ეს წმინდა მამანი წარმართი იმპერატორის, გალიენუსის (260-268 წლები) ზეობისას აღესრულნენ.
წმინდა მარინი პალესტინის კესარიაში მსახურობდა და თავისი სიმამაცისა და სათნოებებისათვის თვით წარმართთა მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა.
მარინი ასისთავად დანიშნეს, მაგრამ ამ პატივის მისაღებად წარმართულ ღვთაებათა სახელების მოხმობით უნდა დაედო ფიცი, რაზეც ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა.
მსაჯულმა წმინდანს საბოლოო არჩევანისთვის დრო მისცა და გააფრთხილა: - თუ გაჯიუტდები, სიკვდილი გელისო.
ამ დროს მასთან პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი, ფეტეიკოსი მივიდა, ხელი ჩაჰკიდა და ტაძრად წარიყვანა, ჯერ სახარებაზე მიუთითა, შემდეგ კი ქამარში ჩამაგრებულ მახ¬ვილზე და უთხრა:
- აირჩიე ან წიგნი ცხოვრებისა, რომელშიც ჩაიწერება შენი სახელი, როგორც ზეციური მეუფის მხედრისა, ან მახვილი, რომლითაც მიწიერ მეფეს ემსახურები!
მარინმა მყისვე წმინდა სახარებისკენ გაიწოდა ხელი.
ფეტეიკოსმა განამტკიცა, აკურთხა და უთხრა:
- მიიღე ის, რაც ირჩიე!
ლოცვითა და მღვდელმთავრის კურთხევით მარტვილმა მსაჯულის წინაშე კვლავ უარი განაცხადა წარმართული ფიცის წარმოთქმაზე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს.
მარინის მარტვილობას შეესწრო რომაელი სენატორი, ასტერიოსი. იგი კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს, მტკიცე ქრისტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ, ურყევად იდგა თავის სარწმუნოებაზე.
ერთხელ, პალესტინაში ყოფნისას, ნეტარი ფილიპიის კესარიაში ჩავიდა. აქ, ჩვეულებისამებრ, წარმართული მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. შეწირულ მსხვერპლს კერპში ჩაბუდებული ეშმაკი უჩინარს ხდიდა, რაც უღმრთოებს დიდ სასწაულად მიაჩნდათ. წმინდა ასტერიოსმა ცრუღვთაების ქანდაკიდან განდევნა ბოროტი სული.
როდესაც წმინდა მარინი სიკვდილით დასაჯეს, ასტერიოსმა სენატორის შესამოსელი გაიხადა, მიწაზე განფინა, შიგ მარტვილის პატიოსანი ცხედარი გაახვია, საკუთარი მხრებით მიაბრძანა საფლავამდე და დაფლა.
ამის გამო იგი შეიპყრეს და თავის მოკვეთა მიუსაჯეს.
ქრისტეს ტარიგმა 260 წელს შეჰვედრა სული უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი