ბაბილონელი ეპისკოპოსი პოლიქრონიოსი, მღვდლები: პარმენი, ელიმე და ქრისოტელე; დიაკვნები: ლუკა და მუკო; სპარსეთის მთავრები: აბდონი და სენისი და მოწამეები: ოლიმპიოსი და მაქსიმე (+დაახლ. 251) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
ბაბილონელი ეპისკოპოსი პოლიქრონიოსი, მღვდლები: პარმენი, ელიმე და ქრისოტელე; დიაკვნები: ლუკა და მუკო; სპარსეთის მთავრები: აბდონი და სენისი და მოწამეები: ოლიმპიოსი და მაქსიმე (+დაახლ. 251) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
ბაბილონელი ეპისკოპოსი პოლიქრონიოსი, მღვდლები: პარმენი, ელიმე და ქრისოტელე, დიაკვნები: ლუკა და მუკო, სპარსეთის მთავრები: აბდონი და სენისი და მოწამეები: ოლიმპიოსი და მაქსიმე III საუკუნეში იმპერატორ დეციუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნას ემსხვერპლნენ. დეკიუსი სამი წელი განაგებდა რომის იმპერიას, მაგრამ მრავალი ქრისტიანი გამოასალმა სიცოცხლეს. დაიკავა თუ არა საიმპერატორო ტახტი წარმართმა ხელისუფალმა, ოლქებში გავრცელდა მისი ბრძანებაც: სიკვდილით დაესაჯათ ყველა ქრისტიანი, ვინც არ განუდგებოდა თავის სარწმუნოებას! დეციუსს ეგონა, რომ ამით მოიგებდა ღმერთების გულს და თავიდან აიცილებდა განსაცდელს, რაც იმპერიას ემუქრებოდა. ასე დაიწყო ქრისტიანთა მეშვიდე დევნა.

ამ ბრძანებამ ქრისტიანები ააფორიაქა და შეაძრწუნა. უმრავლესობას მიწიერი სიამენი ღმერთზე მეტად შეჰყვარებოდა და უჭირდა მათი დათმობა, თან სიკვდილისა ეშინოდა. ჭეშმარიტი მორწმუნეები კი ნაღვლიანად შესცქეროდნენ, თუ როგორ მიიჩქაროდნენ ქრისტიანები სამსჯავროსა და წარმართული ბომონებისკენ, რათა დაეგმოთ ქრისტე და შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის. ბევრი გამოძახებასაც არ უცდიდა და მანამდე მირბოდა. ერთხელ მსაჯულები იძულებულებიც კი გახდნენ, მეორე დღისთვის მოეხმოთ ისინი, რადგან ვეღარ ასწრებდნენ განდგომილთა მოსმენას. ზოგიერთი ქრისტიანი ყიდულობდა წერილობით მოწმობას, ვითომ წარმართული რიტუალი აღასრულა და ამ სულმოკლეობითა და თაღლითობით ინარჩუნებდა სიცოცხლეს.

დეციუსმა დაამარცხა სპარსელები, დაიპყრო მათი ქვეყანა, ადგილობრივ მკვიდრთა შორის ბევრი ქრისტიანი პოვა და მათი დევნა დაიწყო. მტარვალებმა შეიპყრეს და უღმრთო ხელისუფალთან წარადგინეს ბაბილონელი ეპისკოპოსი პოლიქრონიოსი, ხუცესნი: პარმენი, ელიმი და ქრისოტელი, და ორი დიაკონი - ლუკა და მუკო. იმპერატორმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმინდა პოლი¬ქრონიოსმა მიუგო: "ჩვენ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს საკუთარ თავს ვსწირავთ მსხვერპლად, თქვენს უბადრუკ, ხელით ქმნილ კერპებს კი არასოდეს ვეთაყვანებით". კადნიერი პასუხით განრისხებულმა დეციუსმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეყარათ წმინდა აღმსარებლები. მომდევნო დაკითხვაზე პოლიქრონიოსი მდუმარედ იდგა. დეციუსი ხუცესებს მიუბრუნდა: "თქვენი მეთაური დამუნჯდა". წმინდა პარმენი მას შეეპასუხა: "წმინდა ეპისკოპოსი არ დამუნჯებულა, მაგრამ არ სურს, შეიბილწოს თავისი წმინდა ბაგეები და "დაუფინოს მარგალიტი თვისი წინაშე ღორთა" (მთ. 7,6). გამხეცებული იმპერატორის განკარგულებით პარმენს ენა მოჰკვეთეს. მიუხედავად ამისა, მან მღვდელმთავარ პოლიქრონიოსს სრულიად გარკვეულად უთხრა: "მეუფეო, ილოცე ჩემთვის, მე სულიწმიდას ვხედავ შენზე". დეციუსის ბრძანებით ჯალათებმა წმინდა ეპისკოპოსს ქვებით ბაგეები დაუჩეჩქვეს. ნეტარმა მარტვილმა ზეცისკენ აღაპყრო თვალები და სული უფალს შეჰვედრა. უღმრთოებმა წმინდანის ნეშტი სატურნის ტაძრის წინ დატოვეს. ღამით სპარსელმა მთავრებმა, ფარულმა ქრისტიანებმა აბდონმა და სენისმა იგი წაასვენეს და ქალაქის გალავნის გასწვრივ პატივით დაფლეს.

მალე დეციუსი ქალაქ კორდულაში გაემგზავრა და ბრძანა, სამი მღვდელი და ორი დიაკონი მის კვალდაკვალ ეტარებინათ. კორდულაში ის კვლავ აიძულებდა მოწამეებს, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, მაგრამ ენამოკვეთილი პარმენი ყველას ნაცვლად ხმამაღლა და გაბედულად პასუხობდა უარით.

იმპერატორმა ჩათვალა, რომ ნეტარი ხუცესი ჯადოს ძალით საუბრობდა უენოდ და გასცა განკარგულება, ჯერ გაეძლიერებინათ აღმსარებელთა ტანჯვა, შემდეგ კი ცეცხლში ჩაეყარათ ისინი. ამ დროს ზეციდან გაისმა: "მოვედით ჩემდა, მდაბალნო გულითა". დეციუსმა ეს ხმაც ჯადოსნობას მიაწერა და მარტვილებს თავები მოჰკვეთა. სპარსელმა მთავრებმა აბდონმა და სენისმა ღამით წაასვენეს წმინდა ცხედრები და კორდულის მახლობლად, თავიანთ სოფელში დაფლეს. ეს საქციელი დაფარული არ დარჩენილა. მთავრები შეიპყრეს და იმპერატორს წარუდგინეს. უღმრთო თვითმპყრობელმა ბრძანა, საპყრობილეში გამოემწყვდიათ ისინი.

იმავე დღეს კიდევ ორი სპარსელი ქრისტიანი, ოლიმპიოსი და მაქსიმე მიჰგვარეს დეციუსს. ქრისტეს სარწმუნოების მტკიცე აღსარებისთვის წმინდა მოწამეები სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს. ხუთი დღე მათი ცხედრები დაუმარხავი ეყარა, მეექვსე დღეს კი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.

რომში გამობრუნებულმა იმპერატორმა ბორკილებასხმული აბდონი და სენისიც თან იახლა. სამეფო ქალაქში ჩასულმა, მან ქურუმს მოუხმო და აღმსარებლებს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, განრისხებულმა დეციუსმა გადაწყვიტა, წმინდანები მხეცებისთვის მიეყარა დასაგლეჯად, მაგრამ ლომები და დათვები თვინიერად გაუწვნენ მათ ფეხთით. მაშინ მტარვალებმა ნეტარი მარტვილები მახვილებით აჩეხეს. მოწამეთა წმინდა ცხედრები სამი დღე ეყარა კერპის წინ მართლმორწმუნეთა დასაშინებლად, შემდეგ კი, ღამით, ფარულმა ქრისტიანმა კვირინმა მალულად წაასვენა მათი ნეშტი და საკუთარ მამულში დაკრძალა. წმინდა მოწამენი - აბდონი და სენისი 251 წელს აღესრულნენ. მათი უხრწნელი ნაწილები რომში, წმინდა მარკოზის სახელობის ტაძარში განისვენებს.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat