წმინდა რომანი (რომანოზ) იმ რიაზანელ თავადთა შთამომავალი იყო, რომლებიც თათართა ბატონობის დროს სახელი გაითქვეს, როგორც ქრისტიანული რწმენისა და სამშობლოს დამცველებმა.
მისი ორივე პაპა ბათო-ყაენთან ომში დაეცა ბრძოლის ველზე. ქრისტიანულ ფასეულობებზე აღზრდილი თავადი ყველანაირად ეხმარებოდა თავის ქვეშევრდომებს, შეძლებისდაგვარად იცავდა მათ ხანის ბასკაკების (გადასახადთა ამკრეფთა) ძალადობისგან. ბასკაკებმა მოიძულეს წმინდანი და თათართა ხანთან, მანგუ თემურთან ცილი დასწამეს. წმინდა რომანი ურდოში გამოიძახეს. ხანმა მას შესთავაზა: ან სიკვდილი ირჩიე, ანდა თათართა სარწმუნოებაო. წმინდანმა უარი განუცხადა. მაშინ მტერმა წმინდა რომანი სასტიკად აწამა: მას ენა და ხელ-ფეხი მოჰკვეთეს, თვალები ამოთხარეს, მოჭრეს ყურები და ბაგეები, შემდეგ თავიდან ტყავი ააძრეს, ბოლოს თავიც მოჰკვეთეს და შუბზე წამოაცვეს.
ეს მოხდა 1270 წელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი