წმინდა ელეფთერი ღვთისმოშიშ ოჯახში აღიზარდა. დედამისი დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალბატონი იყო, თავად პავლე მოციქულმა მოაქცია და მონათლა.
როცა მის შვილს თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88 წლები) დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი.
ოცი წლის ელეფთერი ილირიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ახალგაზრდა მეუფე სიბრძნით განაგებდა სამწყსოს და მრავალი წარმართი მოაქცია.
მოკლე ხანში ქრისტიანთა მოძულე იმპერატორმა ადრიანემ ქრისტიანთა დევნა იწყო, ეპისკოპოსი ელეფთერიც შეიპყრეს. წმინდა მამამ გაბედულად აღიარა ქრისტე, მეფის უსჯულოება ამხილა და უფალს ჯალათთა მოქცევა სთხოვა.
იმპერატორი მიხვდა, რომ ელეფთერთან წამებით ვერას გახდებოდა და ბრძანა, ორი გახელებული ხარისთვის მიებათ, თუმცა, ამაოდ: უფლის ანგელოზმა საკვრელები გაწყვიტა, ელეფთერი ჯალათთა ხელთაგან დაიხსნა და ქალაქის მახლობლად მდებარე ერთი მთის მწვერვალზე დასვა.
იმ დღიდან ნეტარმა გარეულ მხეცთა შორის იწყო ცხოვრება.
როგორც კი ამის შესახებ იმპერატორს მოახსენეს, მთლად გაშლეგებულმა მის შესაპყრობად მეომარნი წარგზავნა, თუმცა, ნეტარი თავად ჩაჰბარდა მომხვდურთ.
ხელმწიფის ბრძანებით, მარტვილს თავი წარკვეთეს, ხოლო დედამისი, წმინდა ანთია, მადლობდა უფალს, რომ ძე მისი მისთვის სალმობათა დათმენისა და სიკვდილის ღირსი შეიქნა.
მოგვიანებით თავად ანთიასაც იგივე ბედი ეწია.
ქრისტიანებმა კრძალვით შეკრიბეს წმინდა დედა-შვილის ნაწილნი და მიწას პატივით მიაბარეს.
* * *
ხსენება ღირსმოწამისა მიქაელისა (ჟუკისა), მღვდელ-მონაზონთა, მოწამეთა: სვიმეონისა და დიმიტრისა (ვორობიოვთა, +1937)
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა ფუფაილასი (ფაფულიასი), რომელიც ვაშლის ხეზე ჩამოახრჩვეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი