სილამაზით გამოირჩეოდა, თუმცა, სულიერად ბევრად მშვენიერი და სრული გახლდათ.

როდესაც მისი დიდი ღირსებების შესახებ დიოკლეტიანემ შეიტყო, გადაწყვიტა, თავისი ვაჟისთვის (უფრო ზუსტად, შვილობილისთვის), მაქსიმიანე გალერიუსისათვის მიეთხოვებინა.

მაქსიმიანეს თავიდან საკუთარი ქალიშვილი, ვალერია შერთო, მისი გარდაცვალების შემდგომ კი სარძლოდ სოსანა აღირჩია და მისი ხელის სათხოვნელად ბიძაშვილი, წარჩინებული და ცნობილი კაცი კლავდიოსი წარგზავნა.

ამ უკანასკნელმა გაბიანეს სიხარულით ამცნო, თუ რაოდენი პატივის ღირსი გახდა მისი ოჯახი, რომელსაც საიმპერატორო ოჯახთან ნათესაობის განახლების შანსი მიეცა.

ამის გამგონე გაბიანემ მოკრძალებით მოდრიკა პატიოსანი თავი და უპასუხა:

- ჩვენ, მდაბალთ და უბადრუკთ, რა უფლება გვაქვს, თავი იმპერატორის ნათესავებად მივიჩნიოთ?!

შემდეგ კი სთხოვა, დრო მიეცათ, რათა ამ ქორწინების თაობაზე ქალიშვილის აზრი შეეტყო.

კლავდიოსის წასვლის შემდგომ გაბიანემ ძმას უხმო, რომელიც მისი სამყოფლის სიახლოვეს ცხოვრობდა, შემდეგ სოსანას ყოველივე აუწყეს, ნეტარმა ქალწულმა კი მამას და ბიძას უპასუხა:

- სად გაქრა თქვენი სიბრძნე?! თქვენი წყალობით და დიდი მეცადინეობით ქრისტიანი რომ არ ვიყო, ამაზე საუბარი შესაძლებელი იქნებოდა. იმპერატორის ავზნეობის გამო განა თავად არ გაწყვიტეთ მასთან ყოველგვარი კავშირი?! ამ ბილწ ქორწინებას არასოდეს დავთანხმდები და მზად ვარ, ამის გამო მოწამებრივი გვირგვინი მივიღო! განა თქვენი მეცადინეობით არ შევიტკბე ღვთის გულისათვის ქალწულობა?! ახლა კი, ოდეს ასე განმიმტკიცდა ღვთის შიში და სიყვარული, მიწიერ ქორწინებაზე ფიქრიც კი აღარ ძალმიძს!

- რადგან ქრისტეს სძლობა აღირჩიე, დაე, მარად მისი და უფლის მცნებათა ერთგული იყავ, - უპასუხა ბიძამ, პაპმა გაიოზმა.

შემდეგ კი ორივე, სოსანას კეთილგონიერებით გახარებული და გულაჩუყებული, დიდხანს განამტკიცებდნენ წმინდა ქალწულს.

* * *

გავიდა სამი დღე და კლავდიოსი მრავალრიცხოვანი მხლებლებითურთ კვლავ ესტუმრა და მოახსენა:

- პატიოსანო კაცნო, ჩემი მოსვლის მიზეზი უწყით,

- ეგ მიზეზი რომ არც ყოფილიყო, ნათესავის ხილვით მაინც განვიხარებდით, - უპასუხა წმინდა გაიოზმა.

- იმპერატორს, რომელსაც თქვენი ქალიშვილის, სოსანას სილამაზის, გონიერების და მრავალმხრივ ტალანტთა შესახებ ბევრი რამ სმენია, თქვენთან დამოყვრების დიდი სურვილი აქვს!

- მოდით, თავად სოსანას ვუხმოთ და ვკითხოთ, რა აზრისაა ამ ქორწინებაზე, - მიუგო გაბიანემ.

როდესაც წმინდა ქალწული ოთახში შევიდა, იქ მხოლოდ სამი - მამა, ბიძა და კლავდიოსი დახვდა. წმინდა სოსანას დანახვაზე კლავდიოსს სიხარულის ცრემლი მოერია, წამოდგა და სურდა, ქალიშვილი გულში ჩაეკრა, მაგრამ ნეტარმა ზურგი ამ სიტყვებით აქცია:

- უფალს ჩემსას, იესო ქრისტეს არ სურს, მისი მხევლის ბაგენი მამაკაცის ბაგეს შეეხოს, ამიტომ მათ ნუ წაბილწავ!


- მსურდა, როგორც ნათესავი, გულში ისე ჩამეკარი, შენ ხომ შვილიშვილად მეკუთვნი, - აღმოთქვა კლავდიოსმა.

- ჩემი უარის მიზეზი ის გახლავთ, რომ შენი ბაგენი საკერპო მსხვერპლით წაიბილწნენ, - მიუგო სოსანამ.

- როგორ უნდა განვიწმინდო ბაგენი?

- შეინანე და მამის, ძის და სულიწმიდის სახელით მოინათლე, - უპასუხა ნეტარმა.

- მაშ, განმწმინდეთ! დღემდე კერპთაგან ვერა მივიღე რა, თუმც კი მეფენიც კი ეთაყვანებიან.

ამ უეცარი, სასწაულებრივი ფერისცვალებით შეძრულმა პაპმა კი უპასუხა:

- მისმინე, ძმაო, რამეთუ კეთილ რჩევას მოგცემ: - ჩვენთან შენი ხელმწიფის ვაჟისთვის სასძლოს საპოვნელად მოხველ, უფალი კი შენ გეძიებს და შენი ხსნა ამ წმინდა ქალწულის ლოცვითა სურს. გწამდეს უფლის, შეინანე და წმინდა ნათლისღებას ნუღარ დააყოვნებ!

- თუ მოვინათლები, ცოდვათაგან სრულიად გავთავისუფლდები და ჩემი ბაგენიც განიწმინდებიან?! - იკითხა კლავდიოსმა.

- უეჭველად, მხოლოდ მთელი გულითა გწამდეს! - დაუმოწმა პაპმა გაიოზმა.

ამის გამგონე სოსანა ბიძის წინაშე დაემხო და გულმხურვალედ შეჰღაღადა:

- გევედრები, ქრისტეს გულისთვის მის ნათლობას ნუღარ გადადებ და იხსენ ამ კაცის სული!

- ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, წრფელია თუ არა მისი განაზრახი, - ბრძანა პაპმა.

- ჭეშმარიტად მწამს, - იყო პასუხი, - ოღონდ კი ჩემი ცოდვები მომეტევოს, როგორც დამპირდით!

- ყოვლისშემძლე ქრისტეს სახელით ყოველი ცოდვა მოგეტევოს, - უპასუხა პაპმა.

კლავდიოსი მის წინაშე დაემხო, თავზე მიწას იყრიდა და ხმობდა:

- ღმერთო, ნათელო და დაუსაბამოო, შემინდე ჩემი შეცოდებანი და შენმიერი მადლით აღმავსე, რომ ჩემმა თანამეცხედრემ და შვილებმა შეიმეცნონ, რომ ოდენ შენ ძალგიძს კაცთა ხსნა!

წმინდა პაპმა, დამოძღვრის შემდგომ, კლავდიოსი შინ გაისტუმრა, მცირე ხანში კი, ერთ ღამეს იგი მეუღლითა და ორი ვაჟითურთ ესტუმრა და მონათვლა სთხოვა, წმინდა გაიოზმა ნათლისღება აღარ გადადო და ყველანი მონათლა.

ტაძრიდან გამოსულმა კლავდიოსმა დაამოწმა, რომ ნათლობისას ზეცით გარდამომავალი ნათელი იხილა.

საიდუმლოს აღსრულების შემდგომ წმინდა პაპმა წირვა დააყენა და ახალმოქცეულნი ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლს აზიარა.

ნათლობის შემდგომ კლავდიოსმა მამულები გაყიდა და ფული უპოვართ დაურიგა, შემდეგ დევნილ ქრისტიანთა ძიება იწყო, რომელთაც უხვად შეეწეოდა, ღამ-ღამობით ქვაბულებში დადიოდა და ვისაც წააწყდებოდა, ფეხთ ჰბანდა, სამოსით და საზრდელით ყოველდღიურად ამარაგებდა, ანუგეშებდა და თავის ცოდვებს დღემუდამ ცრემლით სტიროდა.

* * *

ცოტა ხნის შემდგომ დიოკლეტიანე დაინტერესდა, - სად გაქრა კლავდიოსიო და შეიტყო, რომ იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

მაშინ მისი ამბის და იმის გასაგებად, თუ რა პასუხი მიიღო წმინდა სოსანასაგან, იმპერატორმა სამეფო კართან ძალზე დაახლოებული კლავდიოსის უმცროსი ძმა, მაქსიმე გაგზავნა.

როდესაც ამ უკანასკნელმა ძმა უბადრუკ ჯვალოში გამოხვეული იხილა, შეძრწუნდა და ჰკითხა:

- ძმაო, საყვარელო, ჩემო ყრმობითგანვე გამზრდელო, ასეგვარად რამ შეგცვალა? ან რად ხარ ესოდენ ჯანგალეული და ფერგანმკრთალი?

- გსურს, გიამბობ, რა არის ჩემი ფერისცვალების მიზეზი? - უპასუხა კლავდიოსმა.

- მითხარ, რითი ხარ სნეული, - შესძახა მაქსიმემ.

- იმ უბრალო სისხლს ვინანიებ, იმპერატორის ბრძანებით ქრისტიანთა დევნისას რომ დავღვარე, თუმც იმ დროს არ ვუწყოდი, რას ვიქმოდი, ახლა კი ამას ძლიერ ვნანობ.

- ეს რა მესმის, ძმაო! ჩვენმა მეუფემ გაბიანესთან მისი ასულის, სოსანას ხელის სათხოვნელად წარგავლინა, მე - შენი ამბის გასაგებად! შენ კი სხვა რამეზე მესაუბრები!

- ჰოდა, სწორედ იქ გახლდით, სოსანა, რომელიც შვილიშვილად მეკუთვნის, სულხორციანად მშვენიერი, ბრძენი და გონიერი, უკვე სძალია ზეციური მეუფის, ქრისტესი! სწორედ მისი წყალობით დავეხსენი ჩემივე ცოდვებს და თუ უფლის დიდ წყალობასთან თანაზიარებას თავადაც ისურვებ, ღამით ჩვენს თანამოძმე გაბიანესთან მიგიყვან და იხილავ ხელთუქმნელ ნათელს!

- რასაც მიბრძანებ, იმას ვიქმ, - უპასუხა მაქსიმემ.

გაბიანესთან მართლაც იმავე ღამეს მივიდნენ, მასპინძელი დიდი სიხარულით გამოეგება და სანამ საუბარს დაიწყებდნენ, ლოცვად დადგნენ.

ამის შემხედვარე მაქსიმე ძლიერ განკვირდა და გაბიანეს სთხოვა, სოსანას ხილვის უფლება მიეცა.

ამ უკანასკნელმა მყის უხმო ქალიშვილს, რომელმაც ჯერ უფალს სცა თაყვანი, შემდეგ კი - მამას კრძალვით მიეახლა და ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვა.

წმინდა ქალწულის მშვენებით, სისპეტაკით და კეთილგონიერებით გულშემუსვრილ მაქსიმეს მისი ამბორყოფა სურდა, თუმცა, სოსანამ ამის ნება არ მისცა. მალე წმინდა პაპ გაიოზს ამცნეს, რომ ყველანი გაბიანეს სახლში შეყრილიყვნენ. ნეტარმა ჩათვალა, რომ მათ საწამებლად უპირებდნენ წაყვანას და რადგან ამ ფიალის შესმა პირველს თავად სურდა, მათკენ ისწრაფა.

შემდეგ კვლავ ილოცეს და უფალს სიმტკიცე გამოსთხოვეს.

შემდეგ ღვთივსათნო საუბარს მოჰყვა, რასაც ყველანი გულისყურით უსმენდნენ, მათ შორის - წმინდა სოსანაც, ყოველივეს ფეხზე მდგომი რომ ისმენდა და ფარულად ილოცვიდა...

ბოლოს, წმინდა პაპმა მაქსიმეს უთხრა:

- გმადლობ, ძმაო, რომ გვესტუმრე!

- მე, უღირსს, თქვენი წმინდა ტერფების ამბორისყოფა მსურს, თუმც კი, თავიდან აქ მოსვლა რა მიზეზითაც მწადდა, თავადაც უწყით - იმპერატორმა სოსანას ამბის გასაგებად წარმომგზავნა.

- სოსანა უკვე სძალია ზეციური სიძის, ქრისტესი და, მოგეხსენება, სხვაზე ქორწინება აღარ ძალუძს, - მიუგო წმინდანმა,

- ის, რაც ღვთისგანაა, მარადიულია, - თქვა მაქსიმემ.

- თავადაც ეზიარე მარადიულ ცხოვრებას! - შესთავაზა პაპმა.

- რაში მდგომარეობს მარადიული ცხოვრება? - იკითხა მან,

- ეს ის ცხოვრებაა, მე რომ შევიცანი, - უპასუხა კლავდიოსმა,

- მეც მსურს მისი შეცნობა, ვინაც შენ შეიმეცნე, - თქვა მაქსიმემ, - თუმც კი, ვგონებ, იმპერატორის ნათესაობის უარყოფა არ ეგების!

- გწამდეს იესოსი, მიწიერი ხელმწიფის ძალა და დიდება კი - დროებითია და არც მასთან ნათესაობაა რამის მომტანი, - უპასუხა წმინდა გაიუსმა, - ის, რასაც უფალი გვთავაზობს, მარადიულია და აუცილებელი.

ამის გამგონე მაქსიმეს გული შეემუსრა და სიხარულით ითხოვა ნათლისღება.

- ძმაო, უწყი, რომ ჩვენ ყოველივე მიწიერი დავუტევეთ და ოდენ უფალს ვეძიებთ, - უთხრა წმინდა გაიუსმა.

- ძმანო, ნუღარ აყოვნებთ და ყოველივე ჰქმენით ჩემს გადასარჩენად, - ითხოვა მაქსიმემ.

ნეტარი სოსანას ოჯახმა იმ ღამეს შინ გაისტუმრა კათაკმეველი, რომელიც, თუმც კი უფლისადმი დიდი სიყვარულით აღენთო, პირველ ხანებში თავის ქრისტიანობას ყველას უმალავდა.

თუმცა, მისი ღვთისადმი სიყვარული დღითი დღე იკრებდა ძალას და მალე ქრისტეს სახელით აშკარად იწყო ქადაგება.

გაბიანემ ურჩია, თავისი სარწმუნოება რამდენიმე დღით მაინც დაეფარა, სანამ ქონებას არ გაყიდდა და გლახაკთ არ დაურიგებდა.

გავიდა ხუთი დღე და მაქსიმე ფეხებში ჩაუვარდა გაბიანეს:

- ღვთის გულისათვის, გევედრებით, ჩემს ნათლობას ნუღარ გადადებთ, რამეთუ თქვენმა ნაქადაგარმა გული იმგვარად მომირბილა, სანამ ნათელს არ ვიღებ, ვერ დავმშვიდდები.

წმინდა გაიოზმა იგი მონათლა, შემდეგ წირა და ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარა.

მაქსიმე ერთხანს მათთან დარჩა, ამასობაში დარჩენილი ქონებაც გაყიდა და უერთგულესი მეგობრის, ფარული ქრისტიანის, ფარსონის ხელით გლახაკთ დაურიგა.

სწორედ ამ პატიოსანმა კაცმა აღწერა წმინდა სოსანას და აქ ნახსენებ წმინდა მამათა ცხოვრება და მოწამებრივი აღსასრული, რისი მოწმეც თავადვე გახლდათ.

სულ მალე დიოკლეტიანემ შეიტყო, რომ მაქსიმე და კლავდიოსი ოჯახითურთ გაქრისტიანდნენ, რამაც ძალზე დაამწუხრა, თუმცა, ჭმუნვას არ იმჩნევდა და ოდენ მეუღლეს, მასაც ფარულ ქრისტიანს, გაუმხილა, თუ რისთვის წარგზავნა ისინი გაბიანეს სახლეულთან.

დედოფალს, რომელმაც კარგად უწყოდა წმინდა სოსანას ქრისტიანობის შესახებ, ფარულად განიხარა, თუმცა, მეუღლეს მხოლოდ ეს უთხრა: - იმგვარად იმოქმედე, როგორც ღმერთი შთაგაგონებსო.

* * *

დიოკლეტიანემ მხედართმთავარ იულიუსს უხმო და გულდაწყვეტილმა უამბო, თუ როგორ გაქრისტიანდნენ მისი საყვარელი ნათესავნი და ეპისკოპოს გაიოზის გარდა ყველას შეპყრობა უბრძანა.

გაბიანე, ქალიშვილითურთ, კლავდიოსი ოჯახითურთ ჯურღმულში შთააგდებინა. მისი ძმა, მაქსიმე კი ჯერ განდევნა, შემდეგ კი - ცოცხლად დააწვევინა და მათი ფერფლი ზღვას მისცა...

ორმოცდათხუთმეტი დღის შემდგომ კი დედოფალს უბრძანა, სოსანა გამოეყვანა და უფლისწულთან ქორწინებაზე დაეყოლიებინა.

ღირსმა ქალწულმა, ოდეს მისკენ მომავალი დედოფალი იხილა, ცრემლი მოერია და უფალს შეჰღაღადა:

- ნუ დამიტევებ ღმერთო, მხევალსა შენსა!

შეხვედრისას დედოფალმა დაასწრო და დაუჩოქა, წმინდა ქალწული მის წინაშე დაემხო, თუმცა, დედოფალმა წამოაყენა და უთხრა:

- შენ გამო ხარობს მხსნელი ჩვენი, ქრისტე!

ამან ნეტარი ძალზე განახარა და უფალს მადლობა შესწირა, შემდეგ კი ორივემ ადიდა შემოქმედი.

* * *

დიოკლეტიანე დიდხანს ელოდა დედოფალს, ბოლოს, იკითხა, დაიყოლია თუ არა სოსანა, მის ძეს ცოლად გაჰყოლოდა.

- თუ მიზანი მიუღწეველია, შრომაც ამაოა, - უპასუხა დედოფალმა, - სოსანას ვერავითარი სურვილი ვერ შევამჩნიე, რომ ის სურდეს, რაც შენ გწადია...

ამ სიტყვებმა ისე გააცოფა დიოკლეტიანე, უფლისწულ მაქსიმიანეს სოსანას გაუპატიურება უბრძანა, თუმცა, არა სასახლეში, არამედ გაბიანეს სახლში.

წმინდა ქალწულმა იქაურობა დატოვა, დედოფალმა იგი ცხარე ცრემლით გააცილა და ანუგეშა.

ბილწი გულისთქმით აღძრული მაქსიმიანე ღამით მივიდა ნეტართან, არ დაერიდა ლოცვად დამდგარს და შეეცადა, მიახლოებოდა, მაგრამ წმინდა სოსანას თავზე ბრწყინვალე უფლის ანგელოზის ხილვამ ისე დააფრთხო, იქაურობა სწრაფად დატოვა, სასახლისკენ გასწია და ყოველივე მამას ამცნო.

- ეს სხვა არაფერია, თუ არა ქრისტიანთა მორიგი ჯადოქრობა, - ბრძანა დიოკლეტიანემ და ხუცეს გაბიანეს სახლში სხვა ხელქვეითი წარგზავნა. თუმცა, როგორც კი ეს უკანასკნელი შენობას მიუახლოვდა, აუხსნელი შიში იგრძნო და უკანმოუხედავად გაიქცა...

ამით უარესად გააფთრებულმა იმპერატორმა წმინდა ქალწულს უსასტიკესი ჯალათი, მაკედონიუსი მიუგზავნა, რომელსაც მისი დაყოლიება უბრძანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - მისი იძულება და ბოლოს - წამება დაავალა.

თუმც კი უბრძანა, ყოველივე ფარულად აღესრულებინა, რომ მავანს ნათესავთა დევნაში არ ემხილებინა.

მაკედონიუსმა თან ოქროს მცირე ზომის კერპი წაიყოლა, რის თაყვანისცემასაც წმინდა ქალწულს აიძულებდა, თუმცა, ნეტარის ლოცვით იგი ჯალათის ხელთაგან უეცრად განქარდა.

მაკედონიუსი ძალზე გაოცდა და იფიქრა, რომ კერპი რაღაც მანქანებით თვით სოსანამ წარსტაცა.

- გეტყობა, ოქრო შეგყვარებია, რომ ეს კერპი მომპარე, - უთხრა ნეტარს.

- ჩემმა უფალმა მის მოსაცილებლად თვისი ანგელოზი მოავლინა, რომელმაც კერპი სახლიდან შორს მოისროლა, - უპასუხა წმინდანმა.

სიტყვა არ გაესრულებინა, მაკედონიუსის ხელქვეითი შემოვიდა და განაცხადა, რომ კერპი სახლიდან ძალზე მოშორებით, გზაზე ეგდო...

ამან ისე გაამწარა ჯალათი, ქალწულს გაშმაგებით მივარდა, სამოსი შემოახია, სასტიკი გვემა უწყო და თან ღრიალებდა:

- თაყვანი ეცი კერპებს!

ქალწული კი ყველაფრისათვის მადლობდა უფალს და იტყოდა:

- თავად ვიქნები მსხვერპლი!

მაკედონიუსმა ყოველივე კეისარს მოახსენა, რომელმაც წმინდანის მახვილით განგმირვა უბრძანა, რაც იქვე, გაბიანეს სახლში აღსრულდა.

* * *

როდესაც დედოფალმა წმინდა სოსანას აღსრულების ამბავი შეიტყო, ღამით ფარულად ინახულა მისი სხეული, მიწაზე დაღვრილი სისხლი საკუთარი თავსაბურავით შეკრიბა და თავის ოთახში, სადაც ფარულად ლოცულობდა ხოლმე, ვერცხლის ჭურჭელში შეინახა.

მისი წმინდა ნაწილები კი წმინდა ალექსანდრეს საძვალეში დაფლა, სადაც უამრავი მოწამე განისვენებდა. იმ ადგილას, სადაც წმინდა სოსანა აწამეს, პაპმა გაიოზმა ტაძარი აკურთხა და ღვთისმსახურებასაც აღასრულებდა.

სოსანას გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულნენ წმინდანის მამა გაბიანე და ბიძა, რომის პაპი გაიოზი (283-296 წწ.).

ნეტარი სოსანასა და მისი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, წმინდა ქალწულმოწამის სახელობის ტაძარში, წმინდა პაპის, გაიოზის ნაწილები კი იქვე, მისივე სახელობის საყდარში განისვენებს.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat