წმინდა მოწამენი: ლავრენტი მთავარდიაკონი, სიქსტე პაპი და იპოლიტე (+258) - 10 (23) აგვისტო
წმინდა მოწამენი: ლავრენტი მთავარდიაკონი, სიქსტე პაპი და იპოლიტე (+258) - 10 (23) აგვისტო
წმინდა სიქსტე (ან ქსისტი) III საუკუნეში ცხოვრობდა და ტომით ბერძენი გახლდათ.

ფილოსოფია ათენს შეისწავლა, იმპერატორ ვალერიანესა და წმინდა სტეფანე პირველის (ხსენება 2 აგვისტოს) ჟამს კი - რომს გადავიდა.

ვალერიანე თავიდან კეთილად იყო განწყობილი ქრისტიანებისადმი, მაგრამ აღმოსავლეთში წარუმატებელი ლაშქრობისას ეგვიპტელ მაგთა გავლენის ქვეშ მოექცა და მოკლე ხანში ქრისტეს ღიად თაყვანისცემის ასაკრძალად ედიქტიც გამოსცა. სახელმწიფო მოხელეებს კი კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა დაუდო წესად.

წმინდა სტეფანე ამ დევნის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო, მის მემკვიდრედ კი სიქსტე აირჩიეს.

მალე დევნა გაძლიერდა, - ახალი ედიქტით, ყოველი ეპისკოპოსი, მღვდელი თუ დიაკონი სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ქრისტიან ერისკაცთ კი - წოდების ჩამორთმევა და იძულებით სამუშაოთა აღსრულება ელოდათ.

258 წელს წმინდა სიქსტე შეიპყრეს და პირველი დაკითხვის შემდგომ მამერტინის ავადსახსენებელ ციხეში გამოკეტეს.

საპყრობილისკენ მიმავალ პაპს გზად მთავარდიაკონი ლავრენტი შეხვდა და თვალცრემლიანი დაეკითხა:

- საით მიდიხარ, მამაო, შენი შვილის გარეშე, ან შენი დიაკვნის გარეშე რა მსხვერპლის გაღებას აპირებ? ნუთუ, უღირსად მთვლი? ნუთუ იმას, ვისაც წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობის ნებას რთავდი, შენთან ერთად სისხლის დათხევის ნებას არ მისცემ?

- არა, შვილო ჩემო, როგორ მიგატოვებდი, მაგრამ უფრო მკაცრი ღვაწლი გიდევს წინ, ჩვენ, ხანდაზმულნი კი - შედარებით იოლ ბრძოლაში ვებმით, შენ კი, ახალგაზრდასა და მტკიცეს, ტირანზე გამარჯვება გელის.

ნუ სტირი, რამეთუ სამი დღის შემდგომ დიაკვანი თავის მოძღვრის კვალს დაადგება!

შემდეგ კი, სანამ გამოსათხოვრად ეამბორებოდა, საეკლესიო ქონების განკარგვის უფლება გადააბარა.

დიაკონმა მყისვე ისწრაფა წმინდა მამის ნების აღსასრულებლად და საეკლესიო ძვირფასეულობა სასულიერო პირთ და უპოვართ დაურიგა.

ცელის გორაკზე ერთ ქვრივს შეხვდა, სახელად - კირიაკიას, თავის ბინაში მრავალ ქრისტიანს რომ იფარავდა, ღამით ამ დევნილთ ფული და სამოსი მიუტანა, შემდგომ - კვლავ მრავალი სახლი მოიარა, სნეულნი განამრთელა, ღვთის ერთგულთ კი, მაცხოვრის სიტყვისამებრ, ფერხნი განბანა.

როდესაც სიქსტე საწამებლად მოამზადეს, გზად კვლავ ლავრენტი წამოეწია და დაიყვირა:

- ნუ დამიტევებ, წმინდა მამაო, უკვე გავეცი ის განძი, რაიც მანდე!

საგანძურის ხსენებაზე მეომრები ლავრენტის მიუტრიალდნენ, შეიპყრეს და ტრიბუნ პართენს მიჰგვარეს, რომელმაც არ დაიზარა და ყოველივე იმპერატორს აუწყა.

ლავრენტი მაშინვე შეიპყრეს, მცველად კი ტრიბუნი იპოლიტე მიუჩინეს.

საპყრობილეში ნეტარმა ერთი ბრმა ქალი, ლუცილა განკურნა და მონათლა.

ამის გამგონე მრავალი ბრმა მივიდა ნეტართან და მისი ლოცვით ყოველ მათგანს დაუბრუნდა თვალისჩინი.

იპოლიტემ კი, რომელიც, ღვთის ნებით, ამდენი სასწაულის მოწმე შეიქნა, თავისი სახლეულითურთ, - 19 კაცი¬თურთ, ნათელ იღო წმინდა ლავრენტის ხელით.

მალე ნეტარი დიაკონი ვალერიანემ იხმო და საგანძურის გადაცემა მოსთხოვა.

- სამი დღე მომეცი და საგანძურს მოგართმევო, - მიუგო ლავრენტიმ, შემდეგ იპოლიტეს სახლში ბრმანი, მკელობელნი, ენაბლუნი და სხვადასხვა სნებით შეპყრობილი ხალხი შეკრიბა, საზიდრებზე დასხა და სასახლეს მიაყენა, იმპერატორს კი უთხრა:

- აი, ეკლესიის მარადი განძი, არასოდეს რომ არ ილევა და ოდენ მრავლდება!

- ჯადოქრობას თავი ანებე და ახლავე შესწირე მსხვერპლი ღმერთებს, - იღრიალა გააფთრებულმა მეფემ.

- არასოდეს ვანაცვალებ ჩემს უფალს ეშმაკთ! - იყო პასუხი.

მაშინ ნეტარის ტანჯვა იწყეს, შემდეგ კი - კვლავ საპყრობილეს შთააგდეს.

ტიბერიუსის სასახლეში მეორე დაკითხვის შემდეგ ლავრენტის სხეულზე გავარვარებული რკინის ფირფიტები დაადეს, შემდეგ - რკინის წვეტიანი ბოლოებიანი მათრახებით და ჯოხებით გვემეს. მისი არაადამიანური სიმტკიცის მხილველი ერთი რომაელი მეომარი გაქრისტიანდა, რის გამოც მაშინვე გამოასალმეს სიცოცხლეს (წმინდა ნიკოდიმოსისეულ სვინაქსარში ნახსენებია ტრიბუნი კალენიკე).

მესამე დაკითხვა სალუსტიის სასახლის მახლობელ აბანოებში მოეწყო, იმპერატორმა ჯალათთ უბრძანა, ლავრენტისთვის თავის ქალა ქვებით დაელეწათ, შემდეგ კი - გაეშიშვლებინათ და რკინის გავარვარებულ, ქვემოდან - ნაკვერჩხლებშეგზნებულ ბადეზე დაეწვინათ.

ნეტარს უკანასკნელად შესთავაზეს, - გონს მოდი და იმპერატორს ნუღა ეურჩებიო, მაგრამ მან უპასუხა:

- თავს ჭეშმარიტ ღმერთს ვწირავო!

როდესაც ჯალათებმა კოცონი ააგიზგიზეს, ლავრენტიმ ასე მიმართა ტირანს:

- უწყოდე, უბედურო, ამ ნაღვერდლით თავადვე იმზადებ საუკუნო ტანჯვასო და სული უფალს შეჰვედრა.

იპოლიტემ პრესვიტერ იუსტინესთან ერთად ფარულად დამარხა მარტვილის სხეული ქვრივ კირიაკიას კუთვნილ მიწაზე.

დაახლოებით ორმოცდაათი წლის შემდეგ კონსტანტინე დიდმა იმ კატაკომბებზე, სადაც ნეტარი ლავრენტი იყო დაკრძალული, ტაძრის აგება ბრძანა, მეექვსე საუკუნეში იგი დიდ ტაძრად გადაკეთდა, თუმცა, წმინდა ლავრენტის საფლავისთვის ადგილი არ შეუცვლიათ.

მალე იპოლიტე დაასმინეს და შეიპყრეს, მაგრამ ანგელოზმა იგი გაათავისუფლა და სასწაულებრივად დააბრუნა შინ. იპოლიტე სახლეულს დაემშვიდობა, გამოსათხოვარი სადილისას კი თავს კვლავ მეომრები დაადგნენ, წმინდანი კვლავ შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს.

იმ იმედით, - იპოლიტე ახლად გაქრისტიანებულია და მისი დაყოლიება არ გამიჭირდებაო, ხელმწიფემ საუცხოოდ შემოსა და დიდ პატივს დაჰპირდა, მაგრამ ნეტარმა უპასუხა, - მე ქრისტეს მეომარი ვარო!.

მაშინ ბოლოკაუჭიანი წკეპლებით უწყეს ცემა, შემდეგ - ველურ ცხენებს გამოაბეს და მანამ ათრევინეს, სანამ სული არ აღმოხდა.

მის მარტვილობამდე სიკვდილით ჯერ იპოლიტეს ძიძა დასაჯეს, შემდეგ - მთელი მისი სახლეული, თავად რომ მოაქცია.

წმინდა გადმოცემა გვაუწყებს, რომ მისი მოწამებრივი აღსასრულიდან შვიდ დღეში იპოლიტე სანახაობაზე მყოფ იმპერატორს და მის ვაჟს გამოეცხადა და უხილავი, ცეცხლოვანი ჯაჭვებით გვემა.

ტროპარი

მოწამემან შენმან, უფალო, ლავრენტი, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, და მძლავრი დაამუვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი

ცეცხლითა ღმრთეებისათა აღტყინებულმან, ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაჰშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი, და ვნებათა შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყუარულსა ქრისტესსა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat