წმინდა ათანასე III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა და წარმოშობით უმაღლესი რომაული წრიდან იყო.
ის მეგობრობდა იმპერატორ მაქსიმიანესთან, რომელმაც ეგვიპტის პრეფექტად დანიშნა. ეგვიპტეში წასვლის წინ იგი დაემშვიდობა ქრისტესმიერ ძმებს - წმინდა სერგისა და ბაქოზს (ხს. 7 ოქტ.) და დაჰპირდა, რომ ამიერად ზეციურ სასუფეველში შეხვდებოდა.
ეგვიპტეში ჩასვლისას ის მიესალმა ეპისკოპოს პეტრეს და შემდეგ ზემო ეგვიპტისკენ გაემართა. ასეთმა მოქმედებამ მისი მტრები დააეჭვა და იმპერატორის წინაშე ქრისტიანობაში ბრალი დასდეს. მაქსიმიანემ ამის შესახებ პროკონსულს მისწერა და მან ათანასე თავისთან იხმო. პროკონსულმა იმისთვის, რომ იმპერატორის კეთილგანწყობა დაემსახურებინა, წმინდა ათანასე წითელ ზღვაზე, კლისმაში (ახლანდელი სუეცი) გააგზავნა და იქ ქრისტიანული ტაძრების დახურვა დაავალა. ქალაქს რომ მიაღწია, გზად ციხესიმაგრის სიახლოვეს შეჩერდა, რათა ელოცა. ის კლისმაში ქრისტეს შობის დღესასწაულზე ჩავიდა და ადგილობრივ ქრისტანებთან ერთად იზეიმა. მალე პროკონსული მოვიდა და წმინდა ათანასე დააკავა, ცდილობდა მის დარწმუნებას, ქრისტეზე უარი ეთქვა. როცა რჩევით ვერაფერს გახდა, პროკონსული მუქარაზე გადავიდა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. წმინდა მოწამეს ლოცვისთვის დრო მისცეს და მერე თავი მოჰკვეთეს. წმინდა ათანასე ბერძნულ სვინაქსარში არ იხსენიება. მისი ხსენება შეტანილია წმინდა გიორგი მთაწმინდელის თვენში და იოანე-ზოსიმეს კალენდარში (ათანასე ერისმთავრისაი, რომელი ეწამა ქალაქსა კულიზმას).
.....................................
წმინდა ლეონტი კარიხოველი - 18 ივლისი (31 ივლისი)
ღირსმა ლეონტიმ ნოვგოროდის მაზრაში კარიხოვის მონასტერი დააარსა, სადაც ის აღესრულა 1492 წლის 18 ივლისს. მისი საფლავი ახლა კარიხოვის სამრევლო ეკლესიაშია.
............................
ღირსმოწამე აპოლინარი (მოსალიტინოვი, +1918) - 18 ივლისი (31 ივლისი)
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ახალმოწამეს მღვდელ-მონაზონ აპოლინარს (მოსალიტინოვი).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი