წმინდა მღვდელმთავარნი: ელია I, პატრიარქი იერუსალიმისა (+518) და ფლაბიანე, პატრიარქი ანტიოქიისა (+512) - 20 ივლისი (2 აგვისტო)
წმინდა მღვდელმთავარნი: ელია I, პატრიარქი იერუსალიმისა (+518) და ფლაბიანე, პატრიარქი ანტიოქიისა (+512) - 20 ივლისი (2 აგვისტო)
წმინდა ელია წარმოშობით არაბი იყო და მონაზონი გახლდათ ნიტრიის უდაბნოში, ერთ-ერთ ეგვიპტურ მონასტერში. ის, როგორც ქალკედონის კრების მომხრე, ეგვიპტიდან გამოაძევა ალექსანდრიის პატრიარქმა ტიმოთე II-მ 457 წელს და პალესტინაში წმინდა ექვთიმეს ლავრაში დაიმალა. ათი წლის შემდეგ ის იერიქონის პირას ერთ ცალკე მდგომ კელიაში განმარტოვდა, სადაც შემდგომში წმინდა ელიას მონასტერი აშენდა. წმინდა ექვთიმეს დაკრძალვაზე ის შეხვდა წმინდა მარტირის, ასკეზაში თავის ეგვიპტელ თანამოსაგრეს. პატრიარქმა ანასტასიმ ორივე ბერი მღვდლად აკურთხა. ანასტასის შემდეგ პატრიარქი გახდა მარტვირი, შემდეგ მცირე ხნით სალიუსტი, ხოლო 494 წელს წმინდა ელია. მისი პირველი საზრუნავი იყო მისი საეპიკოპოსო რეზიდენციის გვერდით სპუდეების (მოშურნეთა) მონასტრის დაარსება, რომლის ძმები აღდგომის ტაძარს უნდა მომსახურებოდნენ. მის დროს ბევრი ახალი მონასტერი დაარსდა საპატრიარქოს ტერიტორიაზე. წმინდა ელიას დიდი მეგობრობა აკავშირებდა წმინდა საბა განწმენდილთან. მან აკურთხა მის ლავრაში ტაძარი, და გვერდში დაუდგა ლავრელ მონაზვნებს როცა ისინი აჯანჯდნენ.

წმინდა ელია პატრიარქად აღიარა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ექვთიმემ, მაგრამ არ აღიარა მისმა მემკვიდრემ მაკედონმა. წმინდა ელია იცავდა რა ქალკედონის კრების დადგენილებას ის ანტიოქიის პატრიარქ ფლაბიანესთან ერთად შეეწინააღმდეგა იმპერატორ ანასტასი I-ის მცდელობას, გაეუქმებინა ქალკედონის კრების დადგენილება.

დაახლოებით 509 წელს იეროპოლისი მონოფიზიტმა ეპიკოპოსმა ქსენაიმ სცადა პატრიარქ ელიას მიმხრობა, რომ მას მონოფიზიტური მრწამსი ეღიარებინა. იმპერატორმაც ასევე უბრძანა წმინდა ელიას გაემართა კრება ქალკედონის გადაწყვეტილების დასაგმობად. ელია აღმსარებელმა უარი თქვა და იმპერატორს თავისი მართლმადიდებლური მრწამსი გაუგზავნა. თუმცა ვისაც წერილი ანდო, მონოფიზიტ დიოსკორეს მიმდევარი აღმოჩნდა და მან გზაში შეცვალა პატრიარქის წერილი. მასში შეიტანა ანათემა მართლმადიდებელ სწავლებაზე ქრისტეს ორ ბუნებაზე. პატრიარქმა ელიამ ამის შესახებ რომ შეიტყო, კვლავ გაუგზავნა თავისი ჭეშმარიტი აღსარება (მრწამსი).

სინოდის კრებაზე 512 წელს პატრიარქ ელიას მოუწოდეს დაეგმო მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეზე და მხარი დაეჭირა მონოფიზიტობისთვის. თუ ის უარს იტყოდა, მაშინ მოწინააღმდეგეები მზად იყვნენ დაემხოთ ის ფლაბიანე ანტიოქელთან ერთად. თუმცა პატრიარქ ელიას დიდი ძალისხმევით კრების მონაწილე მღვდელმთავრებმა უარი თქვეს ქალკედონის კრების დაგმობაზე. ამის მერე, 512 წელს, წმინდა ელიამ იმპერატორთან მხცოვანი მამა საბა კონსტანტინოპოლელი გააგზავნა. იმპერატორზე ძალზე იმოქმედა მამა საბასთან შეხვედრამ და თავი ანება იერუსალიმის პატრიარქის დევნას.

მაშინ მონოფიზიტებმა ელია და ფლაბიანე აღმსარებლებს ნესტორიანელობა დასწამეს და მიიმხრეს იმპერატორი ანასტასი I. თავიდან ფლაბიანე გადაასახლეს არაბეთში, ქალაქ პეტრაში., მის მემკვიდრესთან წმინდა ელიამ ურთიერთობა შეწყვიტა. შემდეგ კი პალესტინის ნაცვალმა პატრიარქი არჩევანის წინაშე დააყენა: ან მონოფიზიტური მრწამსისთვის მხარი დაეჭირა, ანდა დამხობილიყო. პატრიარქმა ელიამ ეს უკანასკნელი ირჩია. მაშინ იმპერატორმა უბრძანა პალესტინის ნაცვალ ოლიმპეს პატრიარქი ელია ტახტიდან ჩამოეგდო და წითელი ზღვის პირას, აქაბთან ახლოს, აილში (დღევანდელი ეილატი) გაეგზავნა (516 წელს).

ორი წლის შემდეგ გადასახლებაში მყოფი პატრიარქი სხვა დიდებულ მონაზვნებთან ერთად მამა საბამ მოინახულა. ერთხელ წნინდა ილიამ იწინასწარმეტყველა, რომ იმპერატორი ანასტასი კონსტანტინოპოლში მოკვდებოდა და მალე თვითონაც წარდგებოდა უფლის წინაშე. ოცი დღის შემდეგ 518 წლის 20 ივლისს 84 წლის პატრიარქი წარდგა უფლის წინაშე.

წმინდა ილია არ არის მოხსენიებული ბერძნულ სვინაქსარებში. მაგრამ 4 ივლისსაა მოხსენიებული რომაელ მარტიროლოგიაში და 18 ივლისს იხსენიებს სირიის ეკლესია. მღვდელ-მონაზონი მაკარი სიმონპეტრელის "სვინაქსარში" პატრიარქ ელიას ხსენება, მისი გარდაცვალების დღეს 20 ივლისს არის შეტანილი. მასთან ერთად არის მოხსენიებული მისი თანამოსაგრე პატრიარქი ფლაბიანე, რომელიც ზოგიერთი წყაროს მიხედვით იმავე დღეს, 20 ივლისს გარდაიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat