წმინდა მოწამე იოანე მხედარი (IV) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა მოწამე იოანე მხედარი (IV) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა მოწამე იოანე მხედარი მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. იულიანემ საიმპერატორო ტახტის დაკავებისთანავე მთავარ მიზნად გაიხადა ქრისტიანობის დამხობა და წარმართობის აღდგენა, რისთვისაც დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი ბერძენთა და რომაელთა ღმერთების თაყვანისმცემლად და ბრძანა, ყველა ქალაქში წარმართული ბომონები დაედგათ; სადაც ისინი ქრისტიანებმა დაანგრიეს, ამ უკანასკნელთა ხარჯზე ახალი აეგოთ. იულიანე თავადაც გულმოდგინედ მონაწილეობდა ყველა წარმართულ ზეიმში და ამბობდა, რომ მისთვის უმაღლესი ქურუმის წოდება იმპერატორის ტიტულზე უფრო საპატიო და ძვირფასი იყო. იმპერატორი უდიდეს პატივად მიიჩნევდა წარმართულ ცერემონიალში მონაწილეობას, თავისი ხელით კლავდა მსხვერპლს, მიჰქონდა შეშა, აჩაღებდა ცეცხლს... ღამით დგებოდა კერპების წინაშე სალოცავად, დღეს იწყებდა მსხვერპლშეწირვით მზის პატივსაცემად; მან განაახლა ძველი, თითქმის მივიწყებული რიტუალები, თანაბარ პატივს მიაგებდა ბერძენთა, რომაელთა და აღმოსავლეთის ხალხთა ღმერთებს. საიმპერატორო სასახლე და მისი წალკოტები მათი ქანდაკებებით გაივსო. პალატები წარმართულ სამსხვერპლოებს მოგაგონებდათ - ყველგან ხრჩოლავდა გუნდრუკი. იგებოდა ახალ-ახალი სამსხვერპლოები, სრულდებოდა მდიდრული მსხვერპლშეწირვები...

წარმართი იმპერატორის ლაშქრის მხედარი იოანე ფარული ქრისტიანი იყო და ლოცვით, მარხვითა და კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ვერ ამჩნევდნენ, რადგან უსჯულო იმპერატორის ბრძანებით სხვებთან ერთად ისიც გაგზავნეს ქვეყნის ერთ-ერთ ოლქში ქრისტიანთა შესაპყრობად. დევნის ნაცვლად იოანე ყოველმხრივ მფარველობდა ქრისტიანებს, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა მათ. როცა ამის შესახებ შეიტყო, განრისხებულმა იულიანემ ბრძანა, შეეპყროთ და დაუყოვნებლივ ჩაეყვანათ კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასასჯელად. გზაში წმინდანს მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: წარმართი მცველები გვემდნენ მეფის ურჩ მხედარს, უჭერდნენ რკინის საკვრელებს, ფეხშიშველს ამყოფებდნენ, სიცივითა და შიმშილით ტანჯავდნენ. როცა მათ სამეფო ქალაქამდე ჩააღწიეს, იმპერატორი სპარსელებთან საომრად იყო გასული. მის დაბრუნებამდე უფლის რჩეული საპყრობილეში გამოკეტეს.

ამასობაში, 363 წელს, იულიანე განდგომილი სპარსელებთან საბრძოლველად წავიდა, თუმცა დაბრუნება არ ეღირსა. სპარსელებზე პირველი გამარჯვებებით შეგულიანებულმა ევფრატი გადალახა და უკან დარჩენილი თავისი ფლოტი დაწვა. გადმოცემის თანახმად იგი სასიკვდილოდ დაჭრა მტრის ნატყორცნმა ისარმა. იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, ჭრილობიდან გადმონადენი სისხლი პეშვში მოაგროვა, ჰაერში მოისროლა და შესძახა: "შენ გაიმარჯვე, გალილეველო!" და გარდაიცვალა. მთავარსარდლის გარეშე დარჩენილმა ჯარმა სასწრაფოდ აირჩია იმპერატორი. იულიანეს შვილები არ ჰყავდა და მისი საიმპერატორო გვარი ვეღარ გაგრძელდებოდა. მეომრებმა ერთსულოვნად აირჩიეს იობიანე, ქრისტიანი, რომელიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. მან თავის ამომრჩეველ ლაშქარს ასე მიმართა: "მე არ მსურს წარმართთა მხედართმთავრობა!" რაზეც მეომრებმა შესძახეს: "წარმართებს არა, ქრისტიანებს უწინამძღვრებ! იულიანეს ხანმოკლე მმართველობამ ჩვენი გულებიდან ვერ აღმოფხვრა კონსტანტინე დიდის ნაანდერძევი ჭეშმარიტი რწმენა" და მყისვე მოლაშქრეებმა საომარ დროშაზე ჯვრის ნიშანი მიამაგრეს... იობიანემ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ გაცემული ყველა განკარგულება გააუქმა: ქრისტეს აღსარებისთვის ტყვექმნილები გაათავისუფლა და გადასახლებულ ეპისკოპოსებს კათედრები დაუბრუნა. თავისუფლება პოვა იოანემაც. ამის შემდეგ სატანჯველებით გამობრძმედილმა წმინდანმა ღვთისა და მოყვასის მსახურებას უძღვნა თავი. ნეტარი იოანე მშვიდობით მიიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში. სიკვდილის წინ მან ითხოვა, დაეკრძალათ მდაბიოთა და გლახაკთა სასაფლაოზე. წმინდანს თხოვნა შეუსრულეს. მისი სამარხი დაიკარგა, მაგრამ იოანემ ერთ კეთილმსახურ ქალს გამოცხადებით ამცნო თავისი წმინდა ნეშტის ადგილსამყოფელი. აღმოყვანების შემდეგ უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დაასვენეს. მათთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.

ლოცვა წმინდა იოანე მხედარის მიმართ

ევედრებიან დაკარგულის პოვნისათვის

ჰოი, წმინდაო მოწამეო ქრისტესო, იოანე მხედარო! ბრძოლათა შინა თავდადებულო, მტერთა განმდევნელო, ჩაგრულთა მეოხო და მფარველო ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთაო.

ჰოი, დიდებულო შუამდგომელო და სათნოო მხედარო ქრისტესო იოანე! შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი და უღირსნი, შემწე გვეყავ ჭირთა და ურვათა შინა და გვიხსენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა და წინააღმდგომისა კაცისა, რამეთუ მოგეცა შენ მადლი ღვთისა მიერ, რათა ილოცო ჩვენ ცოდვილთათვის, რომელნი ძვირთა სალმობათა და ვნებათაგან განვიცდებით. განიოტნენ ჩვენგან მოძულენი და ბოროტისმსურველნი და ვითარცა ზღუდემან მტკიცემან დაგვიფარენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

ჰოი, ღვთისგვირგვინოსანო მხედარო იოანე! ნუ დაგვივიწყებ ჩვენ, მარადის შენდა შევედრებულთ და შეწევნისა და მოუკლებელი წყალობის მთხოვნელთ, და ღირსი გაგვხადე, ცოდვილნი და უღირსნი ღვთისაგან გამოუთქმელი კეთილის მიღებისა, რომელი განუმზადა მოყვარულთა მისთა. რამეთუ შვენის მას ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat