ღირსმოწამე დომენტი სპარსი და მისი ორი მოწაფე (+363) - 07 (20) აგვისტო
ღირსმოწამე დომენტი სპარსი და მისი ორი მოწაფე (+363) - 07 (20) აგვისტო
III -IV საუკუნეთა მიჯნაზე, კონსტანტინე დიდის ზეობისას, ვინმე წმინდა კაცი, სახელად უარი, მესოპოტამიას ჩავიდა საქადაგებლად.

ერთხელ უცნობი ყმაწვილი, დომენტი შენიშნა, მხურვალე წარმართი, და თავისი სიტყვით მალევე მოაქცია.

დომენტიმ მყისვე იგრძნო, რომ მისი სული სწორედ ქრისტეს დაეძებდა და ქრისტიანთაგან სარწმუნოების საფუძველთა შესწავლა ისურვა, თუმცა, მას წარმართისთვის ამ საიდუმლოთა გამხელა არ სურდა.

ამის მიუხედავად, დომენტიმ მშობლებიც დაარწმუნა, ცეცხლისა და კერპთა თაყვანისცემაზე უარი ეთქვათ და ქრისტეს შესდგომოდნენ.

რომ წამოიზარდა, მამისეული სახლი დაუტევა და რომისა და სპარსეთის იმპერიათა საზღვარზე მდებარე ქალაქ ნიზიბიას მიაშურა, სადაც ნათელ იღო.

მოკლე ხანში ნიზიბიის მონასტერს შეერთო და მოშურნედ შეუდგა წმინდა წერილის შესწავლას.

ღვთის სიტყვა მისთვის საზრდელიც იყო და წყალიც, მისით აღვსილს ხშირად ტრაპეზზე მისვლაც კი ავიწყდებოდა.

დომენტის ღვაწლის მხილველმა მამებმა ჯერ ამრეზით და ეჭვით უწყეს ცქერა, შემდეგ კი - მისდამი შურით აღივსნენ.

დომენტიმ, მათ შორის განხეთქილების მიზეზი რომ არ გამხდარიყო, სავანე ღამით დატოვა. გზად მგლების ხროვა დაეცა, მაგრამ ღმერთმა დაიცვა და მალე ჭაბუკმა რომაულ გზამდე მიაღწია, სადაც იმ ქრისტიანებს შეუერთდა, თეოდოსიპოლს წმინდა სერგის სავანისკენ რომ მიდიოდნენ.

ყმაწვილმა აღთქმა დადო, მანამ არ ეხმია არაფერი, სანამ მონასტერში დარჩენის უფლებას არ მიიღებდა, ამი¬ტომ არც საერთო ტრაპეზი გაიზიარა.

ქრისტიანებმა იფიქრეს, - ალბათ ერეტიკოსი ან სამარიტელიაო, მაგრამ როდესაც ნეტარმა ყოველივე განუმარტა, ქრისტიანებმა თავადვე მიაცილეს წმინდა სერგის სავანემდე.

დღის ბოლოს ქალაქს მიადგნენ, სადაც ერთი მეტად სასიამოვნო და კეთილშობილი გარეგნობის კაცი შეხვდათ, რომელმაც შინ მიიპატიჟა, მაგრამ როდესაც მან სტუმრები უდაბნოს ბოლოს, პირდაფჩენილი უფსკრულის პირს მია¬ყენა, დომენტი მიხვდა, რომ კაცი სატანის მსახური იყო და ლოცვით განდევნა.

სწორედ მისი წყალობით დაუბრუნდნენ ქალაქს უვნებლად მომლოცველნი, დომენტიმ კი ყველას სთხოვა, ეს სასწაული არავისთვის გაემხილათ.

წმინდა სერგის სავანეში სიყვარულით დახვდათ არქიმანდრიტი ნუბელი (ან ნურბელი), წმინდა ხუცესი, 60 წლის მანძილზე რომ არ ეგემა ცეცხლზე მომზადებული საზრდელი, არასოდეს წვებოდა, არც მჯდომარე უნახავს ვინმეს, ხოლო თუ წასთვლემდა, ფეხზე მდგომი, ხელჯოხს დაეყრდნობოდა ხოლმე.

საუბრისას დომენტი დუმდა და ამ ღვთისკაცს აღფრთოვანებული მიაპყრობდა ყურს.

ნუბელმა გულისხმაჰყო, რომ დომენტი ღვთისგან იყო წარმოგზავნილი და ნება მისცა, სავანეში დარჩენილიყო.

სულიერი მამის ანგელოზებრივი ცხოვრების მობაძავი დომენტი სწრაფად წარემატა სულიერად.

ჩვიდმეტი წლისას, თეოდოსიპოლელმა მღვდელმთავარმა, იაკობმა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დიაკვნად დაასხა ხელი.

სამი კვირის შემდგომ, წირვისას, დომენტიმ საკურთხეველში, ბარძიმის თავზე მოფარფატე, თეთრი მტრედი იხილა და გაგდება სცადა, - წმინდა ძღვენი არ შებილწოსო.

წინამძღვარი ამ საკვირველი ჩვენების ღირსი ვერ შეიქ¬ნა, ამიტომ, ძალზე გააოცა დომენტის საქციელმა.

წინამძღვარი, კიდევ ერთხელ დარწმუნდა რა თავისი მოწაფის ღვთივრჩეულობაში, მღვდელ-მონაზვნად დაუპირა ხელდასხმა, ამისთვის კი, ვითომდა საქმეზე (უწყოდა, რომ ამ პატივს დომენტი არ დათანხმდებოდა), ქალაქს წარგ¬ზავნა, მაგრამ დომენტი, როგორც კი ჩანაფიქრს მიუხვდა, სავანე დატოვა და სირიის ქალაქ კირს მიმავალ აქლემთა ქარავანს დაუდგა მოსამსახურედ.

ქალაქში რომ შევიდნენ და წმინდა კოზმასა და დამიანეს სახელგანთქმულ ტაძარს მიუახლოვდნენ, დომენტი ქარავანს დაემშვიდობა და რამდენიმე დღე განუწყვეტელ ლოცვაში გაატარა.

დომენტი ერთმა სნეულმა შენიშნა, ნეტარის ლოცვითა და მასთან საუბრის შემდგომ კურნება მიიღო და მაშინვე გაიქცა, რომ წმინდა ყმაწვილის შესახებ სხვათათვის ეამბნა, დომენტის კი კვლავ მოუწია ამ ადგილის დატოვება, ტაძრიდან რამდენიმე კილომეტრში, ერთ კლდოვან ადგილას დასახლდა, სადაც ორი წელიწადი განდეგილობდა და ველური მცენარეებით საზრდოობდა.

ერთ დღეს წყლის დასალევად წყაროზე ჩასულმა იქ ქალები იხილა - სარეცხს რეცხავდნენ, ერთი მათგანი უღირსად იქცეოდა, დომენტი იქაურობას გაეცალა და ლოცვით წყარო დააშრო.

ადგილობრივი ქრისტიანები სასულიერო პირებთან ერთად მივიდნენ განდეგილთან და შენდობა სთხოვეს. მხოლოდ მისი ლოცვის შემდგომ დაბრუნდა წყალი.

იმ დღის შემდგომ იქაურნი ლოცვა-კურთხევისათვის ხში¬რად აკითხავდნენ ნეტარს.

ერთხელ, ზამთარში, ვინმე ბედუინმა, რომელიც ნეტარს სტუმრობდა, უამინდობისას თავშესაფრის აგება შესთავაზა, მაგრამ დომენტიმ იუარა.

მაგრამ მეორე დღეს თოვლმა მისი სამყოფელი ისე დაფარა, ბედუინმა ძლივს იპოვა და ამოთხარა, შემდეგ კი - თავის კარავში გადაიყვანა.

სამ წელიწადს იცხოვრა დომენტიმ მთაზე და ხორშაკ ქარებს, სიცხეს, ყინვას თუ ყოველგვარ უამინდობას მშვიდად დაითმენდა.

ადგილობრივმა ქრისტიანებმა, იხილეს რა, რომ ნეტარი ფიზიკურად ძალზე დასუსტდა, კლდეში მღვიმე გამოუკვეთეს და იქ შესთავაზეს გადასვლა, სადაც მრავალი წელი გაატარა მოუკლებელ ლოცვაში, ყოველ მისულს სიყვარულით ხვდებოდა, ქრისტეს სახელით სულიერ თუ ხორციელ სნეულებათაგან განამრთელებდა და მრავალი წარმართი შესძინა უფალს.

დაახლოებით 363 წელს, სპარსელებთან ომისას ამ ადგილას იმპერატორმა იულიანე განდგომილმა გაიარა. მავანთ, რომელთაც შურდათ ნეტარის ხალხთაგან ამგვარი სიყვარული, ტირანის წინაშე ცილი დასწამეს, - თვითმარქვიაა, თავს ღმერთის სახელით მოლაპარაკედ იხსენიებსო!

იმპერატორმა დომენტის მიყვანა ბრძანა. ნეტარი მღვიმეში ორ ყმაწვილთან ერთად დახვდათ, მისი ლოცვით რომ მოევლინნენ ქვეყანას, მშობლებმა ღმერთს რომ შესწირეს და სამივეს უბრძანეს, - რომაულ გზაზე გამოდით და იმპერატორს დიდებისმეტყველებით შეხვდითო.

თუმცა, დომენტი ისე იყო ლოცვაში შთაძირული, მოსულთათვის ყურადღება არც კი მიუქცევია.

მაშინ უსჯულონი, ვითარცა მხეცნი, ეცნენ განდეგილსა და მის მოწაფეებს და ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც ქვაბულის შესასვლელი ამოიქოლა.

მალე აქაურობა იმათაც კი დაივიწყეს, ვინც ნეტარს ხშირად აკითხავდა, ქვაბული ბუჩქნარით დაიფარა.

ორი წლის შემდგომ აქლემმა, რომელიც მგზავრმა საბალახოდ ქვაბულის სიახლოვეს გაუშვა, ფეხი მოიტეხა და დაეცა, ხოლო როდესაც წამოდგომას ცდილობდა, ფეხი ქვაბულის ხვრელში მოჰყვა და მყისვე განუმრთელდა.

ამ სასწაულის მხილველებმა მღვიმის კარი გამოთხარეს და იქ ნეტარი დომენტისა და მოწაფეთა წმინდა ნაწილნი იხილეს, რომელნიც მახლობელ ტაძარში გადააბრძანეს.

ტროპარი

მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კვალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო დომენტი, მარადის სახსენებელო.

კონდაკი

შეაიწრენ ხორცნი შენი და განიძარცვენ ქუეყანანი ზრახვანი, ღირსო მოწამეო დომენტი, და გამოსჩნდი დიდად წინამძღურად მონაზონთა, და არა შეუშინდი მეფისა გულისწყრომასა, რომელმან არა ინება თაყუანისცემაი ქრისტესი; ამისთვის აღესრულე ესრეთ მღაღადებელი: ვითარმედ ღმერთი არს ჩემ თანა და ვერ ვინ შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat